ინფლაციური ზეწოლა დაბალშემოსავლიანი ფენებისთვის გაცილებით მძიმეა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უცხოური პრესა : ინფლაციური ზეწოლა დაბალშემოსავლიანი ფენებისთვის გაცილებით მძიმეა
ნანახია: 733

ინფლაციური ზეწოლა დაბალშემოსავლიანი ფენებისთვის გაცილებით მძიმეა მოგეხსენებათ, ინფლაცია ზოგადად ეკონომიკისთვის ნეგატიური მოვლენაა. გარდა იმისა, რომ ფასების დონის ზრდა უკვე უარყოფითი ფაქტია, ინფლაციის აღმოფხვრა გარკვეულ დათმობებზე წასვლას საჭიროებს. ანუ, როგორც წესი, ერთის მხრივ, ცენტრალური ბანკი და, მეორეს მხრივ, მთავრობა დგება დილემის წინაშე, რადგან ინფლაციის მოსათოკად მათ უწევთ სხვა მიმართულებით არცთუ სახარბიელო ნაბიჯების გადადგმა. ჩვენს შემთხვევაში ეს გახლავთ სავალდებულო რეზერვის მოცულობისა და რეფინანსირების სესხებზე განაკვეთის ზრდა, რაც, ბუნებრივია, ეკონომიკის დაკრედიტებაზე პირდაპირ აისახება, რის შედეგადაც ფერხდება ეკონომიკური ზრდა და სოციალური ფონი უარესდება.

აღსანიშნავია, რომ ინფლაცია სწორედ სოციალურ ფონს ძაბავს და მისი უარყოფით შედეგებისადმი მოსახლეობის დაბალი და საშუალო ფენა ყველაზე მეტადაა მგრძნობიარე. ამის მიზეზი კი მოხმარების სტრუქტურაა, ანუ დაბალი და მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელთა სამომხმარებლო კალათები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან.

მოგეხსენებათ, "საქსტატის" ოფიციალური ინფორმაციით სამომხმარებლო ფასების დონე 2011 წლის იანვარში გასულ წელთან შედარებით 12.3%-ით გაიზარდა. ეს, რა თქმა უნდა, არის ფასების საერთო დონის მაჩვენებელი. კონკრეტული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, ვითარება შემდეგია: სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე გასულ წელთან შედარებით ფასები 25.2%-ით გაიზარდა, ფასების დონის 10%-იანი ზრდა განიცადა თამბაქოს ნაწარმმა და ალკოჰოლიანმა სასმელებმა, სასტუმროების, რესტორნების და კაფეების მომსახურების საფასური 6.8%-ით გაიზარდა, ტრანსპორტის 6.9%-ით, ჯანდაცვის 4.1%-ით და ა.შ.
ფასების დონე სურსათზე, როგორც აღინიშნა, 25.2 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ეროვნულ ინდექსში 10.2% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად განაპირობა ფასების მატებამ ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე _ 50.8 პროცენტით, ხილსა და ყურძენზე – 38.3 პროცენტით, ზეთსა და ცხიმზე – 35.5 პროცენტით, პური და პურპროდუქტების ჯგუფზე _ 20.0 პროცენტით, შაქარსა და საკონდიტრო ნაწარმზე _ 16.6 პროცენტით.

ახლა კი ავხსნათ, თუ რატომ გახდა ამ ციფრების მოყვანა აუცილებელი. ეკონომიკური თეორიის მიხედვით, თუმცა, ალბათ, იმის ახსნას ეკონომიკის ცოდნაც არ სჭირდება, რომ როცა გვეზრდება შემოსავლები, სამომხმარებლო კალათა შესაბამისად ტრანსფორმირდება და მასში ეგრეთ წოდებული ფუფუნების საგნების წილი იზრდება, ხოლო პირველადი დანიშნულების საგნების რიცხვი მცირდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პირველადი მოხმარების საქონელი შემოსავლის მიხედვით ელასტიურია.

სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 70% დაბალშემოსავლიანთა კატეგორიას განეკუთვნება. ზუსტი ციფრის დასახელება ძნელია, რადგან "საქსტატი" სიღარიბის დონის საკმაოდ ჩახლართულ მაჩვენებელს ხმარობს, რომლის მიხედვით სიტუაციის რეალური შეფასება თითქმის შეუძლებელია. მსგავსი მაჩვენებელი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენება. თუმცა რეალობა საკმაოდ ნათელია და ველა კარგად ხედავს, როგორი სოციალური ფონია ქვეყანაში. ბოლოს და ბოლოს, მილიონამდე პენსიონერი საარსებო მინიმუმის ნახევარზე დაბალ პენსიას იღებს და სოციალურად დაუცველთა რიცხვი იზრდება.

გამოდის, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით 70% დაბალშემოსავლიანია. შესაბამისად, მათ სამომხმარებლო კალათაში ჭარბობს ისეთი პროდუქტებისა და მომსახურების წილი, რომელიც პირველი რიგის საჭიროებას წარმოადგენს. ბუნებრივია, პირველ რიგში საქმე ეხება სურსათს, რომელზეც ფასები 25.2%-ით გაიზარდა. უფრო ნათელი სურათი რომ შევქმნათ, დღეისათვის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სურსათზე მთლიანი დანახარჯების 75%-ს ხარჯავს. მარტივი მათემატიკური გათვლების გამოყენებით ადვილი დასათვლელია, თუ როგორია მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე ინფლაციის რეალური ზემოქმედება. მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი: განვიხილოთ პირობითად რაიმე სამომხმარებლო კალათა, რომლის ღირებულებაც დავუშვათ არის საარსებო მინიმუმის ტოლი. "საქსტატის" მონაცემებით საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი 149.6 ლარს შეადგენს. მასში სასურსათო პროდუქციის წილი 70%-ს შეადგენს. შესაბამისად, სურსათზე დანახარჯები 104.72 ლარია, დანარჩენი 44.88 ლარი კი არასასურსათო პროდუქციაზე მოდის. ესე იგი, გვაქვს კალათა შესაბამისი სტრუქტურით, ახლა კი განვიხილოთ, როგორი გავლენა იქონია ინფლაციამ ამ კალათაზე. სასურსათო პროდუქციაზე ფასები 25.2%-ით გაიზარდა, შესაბამისად, საარსებო მინიმუმში სასურსათო ნაწილზე განკუთვნილი თანხა მოხმარების იგივე დონის შესანარჩუნებლად 104.72 ლარიდან 130.9 ლარამდე იზრდება, არასასურსათო საქონელზე ინფლაციამ დაახლოებით 4.5% შეადგინა, ანუ არასასურსათო მოხმარების დონის შესანარჩუნებლად 44.88 ლარის ნაცვლად 46.8 ლარია საჭირო. საბოლოოდ კალათის ღირებულება 177.7 ლარი გამოდის, რაც თავდაპირველ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით მეტი. სასურსათო პროდუქციაზე ფასების მატების წილი კი ამ ციფრში 17.2%-ია. გამოდის, რომ ტიპური მომხმარებელი ინფლაციის უარყოფით შედეგებს უფრო მეტად განიცდის, ვიდრე მისი მაჩვენებელია.

12.3% ფასების საერთო დონის ზრდაა და კალათაში შესული საქონლის საკმაო ნაწილს მომხმარებელთა უმრავლესობა ან საერთოდ არ ყიდულობს, ან იგი არ წარმოადგენს ყოველდღიური შესყიდვის საგანს. მაგალითად ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა მრავალჯერადი მოხმარებისაა და მისი ყიდვა ყოველდღე არაა საჭირო, ამასთან რთულია შეფასდეს მათზე ფასების ზრდა რა ფაქტორით არის გამოწვეული, რადგან, როგორც ვიცით, იზრდება მათი ტექნიკური მახასიათებლები და ფასების ზრდა ამას შეიძლება უკავშირდებოდეს.

ფაქტი ერთია, სამომხმარებლო კალათაში შემავალი ყველაზე მოხმარებადი პროდუქტების აბსოლუტური უმრავლესობა (ძირითადად სასურსათო პროდუქტი) დაახლოებით 25%-ით არის გაძვირებული და მოსახლეობის დაბალი ფენა ამ დარტყმისადმი ყველაზე მეტად მგრძნობიარეა.

ნოადრ ჭიჭინაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48