ვალოდია ჯინჭარაძის ხმამაღალი ფიქრები რადიატორთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ვალოდია ჯინჭარაძის ხმამაღალი ფიქრები რადიატორთან
ნანახია: 480

პიესა: "მაკკეინიდან მაკკეინამდე. რა იქნება შემდეგ?!"
დრამა 2 მოქმედებად


I მოქმედება
ცარიელი "სცენა". იები. იები, ვარდები არა. მოვლენების განვითარება მაკკეინით იწყება და ვატყობ, მაკკეინითვე მთავრდება. ჯერ იყო და, მაკკეინმა, გამოხატა რა პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის მხარდაჭერა და თანადგომა ქართული პოლიტ-ეკონომიკური "სასწაულისა" და საქართველოს მიერ დემოკრატიის "განვითარების" საქმეში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისადმი, ეწვია საქართველოს და, კარდაკარ თუ არა, მცხეთა-მცხეთა და სვანეთ-სვანეთ მაინც მოინახულა "მეორე სამშობლო" ("We all are Georgians!" J. McCain). იმდენად "გაოცდა" ქართული კულინარიული შესაძლებლობებით და მოიხიბლა ფოლკლორით, რომ ფერხულშიც ჩაება (მოკრძალებული ტაში ლოჟებში). გვახსოვს, ბუშმაც იცეკვა (ამჯერად, მქუხარე ტაში უკვე პარტერშიც). შემდეგ წავიდა. კვლავ გამალებული ტემპებით გაგრძელდა "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა". აღვიჭურვეთ და გავიწრთვენით. ამერიკული სტანდარტებით დავრეზერვდით. ყოველ შემთხვევაში, ასე გვარწმუნებდნენ. თუმცა, არა იმდენად, რომ ქართული კულინარიული შესაძლებლობების მსგავსად, ხელმეორედ გაგვეკვირვებინა მაკკეინი და მთელი სამყარო. და დავმარცხდით. აგვისტო. ომი. ხელახალი ოკუპაცია. შიგადაშიგ მაკკეინიც და ბაიდენიც. ამერიკულად წოდებული წვრთნა წყალში ჩაიყარა, აღჭურვილობის ნაწილი კი, აწ უკვე "ტრადიციად" ქცეული და იძულების წესით "ხასიათში გადასული" რუსი ოკუპანტების ხელში გადავიდა. რეზერვი? რომელი რეზერვი, თუ კაცი ხარ?! . . .
ფარადა!!!

ANTRACT
მოკლედ. მძიმე და არეული. დავკარგეთ "კომპასი" და აგვერია ორიენტირები – სად ევროკავშირი და, სად სინგაპური? ეკონომიკური კრიზისი. თუმცა, ლენინის გარდაცვალებისა არ იყოს, ქართველებმა არც ეს დავიჯერეთ, სანამ ბიუჯეტი თავზე არ ჩამოგვეშალა. მენტალური კრიზისი. გადავფხიკეთ და გადავშალეთ, ფასადები მივღებ-მოღებეთ და რა სეკვესტრი, რის სეკვესტრი?! ეს ქამრების შემოჭერაა. . . .

II მოქმედება
ბევრი სინათლე. ლუსტრირებული სცენა. მაკკეინი ისევ ჩამოვიდა. მართალია, ვერავინ გაიგო კონკრეტულად რისთვის (ჩვენს დროში წვიმა და სეტყვაც კი არ მოდის "მიზეზის" გარეშე), მაგრამ აი ვისთვის, ეს ცხადია. თუმცა, ეხლა ყველაფერი პირიქითაა. მაკკეინი შეხვდა პრეზიდენტს და ამ შეხვედრის შესახებ რეალურად არაფერი თქმულა. მაკკეინი შეხვდა ოპოზიციას და მას "ჯანსაღი" უწოდა. "გრეჩიხამ" უკვე მერამდენედ, აქაც "დააგვიანა". მაკკეინი ეროვნული გმირია. ეროვნული გმირის წოდებამინიჭებული და ორდენმირთმეული. სწორედ შენიშნა გიგი თევზაძემ თავის წერილში "ქართული HAJI" - "გმირები არ არსებობენ. ჩვენ ვქმნით გმირებს". ხოდა, თევზაძისეულ ეპითეტს თუ მოვიშველიებთ, ამ ჩვენს მიერ `შექმნილ~ ეროვნულ გმირს მოოქროვილი ამერიკული რევოლვერითაც ვასაჩუქრებთ. შეიძლება ითქვას, "გავწვრთენით" და აღვჭურვეთ. ასეა, გადახდა უნდა ვალსაო. გმირი ათავისუფლებს გენერალ კობა კობალაძეს. მუსიკა მხატვრული ფილმიდან "მანანა". დროშები. ბავშვები. უკანა დეკორაციები იშლება და "ცაში" აღიტყორცნება.
იმედები? - ურიცხვი. შანსები? - ულევი. "გაწვრთნილი" და "აღჭურვილი" ამერიკელები მიეშურებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში (ძირითადად, ნავთობის მარაგებით მდიდარ ქვეყნებში) დემოკრატიისა და ჰუმანიზმის ცეცხლითა და მახვილით დასამკვიდრებლად. ახალი "ჯვაროსნულ-ინკვიზიური" ლაშქარი. შემოაქვთ ერნან კორტესის პორტრეტი აცტეკთა სისხლში ამოსვრილი კონკისკადორების ფონზე.
ფარდა!!!
შემდეგ? ნისლი. კვამლი "სცენაზე". თანდათან ძლიერდება ვაგნერის "ვალკირია". შემდეგ ყველაფერი რთულდება. უფრო სწორად, კვლავ ბუნდოვანი და გაურკვევლობით მოსილი ხდება. ფინალი ყოველთვის სირთულეებთან, უცნობ მოლოდინებთან და მოულოდნელ სიურპრიზებთან არის დაკავშირებული.
დარბაზში ბატიბუტის ცარიელი კოლოფები, თბილი რადიატორი . . . დავიღალე.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48