უდაბნოს მზე ევროპისთვის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უცხოური პრესა : უდაბნოს მზე ევროპისთვის
ნანახია: 1344

საჰარის უდაბნოში გიგანტური სოლარული ელექტროსადგურის აგება იგეგმება. ის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იქნება, რომელიც ევროპას ეკოლოგიურად სუფთა ენერგიით მოამარაგებს.

სოლარული ენერგია


ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში, ადგილობრივები Mojave- ის უდაბნოს ღვთისგან დავიწყებულ ადგილად თვლიან. ამ უდაბნოში ერთი დიდი გზაჯვარედინია, სადაც მგზავრები უსათუოდ ჩერდებიან, მართალია იქ ორიოდე გზისპირა რესტორანია, მაგრამ მგზავრების გაჩერებისა და აღფრთოვანების მიზეზი ის 900.000-ზე მეტი სარკეა, რომლებიც მზეს შესცქერიან და მათზე არეკლილი სხივით უზარმაზარ სოლარულ ელექტროსადგურს ამუშავებენ. სარკეები 7 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. სწორედ ამ მასშტაბების გამო Kramer Junction - ი მსოფლიოში ყველაზე დიდი სოლარული ელექტროსადგურია. უკვე 20 წელია აქ ელექტროენეგიას ისე ღებულობენ, რომ ბუნებისთვის არავითარი ზიანი არ მოაქვთ.

ყველამ იცის, თუნდაც ფიზიკა არ ესწავლოს, რომ თუ გამადიდებელი შუშით მზის სხივების კონცენტრაციას ფურცლის ერთ წერტილში მოვახდენთ, მალე ფურცელი აალდება. სოლარული ელექტროსადგურები იგივე პრინციპზეა აგებული, მზის სხივების კონცენტრაცია, გიგანტური სარკეებით ერთ წერტილში ხდება. იქ კი, ტემპერატურა რამდენიმე ათას გრადუს აღწევს. სითბური ენერგია წყალს ორთქლად გადააქცევს და ელექტროენერგიის მიღების მუდმივი წყაროც სახეზე გვაქვს. შესაძლებელია მიღებული ენერგიის დაკონსერვებაც ისე, რომ უდაბნოს ღამეებშიც, ენერგიის მიწოდების შეწყვეტის საფრთხე არ იარსებებს.
სოლარულ ტექნიკას დიდი პოტენცია და ამოუწურავი მარაგი გააჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მზის ელექტროსადგური დიდი ხანია წარმატებით ფუნქციონირებს, ასეთი ელექტროსადგურები დედამიწაზე თითზე ჩამოსათვლელია და ჯერ კიდევ ეგზოტიკურობის ელფერს ატარებენ. თუმცა ბოლო პერიოდში შეიმჩნევა სოლარული ელექტროსადგურებისადმი ინტერესების მკვეთრი ზრდა. ევროპაში მომზადების ეტაპზეა ინტერკონტინენტალური პროექტი, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში უნდა აიგოს სოლარული ელექტროსადგურების გიგანტური ქსელი, რომელიც ევროპას იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიით უწყვეტათ მოამარაგებს. ცნობილი ფიზიკოსი კასელიდან გრეგორ ცზიში თვლის, რომ ამ პროექტს, უბრალოდ არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია. სწორედ ცზიშს ეკუთვნის იდეა "მწვანე ელექტრონის" შესახებ.
განახლებადი ენერგია საჰარიდან, შესაძლებელს გახდის გერმანული ქარხნებისა და ოჯახების ელექტროენერგიით 24 საათიან მომარაგებას. "ამ ენერგიის წარმოება და ტრანსპორტირება 3000 კილომეტრზე პრობლემას არ წარმოადგენს", - ამტკიცებს ჰანს მუელერ-შტაინჰაგენი. იგი გერმანიის აერონავიგაციისა და კოსმოსური ხომალდების კვლევის ცენტრის ინჟინერია. ტექნიკის განვითარებასთან ერთად სოლარული ელექტროსადგურების რენტაბელობა დროთა განმავლობაში სარგრძნობლად გაიზრდება. ამასთანავე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფასები ნახშირზე, ბუნებრივ აირზე და სხვა ენერგო მატარებლებზე სწრაფად მატულობს. მათი მარაგები კი კატასტროფულად მცირდება. მაშინ, როდესაც პროგნოზებით მზის ენერგიიდან გამომუშავებული ერთი კილოვატი ენერგია, ტრანსპორტირებასთან ერთად, 7 ცენტზე ნაკლები ეღირება. ეს ოპტიმისტური პროგნოზი არავის უკვირს, მზის ენერგია ხომ თავის მხრივ არაფერი ღირს, "ენერგო პრობლემები? რატომ?~ ,ამბობს მიულერ-შტაინჰაგენი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მზის ელექტროსადგურების მიმართ ინტერესი გასულ საუკუნეში გაჩნდა.1980 წელს აიგო პირველი სოლარული ელექტროსადგური KKრამერ ჯუნცტიონ- ში. 2003 წლიდან ჰამბურგის კლიმატის დაცვის ფონდისა და ნაციონალური კვლევის ცენტრის ჟორდანიენ- ს თანამშრომლობით შეიქმნა ექსპერტთა საერთაშორისო ქსელი (TERC), ამ ჯგუფის პროექტმა Dესერტეც ნათელი გახადა მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობა, უდაბნოდან იაფფასიანი, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მიღების პერსპექტივა.

უდაბნოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპისკენ ტრანსპორტირება, მეცნიერებისა და ინჟინრების აზრით, ტექნიკურად დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. დღეისათვის გერმანული ფირმა შიემენს- ი და შვეიცარული ABB-კონცერნი აწარმოებენ ისეთ ელექტროსადენებს, რომლებსაც შეუძლიათ პრობლემის გადაჭრა. ახალი სადენები ძველთან შედარებით ნაკლები მოცულობის არიან. მათი გამტარობა გაცილებით მაღალია, შესაძლებელია მათი მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში გატარება, მაქსიმალურად დაცულია უსაფრთხოება. ამ კლასის სადენებით ერთი კილოვატი ენერგიის ტრანსპორტირება 2 ცენტამდე ჯდება.

თანდათანობით მატულობს დაინტერესება სოლარული სადგურებისადმი. ოქტომბერში,აშშ-ს მთავრობამ მიიღო ფინანსური დახმარების პაკეტი, რომელიც მსგავსი ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. დაინტერესებას იჩენს ევროპის გაერთიანებაც. ესპანეთში გრანადის პროვინციაში უკვე ამუშავდა ევროპაში პირველი სოლარული ელექროსადგური. მზის ელექტროსადგურების აგება იგეგმება ისრაელში, ეგვიპტეში, ალჟირში, მაროკოში, მექსიკაში, ინდოეთში.

გერმანული კონცერნები E.on da RWE დიდ ინტერესს იჩენენ ამ ნოვაციების მიმართ. ისინი მიზანმიმართულად მუშაობენ სოლარული სადგურების ყოველი კომპონენტის გაუმჯობესებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. Aამ სფეროში ლიდერობენ ისეთი გიგანტები როგორებიცაა: DAX-konzern MAN, Solar Millennium და RWE – ი, romlis sakuTrebacaa Schott Solar -ი.
მიმდინარე წელს, პარიზში ხმელთაშუაზღვის გაერთიანების ქვეყნებმა, 6- ი სამომავლო პროექტი შეიმუშავეს. მათ შორის არის პროექტი "სოლარული გეგმა". ამ პროექტის განხორციელებას 44-ი ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი. გეგმა ითვალისწინებს ევროპასა და აფრიკას შორის "სოლარული ხიდის"აგებას.
ბერლინის მეცნიერებათა და პოლიტიკის ფონდის წარმომადგენელი მურიელ ასერბურგი თვლის, რომ სოლარულ გეგმას ალტერნატივა არ გააჩნია. "ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი ენერგიის იმპორტის დივერსიფიკაცია". ეს პროექტი დაზღვეულია ყველაფრისგან, მასში მინიმუმამდეა დაყვანილი უარყოფითი შედეგები ტერორისტული თავდასხმის შემთხვევაშიც კი.

განხორციელების შემთხვევაში, ეს პროექტი მხსნელად მოევლინება ევროპას. ბევრ პრობლემას გადაუწყვეტს ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს. ხელს შეუწყოფს აფრიკის გლობალიზაციის პროცესს. მსოფლიოს მომავალი ინოვაციურ პროექტებშია.

ნინო ნიკოლაიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48