DataLife Engine > უცხოური პრესა > ჟან კლოდ ტრიშე სარეიტინგო სააგენტოებს უპირისპირდება
ჟან კლოდ ტრიშე სარეიტინგო სააგენტოებს უპირისპირდება15 ივლისი 2010. : merabi |
|
მათ ბირჟის მოთამაშეების გამდიდრებაში ადანაშაულებენ
ევროპის ცენტრალური ბანკის მეთაური ჟან - კლოდ ტრიშე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დასრულდეს სამი უმსხვილესი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Fitch-ის, Standard & Poor`s-სა და Moody`s?-ის ოლიგოპოლია. ?ხლა დროული იქნებოდა სამი სააგენტოს ოლიგოპოლიის შეჩერება. სარეიტინგო სააგენტოებს ახასიათებს საფონდო ბაზრებზე ზრდის ან ვარდნის დაჩქარება, ეს კი ფინანსურ სტაბილიზაციას ეწინააღმდეგება, აცხადებს ტრიშე. ბოლო პერიოდში სამი უმსხვილესი სარეიტინგო სააგენტო საერთაშორისო სავალუტო ფონდის, საფრანგეთის ხელისუფლებისა და ევროკომისიის მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა. კერძოდ, სააგენტოების მიერ ჯერ საბერძნეთის, შემდეგ კი პორტუგალიისა და ესპანეთის სუვერენული რეიტინგების შემცირებამ ნეგატიური გავლენა მოახდინა ევროპის საფონდო ბირჟების ვაჭრობაზე. მანამდე საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი აცხადებდა, რომ სააგენტოების პრაქტიკა, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის რეიტინგი ვაჭრობის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მცირდება, მხოლოდ საბირჟო მოთამაშეების გამდიდრებას უწყობს ხელს. ამიტომ მინისტრი სააგენტოების უფრო მკაცრი კონტროლის მოთხოვნით გამოვიდა. ოლიგოპოლია არასრულყოფილი კონკურენციის სახეობაა, როდესაც ბაზარზე ძალიან მცირე რაოდენობის ფირმა დომინირებს და ისინი, როგორც წესი, მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიებია. |