საზოგადოება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ინოვაციური პოტენციალით საქართველო რეგიონის ყველა ქვეყანას ჩამორჩება

ინოვაციური პოტენციალით საქართველო რეგიონის ყველა ქვეყანას ჩამორჩებაინოვაციური პოტენციალის შეფასებით საქართველო 142 ქვეყანას შორის 118–ე პოზიციაზეა და გასულ წელთან შედარებით მდგომარეობა 7 საფეხურით აქვს გაუმჯობესებული – მონაცემები 2011-12 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის“ (Global Competitiveness Index) ანგარიშშია შეფასებული.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : „კავკასუსი“ მომხმარებელს ყველაზე მაღალი სიჩქარის ინტერნეტს პირდება

„კავკასუსი“ მომხმარებელს ყველაზე მაღალი სიჩქარის ინტერნეტს პირდება„სილქნეტი“: ოპტიკური ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, მომხმარებელს მაღალი სიჩქარე მივაწოდოთ

„კავკასუს ონლაინმა“ ამბიციური განაცხადი გააკეთა: კომპანიის მტკიცებით, ის მომხმარებელს ახალ სტანდარტებს შესთავაზებს და ქართულ ბაზარზე ინტერნეტს ყველაზე მაღალი სიჩქარით მიაწვდის.

„კავკასუს ონლაინი მნიშვნელოვნად ზრდის ინტერნეტის სიჩქარეს საქართველოში, რაც თვისობრად შეცვლის ინტერნეტის მოხმარების არსებულ კულტურას,“ - აცხადებენ კომპანიაში.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ვანო ჩხარტიშვილის დაბრუნება

ვანო ჩხარტიშვილის დაბრუნებავანო ჩხარტიშვილმა საერთაშორისო მაუწყებელი – “მზერა“ დააფუძნა და ტელეკომპანია „მზის“ დასაბრუნებლად სამართლებრივი პროცესი დაიწყო

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : პრეზიდენტის დეკლარაცია

პრეზიდენტის დეკლარაციაგასულ წელს პრეზიდენტის დანაზოგი, დაახლოებით, 45 ათასი ლარით შემცირდა. თუმცა, მაინც მოახერხა, რომ ყვარელში მიწა ეყიდა და იქ სახლი აეშენებინა, დაახლოებით, 80 ათას ლარად. ამის შესახებ პრეზიდენტის 2012 წლის დეკლარაციაშია საუბარი, სადაც, როგორც წესი, საჯარო თანამდებობის პირების წინა წლის ფინანსური ანგარიშგება ფასდება.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ეკონომ X

ეკონომ X ქეთა გაბიანი: "ღმერთმა დაიფაროს საქართველოში იყოს ის მდგომარეობა, რაც საბერძნეთშია"

რადიო "პალიტრის" (FM 103,9) თოქშოუ "პროვოკატორის" ეთერში "კოალიცია ევროპული საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ქეთა გაბიანმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

გაბიანმა საქართველოში არსებული ვითარება ევროპის სხვა ქვეყნებს შეადარა. მისი განცხადებით, საქართველოში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე საბერძნეთში.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ბაქომ "ევრო -2020"-ის ქართულ-აზერბაიჯანული პროექტი ჩააგდო

ბაქომ "ევრო -2020"-ის ქართულ-აზერბაიჯანული პროექტი ჩააგდოთბილისი განაცხადს დამოუკიდებლად შეიტანს

გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში 12 სტადიონის აშენება მოუწევს


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ ~ევრო 2020”-ის მასპინძლობაზე განაცხადი დამოუკიდებლად შეიტანა. ეს განცხადება ზვიად სიჭინავამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბაქო საქართველოსთან ერთად ერთობლივი განაცხადის შეტანაზე უარს ამბობს.
იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის არ იბრძოლებს, ინფორმაცია აზერბაიჯანულმა საიტმა "აზერისპორტმა" გაავრცელა.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : მიხეილ სააკაშვილი - ბიზნესკლასით მხოლოდ ჩვენი ოპოზიციონერები მგზავრობენ

მიხეილ სააკაშვილი - ბიზნესკლასით მხოლოდ ჩვენი ოპოზიციონერები მგზავრობენპრეზიდენტს 200 მილიონიანი პერსოლანული თვითმფრინავი ჰყავს და ეკონომ-კლასით დაფრინავს

თვითმფრინავებში, პირველ კლასში მხოლოდ ოპოზიციონერები სხედან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, საქართველოს ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოება ~მერკური 2012”-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ~ყველანი ერთად არიან ხოლმე შეკრებილები. თუ გინდა იხილო ჩვენი ოპოზიციის ღირსეული წარმომადგენლები, თან მას შემდეგ, რაც პირდაპირ ~გაზპრომის” ფულზე დაჯდნენ, პირველი კლასი მხოლოდ მათით არის სავსე. ისეთი უპირატესობის და სიამოვნების განცდაა, როდესაც გაივლი და მეორე კლასში დაჯდები ჩვეულებრივ, ნორმალურ მოქალაქეებთან და მათ გაუვლი გვერდზე. ვშიშობ, რომ ბიზნესმენებს ეს პრივილეგია არ გაქვთ და გიხდებათ ოპოზიციასთან ჯდომა, მაგრამ არაუშავს, ისინი ვერ გაგაფუჭებენ, რადგან თქვენ ყველაფრის ფასი იცით”, - განაცხადა სააკაშვილმა.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ცხვარი და ღვინო ნაციონალური მოძრაობისგან რუსთაველებს - ხმების სანაცვლოდ

ცხვარი და ღვინო ნაციონალური მოძრაობისგან რუსთაველებს - ხმების სანაცვლოდერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქტიურადაა ჩაბულმული წინასაარჩევნო მარათონში და ყველანაირად ცდილობს კანონიერი თუ არაკანონიერი გზით სასურველ შედეგს მიაღწიოს. ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ქალაქ რუსთავში. რუსთავის საკრებულოს წევრმა ~ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, თამაზ გველუკაშვილმა სააღდგომოდ ქალაქის რამდენიმე უბანში საჩუქრად ცხვარი და ღვინო გააგზავნა.
ინფორმაციას ამის შესახებ ~საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს და მიიჩნევს, რომ შეიძლება, ეს ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვალოს. მათი განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას საჩუქრები დაურიგეს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ”მერკური 2012"- ხელისუფლების ფავორიტი ნუვორიშების აღლუმი

 ”მერკური 2012"- ხელისუფლების ფავორიტი ნუვორიშების აღლუმირიგით მეორე ეროვნულ ბიზნეს–დაჯილდოება "მერკური 2012”-ზე "წლის ბიზნესად" შპს "ფერი" დასახელდა. ნომინაციაში გამარჯვებული პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად გამოაცხადა.
ცნობისთვის: "ფერი” დაფუძნებულია 1991 წელს. კომპანიის საქმიანობა ძირითადად ფოკუსირებულია ენერგეტიკული პროექტების ფართო სპექტრის სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : თბილისის მერია იძულებული გახდა "გრინსერვისთან” ხელშეკრულება გაეუქმებინა

თბილისის მერია იძულებული გახდა "გრინსერვისთან” ხელშეკრულება გაეუქმებინაგიგი უგულავა - კომპანიამ სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულება არაკეთილსინდისიერად შეასრულა და საკითხი სამართალდამცავ ორგანოებს დამატებით შესასწავლად გადაეგზავნება

თბილისის მერია კომპანია "გრინსერვისთან” ხელშეკრულება გააუქმა. კომპანია ~გრინსერვისის” მიერ შესყიდულ კიპარისის ნერგებთან დაკავშირებით, დღეს თბილის მერმა გიგი უგულავამ მერიაში თათბირი გამართა, რომელსაც გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ქორქაშვილი და სხვა თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
გიგი უგულავას განცხადებით, კომპანია "გრინსერვისმა” სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულება არაკეთილსინდისიერად შეასრულა და საკითხი სამართალდამცავ ორგანოებს დამატებით შესასწავლად გადაეგზავნება.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : საქართველო პროფკავშირების გარეშე

საქართველო პროფკავშირების გარეშე"თავისუფალი პროფკავშირი” "გაერთიანებული პროფკავშირების” წინააღმდეგ

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 20 წელი გავიდა,
90 წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში მოქმედებს მხოლოდ ერთი, კომუნისტურ-ნაცისტურ-ფაშისტური ტიპის პროფკავშირი"



თოთხმეტმა დამოუკიდებელმა პროფესიულმა ასოციაციამ "თავისუფალი პროფკავშირის" დამფუძნებელი საინიციატივო ჯგუფის სხდომა გამართა და ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლითაც ალტერნატიული პროფკავშირი "თავისუფალი პროფკავშირი - სოლიდარობა 2" დააფუძნა. მოვლენების ასეთი განვითარება ძალიან არ ეჭაშნიკა გაერთიანებულ პროფკავშირებს. ახალი და ძველი პროფესიული ორგანიზაციები თავიდანვე ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად იქცნენ.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : "უდაბნო, ბერთუბანი, ჩიჩხიტური... ბაგრატიც დავკარგეთ!”

"უდაბნო, ბერთუბანი, ჩიჩხიტური... ბაგრატიც დავკარგეთ!”"ახალ ტაძარს”, იმ ბაგრატის ტაძართან, რომელიც X-XI-ე საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III მეფობისას აიგო (975-1014 წლებში), ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე, საერთო არაფერი აქვს. თავადაც ხედავთ, რას წარმოადგენს ძველ ტაძარზე მიშენებული ახალი ნაგებობა. არ ვიცი, როგორ "ჩააწყობენ” "ჩვნები” იუნესკოსთან, რომ ამ ყოველივეს დიდი ხმაური არ მოყვეს, მაგრამ ძეგლებისადმი ასეთი დამოკიდებულება არაქართულია. 2010 წელს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიტანა. ამის მიზეზად 2009 წელს ტაძარზე დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოები გახდა, რომლებიც ექსპერტების აზრით, შენობის მთლიანობას და ავთენტურობას არღვევს”.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : უკრაინელი მილიარდერი ბათუმის ,,დინამოს” ყიდულობს

უკრაინელი მილიარდერი ბათუმის ,,დინამოს” ყიდულობსუკრაინელი მილიარდერი, ლვოვის ,,კარპატის” ყოფილი მფლობელი პეტრ დიმინსკი საქართველოში საფეხბურთო კლუბის ბათუმის ,,დინამოს” შეძენას აპირებს. უკრაინული მედიის შეფასებით, მისი ქონება 3 მილიარდი დოლარია.
საფეხბურთო გუნდის გარდა მას აჭარაში საკურორტო და სხვადასხვა ტიპის ბიზნესები აინტერესებს.ამ დროსათვის ბათუმის ,,დინამოს” ბიუჯეტი 700 ათასი ლარია, ახალი მფლობელის შემდეგ მისი გაზრდა 2-3 მლნ. დოლარამდე იქნება შესაძლებელი.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : საჯარო პირის შესახებ ინფორმაცია საიდუმლო ხდება

საჯარო პირის შესახებ ინფორმაცია საიდუმლო ხდებასაჯარო პირის შესახებ ინფორმაცია დაიხურება და სამოქალაქო სექტორისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება. იურისტთა განმარტებით ასეთი შედეგი ექნება იმ პროექტის ამოქმედებას, რომელიც "ზოგადი ადმინისტრაციული" კოდექსიდან იმ ნორმის ამოღებას ითვალისწინებს, რომელიც აქამდე ამ ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფდა.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : საქართველოში უმუშევრობის დონე რეგიონში ყველაზე მაღალია

საქართველოში უმუშევრობის დონე რეგიონში ყველაზე მაღალიასაქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, ევროკავშირი ქვეყანაში უმუშევრობის ზრდას აფიქსირებს

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : დამსაქმებლების უფლებები იზრდება

დამსაქმებლების უფლებები იზრდება ხელისუფლება დამსაქმებლების სასარგებლოდ შრომის კოდექსში მორიგ ცვლილებას გეგმავს. ცვლილებათა პროექტის თანახმად, დამქირავებელს უფლება ეძლევა დასაქმებულის წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება უვადოდ გადადოს.

მოქმედი კანონით, დამსაქმებლების მიერ თანამშრომლებისადმი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა მხოლოდ 90 დღე შეიძლება გაგრძელდეს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : საქართველო 12 ახალი სტადიონის აშენებას აპირებს

საქართველო 12 ახალი სტადიონის აშენებას აპირებსევრო 2020–ის მასპინძლობას იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ სააკაშვილს 8–9 წელიწადს ვაცდით

„ევრო 2020“-ის მასპინძლობისთვის საჭიროა, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მინიმუმ 12 სტადიონი აშენდეს, რომელთაგან 2 აუცილებლად უნდა იყოს 50 ათას მაყურებელზე გათვლილი. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა.

შეგახსენებთ: საქართველომ ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ უეფაში განაცხადი დამოუკიდებლად შეიტანა. ქართული მხარის განცხადებით, აზერბაიჯანულ მხარესთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუმცა საბოლოოდ, იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანი ამ ეტაპზე 2020 წელს ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზეა ფოკუსირებული, ბაქომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებაზე უარი თქვა.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ვინ არის დამნაშავე?

ვინ არის დამნაშავე? სანიაღვრე სისტემების გაუმართაობაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს

თბილისის მერიამ სხვადასხვა ვადებით რამდეჯერმე გამოაცხადა ტენდერი სანიაღვრე სისტემების მომსახურების შესყიდვის თაობაზე – ტენდერის შედეგები უცნობია

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : "სახელმწიფო ქონების მართვისას მნიშვნელოვანი ხარვეზებია დაშვებული"

"სახელმწიფო ქონების მართვისას მნიშვნელოვანი ხარვეზებია დაშვებული" საბაზროსთან მნიშველოვნად განსხვავებული ღირებულება, სახელმწიფო ორგანიზაციების სარგებლობაში არსებული ქონების ბალანსზე აღურიცხაობა, სახელმწიფო ორგანიზაციების ქონების ორმაგად აღრიცხვის ფაქტები და სხვა საკითხები კონტროლის პალატის მიერ 2011 სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშში მოხვდა

სახელმწიფო ქონების მართვისას მნიშვნელოვანი ხარვეზებია დაშვებული, - მიიჩნევს კონტროლის პალატა.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ბიძნა ივანიშვილი რუსული აქტივების გაყიდვას აგრძელებს

ბიძნა ივანიშვილი რუსული აქტივების გაყიდვას აგრძელებსბანკ "როსიისკი კრედიტის" შემდეგ სააფთიაქო ქსელი "დოქტორ სტოლეტოვი" გაიყიდა

ბიძინა ივანიშვილმა ბანკის ,,როსიისკი კრედიტ’’ შემდეგ სააფთიაქო ქსელი ,,დოქტორ სტოლეტოვი’’ გაყიდა. გარიგების თანხამ კი 60–70 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მისი მფლობელი ,,იმპერია ფარმა’’ გახდა. მეორე პრედენდენტმა Hi Capital-მა შესყიდვაზე უარი თვითავად განაცხადა.

აქტივის შესყიდვა ვლადიმერ კინწურაშვილის კომპანია A.V.E-საც სურდა და მზად იყო მასში 60 მლნ. აშშ დოლარი გადაეხადა, თუმცა გარიგება არ შედგა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მაისის ბოლომდე კომპანია ,,უნიკორის’’ მფლობელობაში მყოფ ყველა აქტივს გაყიდის.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : მორიგი წარუმატებლობა საერთაშორისო რეიტინგებში

მორიგი წარუმატებლობა საერთაშორისო რეიტინგებშითბილისი კიდევ ერთ სარეიტინგო სიაში აღმოჩნდა სამარცხვინო ადგილზე

"თბილისი საცხოვრებლად ერთ-ერთი არასასურველი ქალაქი ყოფილა მსოფლიოში და ეს მაშინ, როცა ყოველდღე გვესმის, რომ აქ არის ყველაზე მაგარი გზები და ხიდები, საუკეთესო სკვერები და შადრევნები, რომ თბილისში ცხოვრება საამურია - კვლევა, რომელმაც ამ მოსაზრებას ცივი წყალი გადაასხა, საერთაშორისო ორგანიზაცია ECA International-მა ჩაატარა: ამ კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 400 ქალაქს შორის საქართველოს დედაქალაქმა 199-ე ადგილი დაიკავა. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თბილისი აუტსაიდერთა შორის არის: რამდენიმე თვის წინ საკმაოდ ავტორიტეტულმა კომპანია Mercer-მა გამოაქვეყნა სარეიტინგო სია, რომელშიც ცხოვრების დონის მიხედვით 221 ქალაქს შორის თბილისი 214-ე ადგილზე იყო. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიას სულაც არ აკვირვებს, რომ ჩვენი დედაქალაქი აუტსაიდერთა შორის არის", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით თბილისი კიდევ ერთ სარეიტინგო სიაში აღმოჩნდა სამარცხვინო ადგილზე.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ალტერნატიული პროფკავშირი გაერთიანებული პროფკავშირების წინააღმდეგ

ალტერნატიული პროფკავშირი გაერთიანებული პროფკავშირების წინააღმდეგ“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 20 წელი გავიდა, 90 წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში მოქმედებს მხოლოდ ერთი, “კომუნისტურ-ნაცისტურ-ფაშისტური ტიპის პროფკავშირი”

თოთხმეტმა დამოუკიდებელმა პროფესიულმა ასოციაციამ “თავისუფალი პროფკავშირის” დამფუძნებელი საინიციატივო ჯგუფის სხდომა გამართა და ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლითაც ალტერნატიული პროფკავშირი “თავისუფალი პროფკავშირი - სოლიდარობა 2” დააფუძნა. მოვლენების ასეთი განვითარება ძალიან არ ეჭაშნიკა გაერთიანებულ პროფკავშირებს. ახალი და ძველი პროფესიული ორგანიზაციები თავიდანვე ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად იქცნენ.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ინტერვიუ ნიკო ხაჩირაშვილთან

ინტერვიუ ნიკო ხაჩირაშვილთან“დენისა და დასუფთავების გადასახადების გაერთიანება იყო მტკივნეული, მაგრამ ერთადერთი მართებული გადაწყვეტილება”

ინტერვიუ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკო ხაჩირაშვილთან

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : რა ხარვეზებით მიმდინარეობს სახელმწიფო დაზღვევა

რა ხარვეზებით მიმდინარეობს სახელმწიფო დაზღვევაჯანმრთელობის სოციალური დაზღვევა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა ხელმისწავდომი ჯანდაცვის სისტემის შესაქმნელად და იგი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2011–2015 წლის ჯანდაცვის სტრატეგიული გეგმის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ახალი პოლიტიკის შედეგად, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 90.000–ზე მეტი მოქალაქე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სახელმწიფო დაზღვევას იღებს. 5 წლის წინ ეს რიცხვი მხოლოდ 40.000-ს შეადგენდა. მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს ხშირი განცხადებებისა წარმატებების შესახებ, ჩვენ ზოგიერთი პაციენტისა და ექსპერტისაგან სხვა თვალსაზრისი მოვისმინეთ. მათ მიერ ხაზგასმული პრობლემები ძირითადად შემდეგი სახისაა: 1) სადაზღვევო კომპანიები არ ანაზღაურებენ პაციენტთა გასინჯვისა და მკურნალობის ხარჯებს 2) სადაზღვევო კომპანიები თვითონ განსაზღვრავენ ანაზღაურებადი მედიკამენტების ჩამონათვალს. შედეგად, ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია მხოლოდ ერთ რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიას უნაზღაურებს მედიკამეტების ღირებულებას.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : მიწის ქვეშა (თერმული, არტეზიული) წყლები და ბიოპროდუქცია

მიწის ქვეშა (თერმული, არტეზიული) წყლები და ბიოპროდუქცია ოთარ ობოლაძე, ინჟინერ–ქიმიკოსი

ხელოვნურად ქარხნული წესით თევზის გამრავლება სულ უფრო ფართოდ ინერგება მეთევზეობაში. ბუნებრივ გამრავლებასთან შედარებით ქარხნული წესით გამრავლებას აქვს მრავალი დადებითი მხარეები: 1) გამორიცხულია შთამომავლობასა და მწარმოებლის ერთად შენახვა, რაც თავის მხრივ ლიფსიტებს იცავს ინვაზიონური (ტრავმული) დაავადებისაგან; 2) თუ საამქროში გამოიყენება წყალი, რომელიც არ შეიცავს დაავადების მატარებელ მიკროორგანიზმებს (გეოთერმული და საწარმოო თერმული წყლები არ შეიცავს ასეთ ორგანიზმებს), მაშინ სრულიად ჯანსაღი შთამომავლობა შეიძლება მიღებულ იქნას ინფექციურად დაავადებული მწარმოებლებისგანაც კი;

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ყველაზე ძვირადღირებული კერძო კუნძულების რეიტინგი

ყველაზე ძვირადღირებული კერძო კუნძულების რეიტინგიბრიტანულმა The Telegragh-მა ყველაზე ძვირადღირებული კერძო კუნძულების რეიტინგი შეადგინა. აქ ის კუნძულები მოხვდა, რომელთა დროებით დაქირავება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
რეიტინგის ლიდერი, კარიბის ზღვაში მდებარე 46,5 ჰექტარი ფართობის კუნძული- პტი სენტ-ვინსენტი გახდა. 1 კვირით კუნძლის დაქირავება 426 ათასი დოლარი ღირს. კუნძული გრელანდიისა და სენტ-ვინსენტის სახელმწიფოს საკუთრებაა.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ქართული ოჯახი განათლებასა და კულტურაზე საშუალოდ საერთო ხარჯის 4%-ს იმეტებს

ქართული ოჯახი განათლებასა და კულტურაზე საშუალოდ საერთო ხარჯის 4%-ს იმეტებსსტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წელს (2011 წლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის) ერთი რიგითი ოჯახის სამომხმარებლო ფულადი ხარჯები 405,8 ლარს შედაგენს, საიდანაც ყველაზე ცოტა ფულს - 14,6 ლარს - ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ხარჯავს. ოჯახის ხარჯებიდან საოჯახო მოხმარების საქონელზე 15,3 ლარი მოდის, 15,9 ლარს კი ერთი რიგითი ოჯახი განათლებაზე, კულტურასა და დასვენებაზე ხარჯავს. აქადან გამომდინარე, საერთო ხარჯში დაახლოებით 3% უჭირავს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენას, ხოლო 4%-განათლებას და კულტურას.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : საქართველოში პაციენტების თითქმის 78% მკურნალობის ხარჯებს ნაღდი ფულით იხდის

საქართველოში პაციენტების თითქმის 78% მკურნალობის ხარჯებს ნაღდი ფულით იხდისახალ საავადმყოფოში 2 000-3 000 ლარიანი ოპერაციები 4 000-5 000 ლარი ღირს

ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანმრთელი სამყაროს ექსპერტ ზურაბ ფუტკარაძესთან

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ფოთის მერმა შეუსრულებელი სამუშაო პრეზიდენტს დააბრალა

  ფოთის მერმა შეუსრულებელი სამუშაო პრეზიდენტს დააბრალა ფოთის მერმა ვახტანგ ლემონჯავამ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გასული წლის საქმიანობის ანგარიშის წაერდგენისას, სპორტის სასახლის მშენებლობის დაუსრულებლობა პრეზიდენტის შეუსრულებელ დაპირებას გადააბრალა. მისი თქმით, ფოთში ერთ-ერთ ვიზიტისას, სააკაშვილი ფოთს 6 მლნ ლარის გამოყოფას დაჰპირდა, საიდანაც 1, 8 მლნ სპორტის სასახლის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა, თუმცა, შემდგომში თანხა არ გამოუყვია.
სპორტის სასახლის დაუსრულებელ პროექტის შესახებ კითხვა, მერს ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელმა, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გოჩა დოლბაიამ დაუსვა.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ქუთაისში მიცვალებულის დასაფლავება გაძვირდა

ქუთაისში მიცვალებულის დასაფლავება გაძვირდაქუთაისში, სასაფლაოების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სპეციალური პროექტის გაცემა ფასიანი გახდა. ამისთვის მოქალაქემ 50 ლარი უნდა გადაიხადოს. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, სასაფლაოების მოწყობა რაღაც წესს ექვემდებარებოდეს და პროცესი ქაოსური არ იყოს.
ყველასთვის უნდა არსებობდეს ერთი განსაზღვრული ნორმა. 50 ლარი გადასახდელია იმისთვის, რომ მხოლოდ პროექტი გაიცეს. ხოლო დარჩენილი სამუშაოების შესრულებაზე შეზღუდვები არ წესდება. ვინ განახორციელებს მოსაპირკეთებელ სამუშაოებს და ბეტონს ვინ ჩაასხამს, ამაზე გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ. იმ ფირმებს, რომლებიც ამ ბიზნესში არიან, არავითარი შეზღუდვები უწესდებათ, - ამბობს ქალაქის საკრებულოს უმრავლესობის წევრი მერაბ მეშველიანი.

  სრულად ნახვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48