
კომპანია Comacast-მა, რომელიც მიდიაჰოლდინგ NBC Universal-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელია, 2014-2020 წლებში ოლიმპიადების ჩვენების უფლების მოსაპოვებლად კონკურსში გაიმარჯვა. The New York Times-ის ცნობით, კომპანიას ამ უფლების სანაცვლოდ 4.38 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწია.
კონკურსში NBC-ის გარდა Fox-ი მონაწილეობდა, რომელიც მერდოკის News Corporation-ში შედის, თუმცა იგი მზად იყო მხოლოდ 3.4 მილიარდი დოლარი გადაეხადა.
ტელეკომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეესყიდათ ორი ან ოთხი ოლიმპიადის ტრანსლაციის უფლება. Fox-ი 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის და რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ჩვენების უფლებაში 1.5 მილიარდის გადახდას აპირებდა.
კომპანია Comacast არამარტო ჩვენების ხარჯების ამოღებას ელოდება, არამედ შემოსავლის მიღებასაც გეგმავს ტრანსლაციის ზონის გაფართოებით. აქამდე NBC თამაშებს ტრადიციულად შემდეგ არხებზე უშვებდა: USA, MSNBC, CNBC, Bravo და Oxygen. ახლა Comacast ჩვენებებს თავის სპორტულ არხებზე უზრუნველყოფს, რომელთა რიცხვში შედის: Verus sports channel, Golf Channel და კიდევ 11 რეგიონალური ტელევიზია.