აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიში საქართველოს შესახებ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უცხოური პრესა : აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიში საქართველოს შესახებ
ნანახია: 1080

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიურომ გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2008 წლისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული ვითარების შესახებ. ანგარიშში საქართველოს საკმაოდ ვრცელი ქვეთავი ეძღვნება.
შეფასებაში ობიექტურად არის ასახული ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობა - პრობლემები და მიღწევები. არჩევნები, სამართლიანი სასამართლოს უფლება, სიცოცხლის ხელყოფა, ადამიანთა გაუჩინარება, წამება, სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, მდგომარეობა საპატიმროებში, მოქალაქეთა უკანონო დაკავება და დაპატიმრება, პოლიტიკური პატიმრები, კონფლიქტურ ზონებში არსებული ვითარება, გამოხატვის თავისუფლება, კორუფცია, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, ბავშვის უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები.
ანგარიშში საუბარია 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისას მოქალაქეთა დაშინების და ზეწოლის, ხმების დათვლისას გაყალბების, საჩივრების მიღების და განხილვის პროცესში არსებული დარღვევების ფაქტებზე. ნათქვამია, რომ იგივე პრობლემები იყო 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროსაც; ანგარიში ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მხრიდან ცეცხლის განურჩევლად და დამიზნების გარეშე გახსნის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალებას, მსხვერპლს, მათ შორის ჟურნალისტების მკვლელობას; სიცოცხლის უკანონო და თვითნებური ხელყოფის ფაქტებს; საუბარია საპატიმროებში არსებულ რთულ ვითარებაზე - არაადამიანურ და სიცოცხლისათვის საშიშ პირობებზე, პატიმართა სიკვდილიანობაზე, საკნებში არსებულ გადატვირთულ მდგომარეობაზე, ჯანდაცვის სერვისებზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობაზე, მძიმე სანიტარულ პირობებზე, პატიმართა თვითმკვლელობის ფაქტებზე; უკანონო დაკავების ფაქტებსა და დაკავებისას მომხდარ დარღვევებზე - ეჭვის საფუძველზე მოქალაქეთა დაკავებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე და მოქალაქეთა გარდაცვალების შემთხვევებზე; მოყვანილია, აგრეთვე, ეუთო-ს დასკვნები, სადაც ნათქვამია, რომ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში, რასაც თან ახლდა ოპოზიციური ლიდერების და აქტივისტების დაშინება და მათზე ზეწოლა. პოლიტიკური უფლებების ნაწილში ყურადღება ეთმობა მოქალაქეთა უფლებას შეცვალონ მთავრობა - ნათქვამია, რომ კანონმდებლობა მოქალაქეებს ამის უფლებას აძლევს, თუმცა მიმდინარე წელს მთავრობის მიერ გაკეთებული ჩანაწერი ამ საკითხის გარშემო არეულია. ანგარიში ასევე ეხება კორუფციას და გამჭვირვალობას - ნათქვამია, რომ პრობლემად რჩება ელიტარული კორუფცია. ყურადღება მახვილდება კორუმპირებულ მოხელეთა მიმართ შერჩევით სამართალზეც და სხვა.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2008 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ სიტყვისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვას, განსაკუთრებით კი მაისში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი ანალიტიკოსებისა და ჟურნალისტების განცხადებით, მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებთან კონტაქტის საშუალებით საინფორმაციო პროგრამებისა და სტატიების მომზადებაზე ახდენდნენ გავლენას. მაგალითად, მოყვანილია 2004 წელს `რუსთავი 2~-ში მომხდარი ფაქტი, 2007 წელს "ტელე იმედზე" მომხდარი ძალადობის ფაქტი და ტელეკომპანია "მაესტრო"-სთვის კომისიის მხრიდან პოლიტიკური პროგრამების სამაუწყებლო ლიცენზიაზე უკანონო უარის თქმის საკითხი.
სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება, რომ იყო შეტყობინებები ორი ნაციონალური ტელევიზიის _ "იმედის" და "რუსთავი 2"-ის იძულებით გასხვისების შესახებ. დეპარტამენტის განცხადებით, ოპოზიციამ დაკარგა კონტროლი ტელეკომპანია "იმედზე", რომელიც ერთადერთი დამოუკიდებელი ნაციონალური ტელევიზია იყო.
ანგარიშში წარმოდგენილია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ მას ტელეკომპანია 2004 წელს წაართვა, რის გამოც ის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებდა, თუმცა წლის ბოლომდე არავითარი სასამართლო პროცესი არ დაწყებულა.
21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მედიის თავისუფლების ხარისხი მკვეთრად დაეცა - ნათქვამია ანგარიშში. მოყვანილია სახალხო დამცველის დასკვნა, სადაც იგი აცხადებს, რომ ტელეკომპანიები უარს აცხადებენ დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიებების ეთერში გაშვებაზე.
სახალხო დამცველი ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, რომელიც 2009 წლის 25 თებერვალს გამოქვეყნდა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ობიექტურია და ასახავს დღევანდელ რეალობას. ანგარიშში ასახული პრობლემები არაერთხელ იქნა აღწერილი სახალხო დამცველის საპარლამენტო თუ სპეციალურ მოხსენებებში და წარედგინა საქართველოს პარლამენტს, ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფართო საზოგადოებას.
სახალხო დამცველი თვლის, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ შექმნილია მძიმე ვითარება და მოუწოდებს ხელისუფლებას რეაგირება მოახდინოს იმ პრობლემებზე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის შეტანილი.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს საქართველოს, როგორც აღმასრულებელი ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.
როგორც რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ადეკვატურად ასახავს იმ რეალობას, რომელიც დღეს საქართველოშია. რაც შეეხება იმ ნაწილს სადაც საუბარია, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში ადგილი ჰქონდა დაშინების ფაქტებს, იაკობაშვილის თქმით, ქართული მხარე მზად არის გაითვალისწინოს ყველა კრიტიკული შენიშვნა.
"სწორედ ამიტომ პარლამენტში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, სწორედ ამიტომ მოუწოდა პარლამენტმა ყველა ოპოზიციურ პარტიას ამ ჯგუფში მუშაობა, რომ ერთად იყოს შემუშავებული მექანიზმი, რომელიც შემდეგი არჩევნების დროს საშუალებს მისცემს ქვეყანას, არ დაუშვას და არ გაიმეოროს წინა არჩევნებზე დაშვებული შეცდომები. მთავარი ის კი არ არის, რომ შეცდომები არ დავუშვათ, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ არ დავუშვათ, მთავარია, თუ დავუშვით, უნდა გამოსწორდეს", _ აღნიშნა თემურ იაკობაშვილმა.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48