DataLife Engine > უცხოური პრესა > ბერძნულ ეკონომიკაში "ჩინური ეპოქა" იწყება
ბერძნულ ეკონომიკაში "ჩინური ეპოქა" იწყება27 მაი 2010. : merabi |
|
საკრედიტო კრიზისში მყოფი საბერძნეთი საკუთარი ეკონომიკის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ჩინეთის დახმარებით აპირებს. მილიარდობით ინვესტიციების სანაცვლოდ ათენი მზადაა ჩინური ბიზნესი სტრატეგიულად ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში შეუშვას, როგორიცაა ტარნსპორტი და ტურიზმი. თავის მხრივ პეკინმა უკვე 4 მილიარდი დოლარი ჩადო საბერძნეთის საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და სურს, ბერძნული პორტები ევროპაში ჩინური ბიზნესის კარებად აქციოს. "საბერძნეთს უკიდურესად ესაჭიროება უცხოური კაპიტალი, თუმცა საკრედიტო კრიზისით შეშინებული ინვესტორები ჩვენთან შემოსვლას არ ჩქარობენ. ჩინელები კი დროულად გამოჩნდნენ," – აცხადებს ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი სპიროს ეკონომიდისი. განსაკუთრებულ ინტერესს ჩინელები საბერძნეთის მთავარი პორტის პირეისადმი იჩენენ, რომლის თანამედროვე საპორტო კომპლექსად ქცევა სურთ. პორტის პირველი ტერმინალი რამდენიმე დღეში გაიხსნება. ექსპერტების თქმით, ჩინეთი, რომელიც ევროპასთან საქონელბრუნვის გაზრდითაა დაინტერესებული, ცდილობს ისარგებლოს იმ ფაქტით, რომ ევროპის ლოჯისტიკური სიმძლავრეები ინვესტიციების ნაკლებობას განიცდის. საბერძნეთი კი მათი ყურადღების ქვეშ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით მოექცა. |