
ირანი მზად არის თურქეთში გაზის ექსპორტი გაზარდოს.
ირანული სააგენტოს Mehr-ის ინფორმაცით, ამის გადაწყვეტილება ირანულმა მხარემ მას შემდეგ მიიღო, რაც თურქულმა კომპნიამ BOTAS-ი, მაღალი ფასის გამო რუსულ „გაზპრომთან" თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
„თურქეთი ირანთან გაზის ექსპორტის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით მოლარაპკებებს ადრე აწარმოებდა. ირანი მზადაა თურქული მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში გაზის მიწოდება გაზარდოს", - განაცხადა ირანის გაზის კომპანიის National Iranian Gas Company (NIGC) მმართველმა დირექტორმა ჯავად ოჯიმ.
მისივე თქმით, NIGC-მა გაზის ექსპორტი მიმდინარე წლის მარტიდან უკვე გაზარდა და BOTAS-ს დღე-ღამეში საშუალოდ 24 მლნ კუბ. მეტრი გაზს აწვდის.
თურქეთმა, რომელიც რუსული გაზის სიდიდით მეორე იმპორტიორი ქვეყანაა, გაზის ტრანსპორტირების შესახებ ხელშეკრულება რუსეთთან 1986 წელს გააფორმა. ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება.
რუსულ გაზს თურქეთი ეგრეთ წოდებული „დასავლეთის მარშრუტით", უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით იღებს.