ვინ უნდა აგოს პასუხი ავარიულ სახლებში მოსახლეობის უსაფრთხოებაზე » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უცხოური პრესა : ვინ უნდა აგოს პასუხი ავარიულ სახლებში მოსახლეობის უსაფრთხოებაზე
ნანახია: 887

აქ თქვენს გარდა, ჯერ არავინ მოსულა

თბილისში ავარიული სახლები "საკმარისზე" მეტია, თუ მენაშენეთა ასოციაციის პრეზიდენტ ირაკლი როსტომაშვილს დავუჯერებთ, მათი პროცენტული რაოდენობა 85%-ს აჭარბებს. განსაკუთრებით კი ასეთი სახლები ძველ უბნებშია შემორჩენილი.
ამ პრობლემის მოგვარებას მერია მოსახლეობას კარგა ხნის წინ დაპირდა. ბოლო დროს, კი გამოსავალი ბანკების, მერიისა და დეველოპერების ერთობლივი პროექტით, - "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლით" გადაიჭრა. პირველ ეტაპზე, 11 დეველოპერული კომპანიის დახმარებით, ავარიულ სახლებში მცხოვრები 500-მდე ოჯახის ბედი სასიკეთოდ გადაწყდ(ებ)ა, თუმცა, გადაუჭრელია კიდევ ათასობით ოჯახის ბედი, რომელთა შორის ისეთებიც არსებობენ, რომლებიც ყოველ დღე, ყოველ წამს ელოდებიან სახლის თავზე ჩამოქცევას.
ჩვენ სწორედ ასეთი სახლის ისტორიით დავინტერესდით, ის ავარიული სახლებიდან ერთ-ერთი მათგანია და ყურადღებას მისი კატასტროფული მდგომარეობის გამო განსაკუთრებით იპყრობს.
ისანში, კერძოდ კი "ჰოსპიტალის მეორე შესახვევსა" და "რთველაძის" პირველ ნომერში, ორი იტალიური ეზო ერთმანეთზე გადაბმულად ჯერ კიდევ ფეხზე დგას. . .
სამსართულიან შენობაში, რომლის პირველ სართულზე 2007 წლამდე პირველი საჯარო ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა, დღეს უკვე დაცლილია. თუმცა, დაუცლელია ამ შენობის მეორე და მესამე სართული, სადაც სულ (ორივე ეზოში) 27 ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელი ბინების საერთო ფართი კი 1980კვმს შეადგენს.
შენობა "ხანდაზმულია” ხანდაზმულთა შორის. ის საუკუნენახევრის წინ, 1872 წელს არის აშენებული. ზედმეტად მიმაჩნია საუბარი იმაზე, თუ რამდენად დასაშვებია ასეთ სახლში ცხოვრება, თუმცა, ინფორმაციისთვის მაინც შევნიშნავ, რომ 2002 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ სახლმა ძლიერი დაზიანება მიიღო და უზარმაზარი ბზარები გაუჩნდა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. 2002 წლის შემდეგ 7 წელი და ცოტა მეტი გავიდა, მას მერე მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. კედლის ბზარები ფართოვდება და მათი რაოდენობა, კალენდარული დღეების მიხედვით, მატულობს. სახლის სახურავი დაზიანებულია და შეიძლება ითქვას, რომ წვიმის დროს სახლშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ სპეციალისტთა დასკვნით, მას მინიჭებული აქვს "საპატიო ჯილდო" მესამე ხარისხის კატეგორია, სადაც წერია, რომ მისი აღდგენა-გამაგრება შეუძლებელია, სახლს გადახსნილი აქვს ყველა საყრდენი კედელი და იატაკი. გასაკვირია მხოლოდ ის, რომ ამ სახლის მობინადრეებს ყურადღებას არავინ აქცევს.
განსაკუთრებით კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნა მას შემდეგ, რაც ავარიული სახლის მეზობლად ("ჰოსპიტალის შესახვევ" 4-ში) ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა. ამის შემდეგ შენობის საძირკველში წყალი ამოვიდა, ამან ისედაც გაუბედურებული მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა და შიშმაც იმატა.
ყოველი სატვირთო მანქანის ავლა-ჩავლისას სახლში მინიმუმ 3 ბალიანი ბიძგები შეიმჩნევა, განსაკუთრებით კი ღამით. ასეთ პირობებში ცხოვრება, განსაკუთრებით, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, უკვე კატასტროფაა.
შეწუხებულმა მობინადრეებმა კოლექტიური განხცადება, სადაც დაწვრილებით იყო განმარტებული მათი მდგომარეობა, ხან ისან-სამგორის გამგებლის, ბატონ გრიგალაშვილის სახელზე, ხან თბილისის მერიაში, თბილისის მერის ბატონ გიგი უგულავას სახელზე და ხანაც მენაშენეთა ასოციაციის სახელზე არაერთხელ შეიტანეს. თუმცა, გამოხმაურება გამოუხმაურებელი დარჩა და მოსახლეობა კვლავაც ელის, როდის მოხვდება სატელევიზიო კადრებში, შემზარავი ტრაგედიის ამსახველი ფაქტები მათ შესახებ.
ბოლო ხელჩასაჭიდი ამ ადამიანებისთვის მასმედია გახდა, რომ როგორმე მათი მდგომარეობა გაშუქებულიყო და ხმა მაღალ ეშელონებში მსხდომთათვის ამჯერად ტელევიზიიდან მიეწვდინათ. მაგრამ ჰოი საოცრებავ! ჩემმა ბედოვლათმა კოლეგებმა ასეთი კითხვა დასვეს – დაინგრა უკვე? დაიღუპა ვინმე? - პასუხი ჯერჯერობით უარყოფითი აღმოჩნდა, რადგან ჯერ არავინ დაღუპულა, შესაბამისად, თემაც არც ისეთი საინტერესო გამოვიდოდა, როგორც მოსკოვში მცხოვრები ქართველი ჰომოსექსულისტის ისტორია, ამ ტელევიზიების საინფორმაციო ბადეში ავარიული შენობის შესახებ სიუჟეტის ადგილი უბრალოდ არ მოიძებნა. . . !!!
~ბ&ფ” პირადად ეწვია აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლებს, ჩვენ ფაქტის დამადასტურებელი ფოტოებიც გადავიღეთ და მოსახლეობასაც გავესაუბრეთ. მათი საერთო პასუხი ასეთია - "ჩვენ მივმართეთ მერიას, გამგეობას და მოვითხოვეთ ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს მიეტანათ და სასწრაფოდ გამოეყოთ კომისია, რომ ადგილზე მომხდარიყო სპეციალისტთა მიერ ჩვენი სახლის დათვალიერება. დღემდე ჩვენს მიერ ჩაბარებულ განცხადებებზე ვღებულობთ შემდეგ პასუხებს - გადაეცა ზედამხედველობის სამსახურს, გადაეცა კეთილმოწყობის სამსახურს და მენაშენეთა ასოციაციას. თუმცა, ჩვენი მდგომარეობით და მოსალოდნელი კატასტროფით რეალურად არავინ დაინტერესებულა. ფაქტი ერთია, აქ თქვენს გარდა, ჯერ არავინ მოსულა.
არაერთხელ დავრეკეთ ტელეკომპანია "რუსთავი 2-სა” და "იმედში,” გვსურდა ჩვენი გასაჭირი ჟურნალისტებს გაეშუქებინათ და ადგილზე გადაეღოთ ეს ყველაფერი. ტელევიზიებში გვიპასუხეს, რომ როგორც კი სახლი დაინგრევა და ვინმე დაიღუპება, მაშინვე მოვალთ და გავაშუქებთო.
დღეს თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ მივმართავთ თხოვნით მერიას, და კეთილმოწყობის სამსახურს, რომ სანამ დროა, მოხდეს მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ იძულებულები ვიქნებით მივმართოთ უკიდურესს ზომებს, რადგანაც სხვა გამოსავალი ფიზიკურად აღარ გვრჩება~, - განაცხადეს ჰორპიტალის მეორე შესახვევში მცხოვრებლებმა.
ჩვენ დიდი მონდომების შემდეგ, ერთადერთი ვისთან დაკავშირებაც მოვახერხეთ (იმ მიზეზით, რომ სხვაგან არავინ არაფერი იცოდა და ეს თემა არავის ეხებოდა(!!!)), გახლავთ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელი შოთა გრიგოლია, რომელიც პირადად იცნობდა აღნიშნული პრობლემას და სწორედ ის იყო მოსახლეობის განცხადებებზე გაცემული ერთადერთი პასუხის ავტორი. ისან-სამგორის კეთილმოწყობის სამსახურიდან იტყობინებოდნენ, რომ განცხადება აყვანილია კონტროლზე და საკითხი განხილული იქნება ანალოგიური პრობლემების გადასაწყვეტად საჭირო პროგრამის და ღონისძიების შემუშავების დროს.
კითხვაზე თუ როდის იქნება აყვანილი კონტროლზე ეს საკითხი, ან რა აყვანაზეა საუბარი, როცა მოსახლეობას ჭერი თავზე ენგრევა, პასუხი იმ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, - "ჩვენ ვეცდებით დღესვე მივიდეთ აღნიშნულ მისამართზე და საჭიროების შემთხვევაში, დავეხმაროთ იქ მცხოვრებ ადამიანებს”.
ვნახოთ, როდის დადგება დღეს !

თათია ჩაფიჩაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48