DataLife Engine > უცხოური პრესა > მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა
მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა23 ივლისი 2009. : merabi |
|
ევროკავშირის ხელმძღვანელობა საბანკო სექტორის რეფორმირებისთვის ემზადება
ევროკომისიამ საბანკო სექტორის რეგულირების რეფორმა წარადგინა, რომლის მთავარი მიზანი საბანკო სექტორში სარისკო შეთანხმებების დადებაში ხელის შეშლაა. ამისთვის ევროკომისია ეროვნული მარეგულირებლებისგან დაცვის პროცესზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. ამას გარდა, სავაჭრო პორტფელების კაპიტალიზაციის გამკაცრებას ითვალისწინებს და ბანკებს მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ევალებათ. საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის რეფორმირებას ევროკავშირის ხელმძღვანელობა ზაფხულის დადგომისთანავე გეგმავდა. პროექტი ივნისში გამართულ ევროკავშირის სამიტზე იქნა წარდგენილი. საუბარია ფინანსური კონტროლის სფეროში კონცეპტუალურ ცვლილებებზე. "იმისათვის, რომ ტალღამ ერთ ადგილას ორჯერ არ დაგვარტყას, ჩვენს მიერ შეთავაზებული ნაბიჯები, პირველ რიგში, ორ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს ითვალისწინებს, რომლებიც ახლა არსებული კრიზისის დასაბამში დევს – დაცვა და თანამშრომელთა ბონუსები." დაცვაში ფასიანი ქაღალდები იგულისხმება, რომლებიც რაიმე სახის ვალდებულებებით იქნება უზრუნველყოფილი. ახლა რეგულატორებს ამ რთულ სქემებში ჩადებული განსაკუთრებით სერიოზულ მოთხოვნებში გარკვევა მოუწევთ. თუკი ბანკი ყველა არსებული რისკის გააზრებასა და ახსნას ვერ მოახერხებს, რეგულატორს უფლება ეძლევა მას კაპიტალიდან "უსაფრთხოების ბალიში" გაუკეთოს. "რაც შეეხება თანამშრომელთა ხელფასებს, დროა წერტილი დაესვას იმ პრაქტიკას, როდესაც ბანკის ხელმძღვანელობა ბონუსების გამო ბანკს სარისკო გარიგებებში ითრევს," - განაცხადა ევროკომისარმა ჩაჩლი მაკრივმა. ამას გარდა, სავაჭრო პორტფელების კაპიტალიზაციის ორჯერ გაზრდა მოხდება. იმისათვის, რომ ბაზარზე მოქმედ პირებს შორის ნდობის მოპოვება მოხდეს (იმისათვის, რომ ბანკებმა ერთმანეთი კვლავ დააკრედიტონ) ფინანსურმა ინსტიტუტებმა თავიანთი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პერმანენტულად უნდა გამოაქვეყნონ. ევროკომისიის წინადადებას ახლა ევროკავშირის მრჩეველთა საბჭოსა და ევროპარლამენტს წარუდგენენ, რომლებიც თავიანთ კორექციებს შეიტანენ. ექსპერტები აცხადებენ, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ევროკომისია წარადგენს იმ რეფორმის დუბლირებაა, რომელიც გასულ კვირას ბრიტანეთის ხელისუფლებამ წარადგინა. GP Morgan-მა საინვესტიციო ბანკინგის წყალობით მოგება 36%-ით გაზარდა ამერიკულმა ბანკმა გასულ კვირას უოლ-სტირტზე ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესების ტენდენცია განაგრძო. ბანკის მოგება 2.7 მლრდ. დოლარით გაიზარდა. საინვესტიციო ოპერაციების წყალობით GP Morgan-ს სამომხმარებლო სფეროში კომპენსაციის საშუალება მიეცა, რაც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შენარჩუნდება. GP Morgan-ის მოგება აპრილ-ივნისში გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 36%-ით, 2.72 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა. ამ ციფრებმა ანალიტიკოსების მოლოდინს, 1.6 მლრდ. დოლარს, გაცილებით გადააჭარბა. სახელმწიფოსთვის 25 მლრდ. დოლარის ოდენობის ანტიკრიზისული კრედიტის დაბრუნების მიუხედავად, ეს ზრდა მაინც მოხდა. ჟP Mორგან-ის ნავაჭრი 63%-ით, 27.7 მლრდ დოლარამდე, გაიზარდა, რაც საბანკო სექტორისთვის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ბანკის მფლობელობაში არსებული კაპიტალი 9.3%-დან 9.7%-მდე გაიზარდა. JP Morgan-ის დადებით მაჩვენებლებს ანალიტიკოსები გასულ წელს მისი კონკურენტის Bეარ შრეარნს-ისა და Washington Mutual-ის გაკოტრებას უკავშირებენ. JP Morgan-ი უკვე მეორე ბანკია, რომელმაც ანალიტიკოსების ყველა პროგნოზს გადააჭარბა. საინვესტიციო-საბანკო ქმედებების შედეგად მოგება გასამმაგდა და, 1.47 მლრდ. დოლარს მიაღწია, Bloomberg-ის მონაცემებით, საინვესტიციო ბიზნესში ზრდით ჟP Morgan - მა მომხმარებელთან დაკავშირებული თითქმის ყველა პრობლემა გადაჭრა. ბანკისთვის სერიოზულ პრობლემად აშშ-ში ბოლო 26 წლის განმავლობაში უმუშევართა რეკორდული მაჩვენებელი რჩება – 9.5%. ბანკის საკრედიტო ბარათების ბიზნესმა 672 მლნ. დოლარის ზარალი ნახა. ამ უარყოფითი მაჩვენებლის ფონზე, ბანკის აქციები გასულ კვირას 2%-ით, 35.5 დოლარამდე შემცირდა. "აშშ-ს ეკონომიკაში საკრედიტო რესურსების ოდენობა თავის ფსკერს აღწევს. ჟP Mორგან-ს კრედიტების ზრდის გაგრძელება მანამ მოუწევს, სანამ დასაქმების ბაზარი არ დარეგულირდება," - განაცხადა ექსპერტმა დაგ დანიმილერმა. გრძელვადიან პერსპექტივაში, მისივე განცხადებით, ეკონომიკისა და ფინანსურ სფეროს რეგულირების პერიოდში საინვესტიციო ბიზნესის რეზულტატები ნეგატიურ ტენდენციას მიიღებენ, მაგრამ სამაგიეროდ, დასაქმების ბაზარზე შედარებითი რეგულირება დაფიქსირდება. Citi–სა და Bank of America-ს შემოსავლები აქტივების გაყიდვით გაიზარდა ამერიკული საბანკო გიგანტებიდან მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად ორმა ყველაზე ძლიერ დაზარალებულმა ბანკმა - Bank of Americaდა ჩიტიგროუპ - ექსპერტების გაკვირვება მოახერხეს – შეძლეს მოგების სერიოზული ვარდნისა და დიდი დანაკარგების თავიდან აცილება. ორივე შემთხვევაში, ასეთი დადებითი შედეგის მიღება აქტივების ერთბაშად გაყიდვამ გამოიწვია, მაშინ როდესაც საკრედიტო დანაკარგები იზრდებოდა, რაც, თავის მხრივ, ამერიკული ეკონომიკის სისუსტეზე აისახებოდა. Bank of America-ს სუფთა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.5%-ით, 3.4 მლდ. დოლარიდან 3.2 მლრდ დოლარამდე, შემცირდა და აქციის ფასმა 33 ცენტი შეადგინა. აქტივების მხრივ ყველაზე მსხვილი ბანკის ნავაჭრი 61%-ით, 32.8 მლრდ. დოლარამდე, გაიზარდა. კაპიტალის ბაზრის გამოცოცხლებით ბანკმა დიდი მოგება ნახა – ამ მხრივ ბანკის მოგება ოთხჯერ გაიზარდა და 1.4 მლრდ. დოლარი შეადგინა. Bank of America-ს ზრდის მაჩვენებელი გასულ წელს საინვესტიციო ბანკ Mერრილლ Lყნცჰ-ისა და იპოთეკური ბროკერის ჩოუნტრყწიდე-ის შეძენით მოხდა. ამის მიუხედავად, Bank of America-ს პრობლემები საკრედიტო ბიზნესთან დაკავშირებით, ზრდას განაგრძობს. Citigroup-მა, აქტივების მოცულობით აშშ-ში მესამე ბანკმა, მეორე კვარტალში 4.28 მლრდ. დოლარის ოდენობის მოგება ნახა, მაშინ როდესაც გასულ წელს მისმა ზარალმა 2.5 მლრდ. დოლარი შეადგინა. მან ამ რეზულტატის მიღება მისი კონკურენტისთვის - MMOrgan Staneley–თვის Smith Barney–ის საკონტროლო პაკეტის მიყიდვის შედეგად მოახერხა. ამ შეთანხმების შედეგად ბანკმა ვაჭრობის კუთხის 71%-ით გაზრდა მოახერხა. ბანკის ოპერაციულმა ზარალმა აქციაზე 27 ცენტი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მოლოდინზე ცოტათი უკეთესია (ისინი 33 ცენტს მოელოდნენ). Citigroup-მა, თავისი კონკურენტის მსგავსად, საკრედიტო ბიზნესში 8.4 მლრდ. დოლარის ოდენობის ზარალი ნახა. ხოლო შესაძლო დანაკარგების ასანაზღაურებელი სარეზერვო ფონდი პირველ კვარტალში 7.1 მლრდ. დოლარიდან 12.7 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა. ევროპა გაზის ახალი კონფლიქტისთვის ემზადება ახალი გაზის კრიზისის მოლოდინში, ევროკავშირი გაზის მიწოდების სტაბილიზაციისთვის დამატებითი ზომების მიღებას აპირებს. კერძოდ, რეგაზიფიკაციის ახალი ტერმინალების, გაზის მიწისქვეშა სარეზერვო სისტემების და დამატებითი გაზსადენების აშენება იგეგმება, რომლებიც გაზის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაქაჩვის საშუალებას იძლევა. ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი სქემა 2014 წელს უნდა ამოქმედდეს. ექსპერტების აზრით, ევროპის გეგმები იმაზე მეტყველებს, რომ ის "ნაბუკოზე" და "სამხრეთ ნაკადზე" არც ისე დიდ იმედებს ამყარებს, რომლებიც რუსეთზე ევროპის დამოკიდებულებას წერტილს დაუსვამდა. Financial Times Deutschlan-ის ინფორმაციით, ბრიუსელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას უკვე იმ შემთხვევაშიც შეძლებს, თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაზი 10%-ით მაინც შემცირდება. ახლა ასეთი ზომების მიღება გაზის 20% შემცირების შემთხვევაში ხდება. ევროკავშირის ენერგეტიკული საკითხების კომისარი ანდრეს პეიბალგისი ძირითად საკითხებსა და პუნქტებს მიმდინარე კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადებს, ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის ენერგეტიკული სფეროს წარმომადგენელმა ტარადელიას ესპუნმა გააკეთა. ახალი ზომების შემუშავების მიზეზი რუსეთ-უკრაინის გაზის კონფლიქტი გახდა, - წერს Dეუტსცჰე ჭელლე. საგანგებო ზომები რეზერვების შესაქმნელად ხდება. ევროკავშირის თითოეული ქვეყანა გაზმომარაგების უსაფრთხოების თავის გეგმას შეიმუშავებს, რომლებიც შემდგომში საერთო გეგმაში შევა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ენერგომომარაგების უსაფრთხოების მიზნით ახალი ზომების მიღების განხორციელება, მომდევნო წლიდან დაიწყება, იმდენად რამდენადაც უკრაინაში წინასაარჩევნოდ არაა გამორიცხული რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი კვლავ გააქტიურდეს, – განაცხადა ანალიტიკოსმა ვიტალი კრიუკოვმა. უკვე მესამე-მეოთხე კვარტალში მათ შეუძლიათ მიწისქვეშა რეზერვების დაბალ ფასში გააქტიურება დაიწყონ, რაც რაიმე სახის გაუგებრობის შემთხვევაში, `უსაფრთხოების ბალიშის~ ფუნქციას შეითავსებს. მოამზადა ირმა ზარნაძემ |