დიქტატორების ლობირება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უცხოური პრესა : დიქტატორების ლობირება
ნანახია: 1117

საქართველო უცხოური პრესის პრიზმაში


ძნელია ამა თუ იმ ქვეყანაზე მასმედიის მიხედვით მსჯელობა. საკმაოდ მრუდე სარკეა როგორც ქართული, ისე უცხოური მედია. იქაც მოძრაობენ ლობისტები, იქაც შეიძლება ჟურნალისტის მოსყიდვა. ამავე დროს, იქ არის გამოცემები, რომლებიც პრესტიჟს უფრთხილდებიან, ცნობილია მათი მეპატრონეები, აქციონერები, რედაქტორები, მათი კავშირები სახელისუფლო წრეებთან. თითოეულ გამოცემას და ცნობილ ჟურნალისტს აქვს თავისი რეპუტაცია და რენომე, რომელსაც ძალიან უფრთხილდება.
ამიტომ არის საინტერესო, მიუხედავად გარკვეული ქვეტექსტების არსებობისა, თუ რას წერენ დღეს დასავლეთში საქართველოზე.
გთავაზობთ საინტერესო პუბლიკაციას, სადაც მოსაზრებებსა და ფაქტებზე, ბუნებრივია, ეს გამოცემა და ავტორი არიან პასუხისმგებელნი და არა "ბანკები და ფინანსები".
"ბ&ფ"


დიქტატორების ლობირება


მარკ ეიმსი
"ზე ნეიშენი" აშშ

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში", რომელიც 7 მაისს გამოვიდა, დაიბეჭდა სარედაქციო კომენტარი, რომლისთვისაც დრო კარგად არ იყო შერჩეული. ეს უწყინარი მასალა, რომლის სათაურიც ასეთია - "აშშ უნდა იყოს მეგობარი როგორც რუსეთისთვის, ისე საქართველოსთვის" დაწერეს სენატორმა დემოკრატიული პარტიისგან ჯონ კერიმ და კონგრესმენმა რესპუბლიკური პარტიისგან დევიდ დრაერმა. სტატიაში ავტორები ამტკიცებენ, რომ რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის საუკეთესო მეთოდი და საშუალებაა საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერა, საამისოდ კი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღება.
არსებობს ორი პრობლემა: 1. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ითვლება ერთ-ერთ ძირითად მიზეზად, რის გამოც ამერიკა და საქართველო იძულებულები არიან გამოძვრნენ დღევანდელი უსიამოვნებებიდან; და 2. საქართველოში არ არსებობს ფუნქციონირებადი დემოკრატია, რასაც ამტკიცებს ათეულობით ათასი ქართველი, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ ხელისუფლების წინააღმდეგ. კერი-დრაიერის კომენტარის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე ქართულმა პოლიციამ იერიში მიიტანა პროტესტანტებზე თბილისში, გამოიყენა რა ხელკეტები და რეზინის ტყვიები, პოლიციის სამმართველოსთან მისული პროტესტანტების წინააღმდეგ, რის გამოც ბევრი მათგანი საავადმყოფოებში აღმოჩნდა, მათ შორის ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი და ჟურნალისტი. პოპ-შემსრულებელი გიორგი გაჩეჩილაძე პოლიციამ მიწაზე დააგდო და დუბინკებით სცემა, რამაც გამოიწვია ნეკნის მოტეხილობა. ხელჩართული შეტაკების დროს პოლიციელები საქართველოს ავტორიტარული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეტსახელს სკანდირებდნენ.
დემონსტრაციები დემოკრატიის მხარდასაჭერად ინგლისურად მოლაპარაკე საქართველოს მმართველის წინააღმდეგ 2007 წლის ნოემბერშიც მოეწყო. მაშინ 100 000 კაცი გამოვიდა დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე, რათა მოეთხოვა ნამდვილი დემოკრატიული ცვლილებები. სააკაშვილმა ძალით უპასუხა, გაგზავნა რა თავისი სპეცნაზი დემონსტრანტების წინააღმდეგ, დახურა ინფორმაციის ოპოზიციური საშუალებები და შემოიღო სამხედრო მდგომარეობა, რასაც მის მიმართ მთელ მსოფლიოში კრიტიკა მოჰყვა. გასულ წელს მან კინაღამ დაიწყო მე-3 მსოფლიო ომი, წინდაუხედავად შეიჭრა რა სამხრეთ ოსეთში და მოახდინა რუსეთთან ომის პროვოცირება, რასაც მოჰყვა სამხედრო დანაშაულებში მისი ბრალდება "ემნისტი ინტერნეიშენელისა" და "ჰიუმან რაითს უოჩის" მიერ.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გააძლიერეს ქართული თანდათან დასუსტებადი დემოკრატიის კრიტიკა, იმ დროს, როცა სააკაშვილის ყოფილი გამოჩენილი მოკავშირეების უმეტესობამ იგი მიატოვა და ოპოზიციის ბანაკში გადაბარგდა, ბრალი დასდო რა მას იმაში, რომ გადაიქცა ვლადიმერ პუტინის მინი ვერსიად. საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკოსებს ან ციხეებში სვამენ, ან აიძულებენ ემიგრაციაში წავიდნენ, ქართული პოლიტიკის გავლენიანი პირები ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და უმსხვილესი ოლიგარქის ჩათვლით, გარდაიცვალნენ საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში. სხვებმა, როგორც მაგალითად პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც სააკაშვილთან ერთად მონაწილეობდა 2003 წლის ვარდების რევოლუციაში, მაგრამ გასულ წელს შეუერთდა ოპოზიციის, ბრალი დასდეს საქართველოს ლიდერს დიქტატურის შექმნაში პოლიციური სახელმწიფოს კლასიკური ტაქტიკის გამოყენებით. ბოლო პროცესების წინ ბურჯანაძის პარტიის წევრები დააკავეს გაყალბებული ბრალდების საფუძველზე და დაადანაშაულეს იარაღის შეძენის მცდელობაში ძალადობრივი გზით გადატრიალების მოსაწყობად.
ამის ჯიქური შეტევების საპასუხოდ ბურჯანაძემ და სააკაშვილის სხვა ყოფილმა მოკავშირეებმა, მისი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და აგრეთვე, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის ჩათვლით, რომელიც პოპულარული ფიგურაა დასავლეთის დიპლომატიურ და ჟურნალისტთა წრეებში, უმალ დაუჭირეს მას მხარი. ახლა ბურჯანაძეც და ალასანიაც ოპოზიციაში არიან და მოუწოდებენ სააკაშვილს დატოვოს თავისი პოსტი და აღადგინოს დემოკრატიული პრინციპები.
ახლახანს სააკაშვილი ისევ შეუდგა დაჭერებს, ამჯერად შეიარაღებულ ძალებში, ბრალი დასდო რა ოფიცრებს გადატრიალების დაგეგმვაში. ის რეგულარულად ჩამოწერს ხოლმე ნებისმიერ ოპოზიციას და ამტკიცებს, რომ ეს რუსეთის მორიგი შეთქმულებაა მისი გადაყენების მიზნით, რაც იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ სააკაშვილი სულ უფრო ღრმად ეფლობა პარანოიაში, რაც აგრესიულად დამახასიათებელია "მესამე სამყაროს" პატარ-პატარა დიქტატორებისთვის.
თუმცა, კერი-დრაერის კომენტარში არაფერი ამდაგვარი არ არის. ამის ნაცვლად ამ მოკლე სტატიაში სიტყვა - დემოკრატია 7 ვარიაციითაა წარმოდგენილი, რაც აძლიერებს იმის განცდას, რომ საქართველო მართლად წარმოადგენს დემოკრატიულ ქვეყანას. საინტერესოა ისიც, რომ ქვეყნის ავტორიტარული მმართველის მიხეილ სააკაშვილის სახელი სტატიაში ერთხელაც კი არ არის მოხსენიებული. ორგანიზაცია Fრეედომ Hოუყსე-მა ახლახან გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც პრესის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგში საქართველო 1289-ე ადგილზეა, უფრო ქვემოთ, ვიდრე გადატრიალებებისგან განაწამები მავრიტანია და ინაწილებს ადგილს ავტორიტარულ ეგვიპტესთან. ირონიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ იმავე დღეს, როცა გაზეთში კერ-დრაერის მასალა გამოჩნდა, რომელიც ქართულ დემოკრატიას განადიდებდა და მოუწოდებდა საზოგადოებას დაედოთ ამ ქვეყანასთან ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, "ვაშინგტონ პოსტმა" ასევე გამოაქვეყნა სარედაქციო კომენტარი, სადაც განქიქებულია ავტორიტატულობით საქართველოს მსგავსი ეგვიპტე და პრეზიდენტი ობამა, მისი პოლიტიკისთვის მოათვინიეროს და დაუმეგობრდეს ეგვიპტის მმართველს ხოსნი მუბარაქს. შემდეგ "ვაშინგტონ პოსტს" მოჰყავს დასკვნა, რომლის მსგავსი შედევრებითაც ამ გაზეთის სარედაქციო სტატიები განთქმულია და აცხადებს, რომ ბუშის ადმინისტრაციის ყველაზე საშინელი დანაშაულობანი - წამება გუანტანამოს ბაზაზე და კატასტროფული ომი ერაყში წარმოადგენს ბუშის არაგულწრფელი და მოკლევადიანი ფრაზების ამოფრქვევის შედეგს. ეგვიპტეში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით. რა ბრძანეთ? დიახ, სწორედ ასე - მიუხედავად ობამას მიერ საჯაროდ გამოთქმული ყველა მიზეზისა, სადაც ის განმარტავს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას გუანტანამოსა და ერაყში ომისადმი. "ვაშინგტონ პოსტი" მათ იგნორირებას უკეთებს და ამის ნაცვლად ობამას მიაწერს სხვის სიტყვებს. ქმნის რა ყალბ მტკიცებულებას, გაზეთის რედკოლეგია პირდაპირ "ისვრის" ობამას მიმართულებით: დღეს "იღებს რა ეგვიპტის "დიქტატორს", ობამა ხდება დამნაშავე მომავალი "ოსამა ბინლადენის, ჰამასის და სადამ ჰუსეინის" წარმოებაში.
აი, ზოგიერთი ციტატა: "ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა მიიჩნევს, რომ ბუშის ადმინისტრაციის მცდელობებმა - ხელი შეეწყო რეფორმებისთვის ეგვიპტეში, მიგვიყვანა მორიგ გაფუჭებულ ურთიერთობამდე. ამიტომ ბატონმა ბეიტსმა, ისე როგორც სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტინმა, აავსეს ბატონი მუბარაქი ქება-დიდებით. იმავდროულად მიანიშნეს რა, რომ ახალი ადმინისტრაცია არ შეაწუხებს მას სისტემატური და ხშირად ძალადობრივი დევნის გამო ლიბერალური პოლიტიკოსების და უფლებადამცველების მიმართ".
და კიდევ: "ბატონმა ბუშმა მრავალი ეგვიპტელის მხარდაჭერა მოიპოვა, რადგან დემოკრატიულ ცვლილებებს უჭერდა მხარს. ახლა არაბები რეგიონში იგებენ, რომ ობამას ადმინისტრაცია უბრუნდება ამერიკის ძველ პოლიტიკას, რომელიც იგნორირებას ეუკეთებს არაბი დიქტატორების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის უსაფრთხოების საკითხებში მათი მხარდაჭერის სანაცვლოდ, ან იმ პოლიტიკას, რომელმაც წარმოშვა ოსამა ბინლადენი, ჰამასი და სადამ ჰუსეინი.
"ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო ფართი ისევ გამოიყენება, რათა გამართლებულ იქნას პრეძიდენტ ბუშის კატასტროფული ომები და სამხედრო დანაშაულობანი, რომლებსაც გაზეთი სულ მხარს უჭერდა და იცავდა.
უშუალო მეზობლობა მასალებისა, რომელთაგან ერთი აკრიტიკებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეგვიპტეში და ბრალს დებს ობამას მომავალი ომების გაჩაღებაში, რადგან იგი არ შეეცადა ეგვიპტის ლიდერის გადაყენებას, მეორეს მხრივ, კერი-დრაიერის სტატია, რომელიც ამართლებს ეგვიპტის "ავტორიტარულ დას" - საქართველოს, ეს უბრალოდ უცნაური არ არის. მსგავსი სიტუაცია ამხელს კორუფციის დონეს ვაშინგტონში: "ვაშინგტონ პოსტი" სარედაქციო წერილების ინტელექტუალური გარყვნილებიდან ჩვენი პოლიტიკური კულტურის მორალურ გახრწნამდე.
ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ როგორც წლის დასაწყისში გაცხადდა, ქართველმა დიქტატორმა დაიქირავა სამი ლობისტური ჯგუფი და კომპანია, რომლებიც საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე მუშაობენ, რათა გამოესწორებინა ქვეყნის იმიჯი შეერთებულ შტატებში. ეგვიპტისგან განსხვავებით აშს-თან ურთიერთობები გასაღებს წარმოადგენს საქართველოში ხელისუფლებისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ მართლად შეგვიძლია სააკაშვილის რეჟიმის ბედის გადაწყვეტა. რამდენადაც როგორც ის, ისე მისი პროდასავლური ოპოზიცია ამერიკაში ეძებს პოლიტიკურ სტრატეგიულ და მორალურ მხარდაჭერას აგრესიული ჩრდილოელი მეზობლის რუსეთის წინააღმდეგ. თუ ჩვენ შევწყვეტთ ჩვენს მხარდაჭერას, ის დაკარგავს ხელისუფლებას რამდენიმე თვის ან შესაძლოა კვირის განმავლობაში.
გაზეთ "ჰილის" ცნობით, რომელიც ყოველკვირეული გაზეთია და აშუქებს აშს-ს კონგრესის საქმიანობას, სააკაშვილმა ხელი მოაწერა 300 000 დოლარიან კონტრაქტს გავლენიან ლობისტურ ფირმასთან "ფაბლიქ სთრათეგიზ", რომელსაც აქვს კარგი კავშირები დემოკრატიულ პარტიასთან. კომპანიაში მუშაობს 2004 წლის კერი-ედვარდსის საარჩევნო კამპანიის, მინიმუმ, 2 თანამშრომელი. ამჯერად, კომპანიის მიზანია ამერიკულ პრესაში საქართველოს იმიჯის გაუმჯობესება საქართველომ ასევე დაიქირავა "გლობეთ პარკ გრუპი", კიდევ ერთი ლობისტური ფირმა სერიოზული კავშირით დემოკრატებთან, მათ შორის რიჩარდ გერჰარდტთან, გავლენიან ამერიკელ კონგრესმენთან დემოკრატიული პარტიისგან ამ კომპანიას შესთავაზეს 500 000 დოლარი. არ შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ლიდერს არ უყვარდა რესპუბლიკელები - გასულ წლამდე საქართველო უხდიდა ლობისტურ ფირმას, რომელშიც მუშაობს ჯონ მაკკეინის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში საარჩევნო კამპანიის დროს რენდი შუნემანი.
არ გასულა 2 თვე იმ მომენტიდან, რაც პრესაში გამოჩნდა ცნობა ახალი ლობისტური კომპანიის შესახებ, რომ ჩვენს წინ დევს კარგად ჩამოქნილი სტატია, დაწერილი ორივე პარტიის - დემოკრატებისა და რესპუბლიკელების წარმომადგენლების მიერ, რომელიც ოსტატურად უვლის გვერდს საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელის ხსენებას, იმეორებს ვარიაციებს სიტყვა დემოკრატიის თემაზე.
ჩვენ ვიცით, რას მიიღებენ აქედან "ფაბლიქ სთრათეგიზ", სააკაშვილი და კერი-დრაერი. მაგრამ რა სარგებელი აქვს აქედან "ვაშინგტონ პოსტს"? და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, რა სარგებელი გვაქვს აქედან ჩვენ?

(იბეჭდება სტატიის სრული ვერსია)


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48