"ევროპის ეკონომიკურ მმართველობას კრიზისმა გზა გაუხსნა" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უცხოური პრესა : "ევროპის ეკონომიკურ მმართველობას კრიზისმა გზა გაუხსნა"
ნანახია: 176

"ევროპის ეკონომიკურ მმართველობას კრიზისმა გზა გაუხსნა" გერჰარდ შრიოდერი - გერმანიის ყოფილი კანცლერი


საბერძნეთის პრემიერის იორგოს პაპანდრეუს პოლიტიკა ევროპელ ლიდერებში სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას იწვევს, ისინი შიშობენ, რომ ევროზონის დაყოფა მოხდება. ამასთან დაკავშირებით გერმანიის ექს-კანცლერი, სოციალ-დემოკრატი გერჰარდ შრიოდერი საბერძნეთის პრემიერის ქმედებებს საკმაოდ ლოგიკურად მიიჩნევს და დარწმუნებულია ბერძნების პოლიტიკის წარმატებაში. Handelsblatt–თან ინტერვიუში ბ-მა შრიოდერმა განაცხადა, რომ ევროპის ეკონომიკური მმართველობის შექმნის იდეის მომხრეა.

- ბ-ნ შრიოდერ, თქვენი ხედვით, საბერძნეთის ევროზონაში მიღება შეცდომა იყო?
- იმ მომენტში რომ გვქონოდა სრული ინფორმაცია მისი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, შესაძლებელია, რომ გადაწყვეტილება სხვანაირი ყოფილიყო. მაგრამ მაშინ, ადგილი ჰქონდა სრულ კონსენსუსს, ხოლო საბერძნეთის მიღების წინადადება წამოაყენა ევროკომისიამ. რა თქმა უნდა, ბოლოს ყველაფერი ვლინდება, მაგრამ სხვა მხრივ, იმ დროს, არსებული ინფორმაციებით მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო. მთავარი შეცდომა გაცილებით გვიან დაუშვეს, მაშინ, როდესაც საბერძნეთს დასჭირდა ვალების რესტრუქტურიზაცია, ფინანსური დახმარება და პირველ რიგში, მაშინ, როდესაც მოხდა ევროპის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგრამის ინიცირება და დაფინანსება. სულაც არაა გასაკვირი, რომ სიტუაცია განვითარდა ისე, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს პაპანდრეუს არ დარჩა შანსები განეხორციელებინა ის, რაც მას ევალებოდა. ევროპის კონსერვატიულმა პარტიებმა თითქმის არაფერი არ გააკეთეს, რათა საბერძნეთში კონსერვატორების უპასუხისმგებლო ქმედებებისთვის შეეშალათ ხელი.
- პაპანდრეუს მიერ რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება შეცდომა არ არის?
- ამ საკითხთან დაკავშირებულ ნებისმიერ მიდგომას სრული გაგებით ვეკიდები. რა თქმა უნდა, პაპანდრეუს აუცილებლად უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია თავისი ყველაზე მნიშვნელოვან ევროპელი პარტნიორებისთვის მაინც. მაგრამ რა გააკეთა მან სინამდვილეში? პარლამენტში მას მხოლოდ მცირეოდენი უპირატესობები გააჩნდა და საკუთარ პარტიაში წინააღმდეგობას აწყდებოდა. ჩემთვის ნაწილობრივ გასაგებია, რა სიტუაციაც იყო. მე არ მესმის, პრინციპში, როგორ შეიძლება რეფერენდუმის იდეის გაკრიტიკება. დემოკრატია იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას აქვს უფლება გამოხატოს თავისი მოსაზრება საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე.
- თუ საბერძნეთი მაინც ვერ შეძლებს შეასრულოს კანში, სამიტზე წამოყენებული პირობები, მას მხოლოდ ევროსთან განშორება მოუწევს, ეს ხომ ერთგვარი ტაბუს დარღვევაა?
- მე მჯერა, რომ საბერძნეთი დაპირებისამებრ რეფორმებს განახორციელებს. თუ ეს არ მოხდება., მაშინ სხვა გზა არ დარჩება და მოუწევს ისევ დრაჰმაზე გადასვლა. და სწორედ ეს იქნება ტაბუს დარღვევა. ჩვენ მსგავს სიტუაციას ბოლო თვეების განმავლობაში ვაკვირდებოდით. ავიღოთ გერმანიის მოქმედი მთავრობა: თუ იქ ვინმე ტაბუდადებულ თემებზე დაიწყებს ლაპარაკს, დარწმუნებული იყავით, რომ ერთი კვირის შემდეგ ის გადადგება. ამასთან, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპისთვის საბერძნეთის სავალუტო კავშირიდან გამოსვლა – ცუდი პერსპექტივაა.
- ალბათ, საქმე გვაქვს ფუნდამენტურ შეცდომებთან, რომლებიც გაერთიანებული ევროპის თანამედროვე კონსტრუირებას ახლავს თან?
- ლაპარაკია ჩვენი დემოკრატიის საფუძვლებზე. ყოველთვის არსებობს რაღაცა დრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას შორის, რომელსაც მოკლევადიან პერიოდში საზოგადოებასა და ინდივიდთა ჯგუფებს შორის ნეგატიური დამოკიდებულება მოსდევს, ხოლო დადებითი ეფექტები ორიდან სამ წლამდე გამოჩნდება. თავის დროზე, ჩვენს მთავრობას რეფორმების გასატარებლად მკაცრი კურსის არჩევაში მოძმე პარტიებიც კი აკრიტიკებდნენ. ახლა კი მათ უწევთ გაცილებით მტკივნეული რეფორმების გატარება.
- თქვენ მთავრობას ერთგვარად მსხვერპლშეწირვისკენ მოუწოდებთ.
- თქვენ მართალი ხართ, გარისკვა აუცილებელია. სწორედ ამაშია ბ-ნ პაპანდრეუს ისტორიული მისია საბერძნეთში. ეს ის რისკია, რომელიც პოლიტიკოსებმა უნდა გასწიონ, რომელთაც საკუთარ გზად დემოკრატიული გზა აირჩიეს.
- ეხება თუ არა ეს გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, რადგან ვინც ხელმძღვანელობს ევროპის ანტისავალო კრიზისიდან დაღწევის გეგმას, მან უნდა განსაზღვროს, რამდენად შორს წავა თავისი გადაწყვეტილებების შედეგად?
- მართალია ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ქალბატონმა კანცლერმა საბოლოოდ აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა ევროპის წინაშე. და ამასთან ერთად, მანდ საკუთარ თავზე აიღო ის რისკები, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად ის წინააღმდეგობას შეხვდება როგორც თავის პარტიაში, ასევე ამომრჩეველთა შორის. თუმცა, ძალაუფლების დაკარგვის სანაცვლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება – გამართლებულია.
- არ გეშინიათ, რომ გერმანიაში შეიძლება წარმოიშვას პარტია, რომელიც დაუპირისპირდება ევროპულ ინტეგრაციას?
- არ მეშინია იმ მომენტის, როდესაც ბუნდესტაგში ყველა საპარლამენტო ფრაქცია მხარს დაუჭერს ფინანსური სტაბილურობის ევროპული ფონდის გაზრდას. ამას გარდა, არსებობს ორი სერიოზული მომენტი, რაც არ დაუშვებს გეერმანიაში ანტიევროპული პარტიების გამოჩენას. პირველ რიგში, ისტორიის გაკვეთილები მეხსიერებიდან ჯერ არ წაშლილა და ეს გერმანიისთვის სწორი, რადიკალური პოზიციების წარმოქმნას უწყობს ხელს. მეორეს მხრივ, გერმანიაში ყველა საპარლამენტო პარტიას საერთო პოზიციები გააჩნიათ იმასთან დაკავშირებით, რომ საერთო ევროპული ვალუტის არსებობა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის.
- ამგვარად, ევროპული ინტეგრაციის გაგრძელებაზე უარის თქმა არ არის მოსალოდნელი?
- ვფიქრობ, რომ მიმდინარე კრიზისმა გახსნა გზა ევროპული ეკონომიკური მმართველობის შესაქმნელად. ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გერმანიის კანცლერმაც კი შეცვალა. დღეს შესაძლებელია ის, რაც ჩემი ამ პოსტზე ყოფნის დროს წარმოუდგენელი იყო., კერძოდ კი, პოლიტიკური ალიანსის ფორმირება, იმისთვის, რაც აუცილებელია საერთო ვალუტის არსებობისთვის. თუმცა, ჩემი აზრით, ამ პროცესებში ევროკომისიის მონაწილეობა უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა. უბრალოდ, მთავრობათაშორისი შეთანხმება არასაკმარისია. გრძელვადიანი პერსპექტივა – ეს არის ის, რაც გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გეიდელბერსკის პროგრამაში ჯერ კიდევ 1925 წელს შეიტანა, კერძოდ კი, ეს იყო ფედერალური ევროპის ჩამოყალიბების გეგმა.
- ევროკომისია ან ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები აკონტროლებენ თუ არა ეროვნულ ბიუჯეტებს?
- არა. თუ ეროვნული პარლამენტები ევროპაზე თავიანთ უფლებებს დაკარგავენ, მაშინ ბიუჯეტის მიღება მხოლოდ ევროპარლამენტს შეეძლება. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ადგილი მათ დემოკრატიულ ლეგიტიმიზაციას. შეიძლება სერიოზულად მიიღოთ, რომ ამგვარ დაუკანონებენ საექსპერტო ორგანოს შეეძლება გადაწყვიტოს საკითხები საერთო ფინანსური და ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ?
- ამიტომაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გამოდის ევროკავშირში ცვლილებების სასარგებლოდ...
- დიახ, ეს სიმართლეა.
- უნდა მოგვევლინონ თუ არა გერმანია და საფრანგეთი, როგორც მისაბაძი და სამაგალითო ქვეყნები?
- მე დავეთანხმებოდი ამას, თუ თავის დროზე ევროზონის ყველა წევრი განახორციელებდა სტრუქტურულ რეფორმებს ერთდროულად. თუმცა, ეს არ მოხდა.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48