დემოკრატიის ინაუგურაცია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უცხოური პრესა : დემოკრატიის ინაუგურაცია
ნანახია: 935

მსოფლიო ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა ვინმეს გაპრეზიდენტება ასე გახარებოდა მთელ მსოფლიოს, როგორც ეს ბარაკ ობამას შემთხვევაში მოხდა.
მსოფლიო მედიის, ბიზნესის და ათეულ მილიონობით ადამიანის ყურადღება დღეს, სწორედ, ბარაკ ობამასკენ არის მიპყრობილი. ჟურნალისტები მის ყველა ნაბიჯს შეაფასებენ, მის ყველა განცხადებას ჩასაფრებულნი განიხილავენ. ამბობს, რომ იცის, სად მივიდა და რა პრობლემები უნდა გადაჭრას. სჯერა, რომ ის შეძლებს ამერიკა ფინანსური კრიზისიდან გამოიყვანოს.
“დემოკრატიის ინაუგურაცია,” სწორედ, ასე უწოდეს ობამას ფიცის დადების პროცედურას. ვინც ნახა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტის ინაუგურაცია, ნამდვილად, დაინახავდა განსხვავებას მასსა და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ კრემლში ჩატარებულ ფიცის დადების პროცედურას შორის. სადაც, როგორც წესი, მხოლოდ იმპერიული და ძლევამოსილი რუსეთის მომხრეები ესწრებიან.
ვაშინგტონის ქუჩებში, კი გამოვიდა 2 მილიონამდე იმედით აღსავსე ადამიანი, იყო ბევრი ცრემლი, მრავალი ჰოლივუდის ვარსკვლავი და მცირე სკანდალი, როდესაც ობამას ფიცის დადებისას ერთი სიტყვა გამორჩა. თუმცა ამას არ მოუხდენია გავლენა იმაზე, რომ ამერიკელებს მთელი ღამე ეზეიმათ ქვეყნის სათავეში ფერადკანიანი დემოკრატის მოსვლა.
ეს მოვლენა ამერიკელებზე არანაკლებ, თუ უფრო მეტად არა, იზეიმეს კენიაში. აქაოდა ჩვენებური კაცი ამერიკის პრეზიდენტი გახდა და იქნებ ჩვენც რაიმე გვეშველოსო. ობამას მოსვლით კენიას რამდენად ეშველება არ ვიცი, მაგრამ მსოფლიოში გარკვეული ცვლილებები რომ იქნება ცხადია.
აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ცუდ პრეზიდენტად გამოცხადებული ჯორჯ ბუშისგან განსხვავებით, ობამა უფრო მეტად დიპლომატიური პოლიტიკოსია და ამის დასტურად უახლოეს პერიოდში აპირებს ერაყიდან ჯარის გამოწვევას. ამავდროულად, მას გადაწყვეტილი აქვს ევროპასთან უფრო აქტიური თანამშრომლობა და რა თქმა უნდა რუსეთი, რომელიც ყველასთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს და ამ მხრივ, სავარაუდოდ, არც ობამა იქნება კარგ დღეში.
მთავარია, მან ამის შემდეგ გააკეთოს ის, რასაც მისგან ხალხი მოელის. გასაკეთებელი კი მართლაც ბევრია, ქვეყნის გარეთ წარმოებული რამდენიმე საომარი მოქმედებები, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, არაერთი უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი, აშშ-ს შელახული იმიჯი. ამ ყველაფრის დასაძლევად ახალ პრესიდენტს, მართლაც ბევრი მუშაობა მოუწევს. რისი პოტენციალიც ნამდვილად გააჩნია, როგორც მას ისე მის გუნდს, რომელიც საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი ადამიანებითაა დაკომპლექტებული. ახალმა პრეზიდენტმა უკვე წარმოადგინა ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმა, რომელსაც საკმაოდ დადებითად აფასებენ ექსპერტები.
სავარაუდოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი ამერიკის საშინაო პოლიტიკაში. ამ ქვეყნის განვითარება აწყობილ სისტემაზეა დამოკიდებული და არა ერთ ადამიანზე ან მის ცვლილებაზე, იგი თუნდაც პრეზიდენტი იყოს.
თეთრ სახლში ახალი პრეზიდენტის შესვლას გარკვეული გავლენა ამერიკისა და საქართველოსა ურთიერთობებზეც ექნება. თუმცა, საქართველო და ამერიკა დარჩებიან სტრატეგიულ პარტნიორებად, განსაკუთრებით, გაფორმებული ქარტიის შემდეგ.
მართალია, საქართველოში ბევრი ელოდა, რომ არჩევნებში მაკკეინი გაიმარჯვებდა და ზოგიერთმა მის მხარდასაჭერად მანქანის სანომრე ნიშანზე მისი გვარიც კი დაიწერა, მაგრამ მე მაინც ობამას გამარჯვება უფრო მსურდა და ამისთვის გარკვეული მიზეზებიც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მაკკეინი ომის დროს აქტიურად გვიჭერდა მხარს, ჩვენთვის, რიგითი ქართველებისთვის, ამ ეტაპზე დემოკრატი კანდიდატის გამარჯვება უფრო მისაღებია უნდა იყოს.
ამერიკის წინა პრეზიდენტმა, გარდა იმისა, რომ აბანოთუბანში აჭარული იცეკვა, საკმაოდ დიდი ოდენობით თანხებიც გამოგვიგზავნა. მაგრამ იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ბუში საქართველოს დემოკრატიულ ქვეყანად გადაქცევის მიზნით თავს ძალიან იწუხებდა.
ვარდების რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლება, სწორედ, ბუშის და რესპუბლიკური პარტიის პროდუქტად არის მიჩნეული და აქედან გამომდინარე, ისინიც საკუთარი იმიჯის დასაცავად, ჩვენი ხელისუფლების ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილების მიჩქმალვას ცდილობდნენ და ამ მიზნით საქართველოს დემოკრატიის შუქურად აცხადებდნენ.
ერთი რამ ცხადია, ობამა უფრო მეტად მომთხოვნი და მკაცრი იქნება სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ და ჩვენც ამის იმედი გვაქვს იქნებ რაიმე გვეშველოს. მეტი ყურადღება მიექცევა დემოკრატიულ ღირებულებებს და ობამას ადმინისტრაცია შეერთებული შტატების
რესპუბლიკური მთავრობისგან განსხვავებით საქართველოში არსებულ არადემოკრატიულ გარემოზე თვალს არ დახუჭავს.
ახალ ადმინისტრაციას შეუძლია სააკაშვილზე დიდი ზეწოლა განახორციელოს და რეალური რეფორმების გატარება მოსთხოვოს, მით უფრო გამოცოცხლებული ოპოზიციური მოძრაობის ფონზე, რომელიც ომში სააკაშვილს ადანაშაულებს. ერთი სიტყვით, ობამა სააკაშვილს ყურადღებით დააკვირდება.
თუკი, ბატონი ობამა რეალურად დაგვეხმარება დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში, პირადად მე, თანახმა ვიქნები თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ბარაკ ჰუსეინ ობამას სახელი ეწოდოს.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48