Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/bfmge/domains/bfm.ge/public_html/language/Georgian/website.lng:1) in /home/bfmge/domains/bfm.ge/public_html/engine/rss.php on line 222 banksandfinance.ge http://bfm.ge/ ru banksandfinance.ge DataLife Engine ინფლაციასთან ბრძოლის შედეგები http://bfm.ge/banks/4014-..html http://bfm.ge/banks/4014-..html ინფლაციის სანაცვლოდ უფრო ნეგატიური პროცესი - დეფლაცია მივიღეთ

დეფლაციური პროცესის ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე
2012 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ -0,03 პროცენტი შეადგინა. მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები შემცირდა 0,6 პროცენტით და მისმა წვლილმა აპრილის ინფლაციაში -0,19 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ბოსტნეულის, ბაღჩეულის, კარტოფილისა და სხვა ბოლქვოვანების ქვეჯგუფზე (8,0 პროცენტი). ფასების 7,3-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე. ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1,9 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მაჩვენებელში 0,24 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების 2,9-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა საწვავ-საპოხი მასალების ქვეჯგუფზე.]]>
merabi Fri, 18 May 2012 15:15:02 +0400
ინტერვიუ უფროს სტატისტიკოსთან, ეკონომიკის ექსპერტთან ნოდარ კაპანაძესთან http://bfm.ge/banks/4013-..html http://bfm.ge/banks/4013-..html "სოფლის მეურნეობაში, სადაც დასაქმებულთა უდიდესი ნაწილია თავმოყრილი, ეკონომიკური ზრდა უმნიშვნელო ან საერთოდ უარყოფითია"]]> merabi Fri, 18 May 2012 15:06:47 +0400 ბაქომ "ევრო -2020"-ის ქართულ-აზერბაიჯანული პროექტი ჩააგდო http://bfm.ge/society/4012-..html http://bfm.ge/society/4012-..html თბილისი განაცხადს დამოუკიდებლად შეიტანს

გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში 12 სტადიონის აშენება მოუწევს


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ ~ევრო 2020”-ის მასპინძლობაზე განაცხადი დამოუკიდებლად შეიტანა. ეს განცხადება ზვიად სიჭინავამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბაქო საქართველოსთან ერთად ერთობლივი განაცხადის შეტანაზე უარს ამბობს.
იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის არ იბრძოლებს, ინფორმაცია აზერბაიჯანულმა საიტმა "აზერისპორტმა" გაავრცელა.]]>
merabi Fri, 18 May 2012 15:01:44 +0400
მიხეილ სააკაშვილი - ბიზნესკლასით მხოლოდ ჩვენი ოპოზიციონერები მგზავრობენ http://bfm.ge/society/4011-..html http://bfm.ge/society/4011-..html პრეზიდენტს 200 მილიონიანი პერსოლანული თვითმფრინავი ჰყავს და ეკონომ-კლასით დაფრინავს

თვითმფრინავებში, პირველ კლასში მხოლოდ ოპოზიციონერები სხედან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, საქართველოს ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოება ~მერკური 2012”-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ~ყველანი ერთად არიან ხოლმე შეკრებილები. თუ გინდა იხილო ჩვენი ოპოზიციის ღირსეული წარმომადგენლები, თან მას შემდეგ, რაც პირდაპირ ~გაზპრომის” ფულზე დაჯდნენ, პირველი კლასი მხოლოდ მათით არის სავსე. ისეთი უპირატესობის და სიამოვნების განცდაა, როდესაც გაივლი და მეორე კლასში დაჯდები ჩვეულებრივ, ნორმალურ მოქალაქეებთან და მათ გაუვლი გვერდზე. ვშიშობ, რომ ბიზნესმენებს ეს პრივილეგია არ გაქვთ და გიხდებათ ოპოზიციასთან ჯდომა, მაგრამ არაუშავს, ისინი ვერ გაგაფუჭებენ, რადგან თქვენ ყველაფრის ფასი იცით”, - განაცხადა სააკაშვილმა.]]>
merabi Fri, 18 May 2012 14:59:23 +0400
ცხვარი და ღვინო ნაციონალური მოძრაობისგან რუსთაველებს - ხმების სანაცვლოდ http://bfm.ge/society/4010-..html http://bfm.ge/society/4010-..html ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქტიურადაა ჩაბულმული წინასაარჩევნო მარათონში და ყველანაირად ცდილობს კანონიერი თუ არაკანონიერი გზით სასურველ შედეგს მიაღწიოს. ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ქალაქ რუსთავში. რუსთავის საკრებულოს წევრმა ~ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, თამაზ გველუკაშვილმა სააღდგომოდ ქალაქის რამდენიმე უბანში საჩუქრად ცხვარი და ღვინო გააგზავნა.
ინფორმაციას ამის შესახებ ~საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს და მიიჩნევს, რომ შეიძლება, ეს ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვალოს. მათი განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას საჩუქრები დაურიგეს.]]>
merabi Fri, 18 May 2012 14:45:29 +0400
კორუფციული გარიგება თუ დაუდევრობა?! http://bfm.ge/business/4009-..html http://bfm.ge/business/4009-..html რიყის ტერიტორიის ჯერ გასხვისებისა და შემდეგ უკან გამოსყიდვით თბილისის ბიუჯეტმა 15 მილიონ ლარზე მეტი იზარალა

"საქართეელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 11 მაისს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ისტორიული ნაწილების რეაბილიტაციის პროცესში არსებული პრობლემების ანალიზი წარმოადგინა. საიას კვლევით, თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ ფონდებთან დაკავშირებით შეუძლებელია 2005–2011 წლების ბიუჯეტებიდან ფონდებისთვის გადაცემული თანხის ზუსტი ოდენობის დადგენა.]]>
merabi Fri, 18 May 2012 14:44:13 +0400
ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტთან ლია ელიავასთან http://bfm.ge/banks/4008-..html http://bfm.ge/banks/4008-..html "კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების ფუნქციონირება საფინანსო სექტორს უფრო არამდგრადს გახდის"

"2011 წელს საბანკო სექტორის სამ ასეულზე მეტი მილიონის მოგება მხოლოდ ეროვნული ბანკის "დამსახურებაა"
]]>
merabi Thu, 17 May 2012 17:33:29 +0400
”მერკური 2012"- ხელისუფლების ფავორიტი ნუვორიშების აღლუმი http://bfm.ge/society/4007-..html http://bfm.ge/society/4007-..html რიგით მეორე ეროვნულ ბიზნეს–დაჯილდოება "მერკური 2012”-ზე "წლის ბიზნესად" შპს "ფერი" დასახელდა. ნომინაციაში გამარჯვებული პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად გამოაცხადა.
ცნობისთვის: "ფერი” დაფუძნებულია 1991 წელს. კომპანიის საქმიანობა ძირითადად ფოკუსირებულია ენერგეტიკული პროექტების ფართო სპექტრის სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე.]]>
merabi Thu, 17 May 2012 17:28:45 +0400
თბილისის მერია იძულებული გახდა "გრინსერვისთან” ხელშეკრულება გაეუქმებინა http://bfm.ge/society/4006-..html http://bfm.ge/society/4006-..html გიგი უგულავა - კომპანიამ სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულება არაკეთილსინდისიერად შეასრულა და საკითხი სამართალდამცავ ორგანოებს დამატებით შესასწავლად გადაეგზავნება

თბილისის მერია კომპანია "გრინსერვისთან” ხელშეკრულება გააუქმა. კომპანია ~გრინსერვისის” მიერ შესყიდულ კიპარისის ნერგებთან დაკავშირებით, დღეს თბილის მერმა გიგი უგულავამ მერიაში თათბირი გამართა, რომელსაც გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ქორქაშვილი და სხვა თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
გიგი უგულავას განცხადებით, კომპანია "გრინსერვისმა” სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულება არაკეთილსინდისიერად შეასრულა და საკითხი სამართალდამცავ ორგანოებს დამატებით შესასწავლად გადაეგზავნება.]]>
merabi Thu, 17 May 2012 17:24:24 +0400
საქართველო პროფკავშირების გარეშე http://bfm.ge/society/4005-..html http://bfm.ge/society/4005-..html "თავისუფალი პროფკავშირი” "გაერთიანებული პროფკავშირების” წინააღმდეგ

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 20 წელი გავიდა,
90 წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში მოქმედებს მხოლოდ ერთი, კომუნისტურ-ნაცისტურ-ფაშისტური ტიპის პროფკავშირი"



თოთხმეტმა დამოუკიდებელმა პროფესიულმა ასოციაციამ "თავისუფალი პროფკავშირის" დამფუძნებელი საინიციატივო ჯგუფის სხდომა გამართა და ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლითაც ალტერნატიული პროფკავშირი "თავისუფალი პროფკავშირი - სოლიდარობა 2" დააფუძნა. მოვლენების ასეთი განვითარება ძალიან არ ეჭაშნიკა გაერთიანებულ პროფკავშირებს. ახალი და ძველი პროფესიული ორგანიზაციები თავიდანვე ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად იქცნენ.]]>
merabi Thu, 17 May 2012 17:19:45 +0400