ნანახია: 470
მსოფლიოს მდიდარი ადამიანების ყოველწლიურ რეიტინგში, რომელიც ტრადიციულად ჟურნალ Forbes-ში გამოქვეყნდა, მოსკოვმა პირველი ადგილი დაიკავა მასში მცხოვრები მილიარდერების რიცხვის მიხედვით. გამოცემის თანახმად, რუსეთის დედაქალაქში 79 მილიარდელი ცხოვრობს, მეორე ადგილზეა ნიუ-იორკია - 58 მილიარდელით. მსოფლიოში სულ 1209 მილიარდერი ცხოვრობს, წინა წელთან შედარებით რუსეთსა და ბრაზილიაში მილიარდერების რიცხვი ორი მესამედით გაიზარდა. რუსეთში ამ რიცხვმა 101, ხოლო ბრაზილიაში - 30 შეადგინა. ჩინეთში 115 ადამიანია მილიარდელი, ინდოეთში - 55, ექვსით მეტი 2009 წელთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ორჯერ მეტი მილიარდერი ცხოვრობს, ყოველი ინდოელი მილიარდერი ბევრად მდიდარია ჩინელ კოლეგაზე. საშუალოდ, ყოველი ინდოელი მილიარდერის ქონება დაახლოებით 4.5 აშშ მილიარდ დოლლარს შეადგენს, ხოლო ჩინელის - 2.5 მილიარდ აშშ დოლარს. ჟურნალის გამომცემელთა აზრით, რუსეთში მდიდარი ადამიანების რიცხვის ზრდა დაკავშირებულია ენერგორესურსების ბაზარზე ფასების ზრდასთან. ბრაზილიაში - ეროვნული ვალუტის განმტკიცებასთან, ჩინეთსა და ინდოეთში კი ეკონომიკის საერთო ზრდასთან. უკვე მეორე წელია, რაც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის პოზიციას მექსიკელი კარლოს კარლოს სლიმი იკავებს (74 აშშAმილიარდი), მეორე ადგილს ინარჩუნებს ბილ გეიტსი, Microsoft-ის მეპატრონე, მისი მოგება გასულ წელთან შედარებით მხოლოდ 3 მილიარდით გაიზარდა, 53-დან 56 მილრდ. დოლარამდე. მესამე ადგილს უცვლელად იკავებს უორენ ბაფეტი, რომლის შემოსავალი 3 მილიარდით გაიზარდა და ახლა ზუსტად 50 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. Forbes-ის მონაცემებით მთლიანობაში მდიდართა ოცეული თითქმის არ შეცვლილა, ახალ წევრებს შორის არის რუსი მეტალურგიული მაგნატი ვლადიმირ ლისინი, სამორინეების მფლობელი ამერიკელი შელდონ ადელსონი და ენერგეტიკული კომპანიის მფლობელი ძმები დევიდ და ჩარლზ კოხები. 2010 წელს აშშ-ის მილიარდერთა წრე ათი ახალი წევრით შეივსო და ახლა ეს რიცხვი 413-ს შეადგენს, აქედან სამ მათგანს უზარმაზარი მოგება სოციალური ქსელის Facebook-ის აქციებმა მოუტანა, მათ შორისაა დასტინ მოსკოვიცი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა, ის სულ რაღაც 26 წლისაა და უკვე 2.7 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს.
ირაკლი ჯღარკავა
|