ნანახია: 991
"იმედისმომცემი გეგმა,რომელსაც მომავალი პრეზიდენტი ობამა გვთავაზობს,შეიძლება მნიშვნელოვანი სტიმული გახდეს შეერთებული შტატების ეკონომიკის გაძლიერებისთვის", - ამბობს ამერიკის ფედერალური სარეზერვო ფონდის ხელმძღვანელი ბენ ბერნანკი. თავის გამოსვლაში, ლონდონში, ბერნანკმა აღნიშნა,რომ ნებისმიერი გგემის, რომელიც ამერიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად, პირველადი ამოცანა უნდა იყოს ეკონომიკის დასტაბილურება და შეძლებისდაგვარად გამყარება. ბერნანკმა ასევე აღნიშნა, რომ უმსხვილეს ფინანსურ ორგანიზაციებს ჰქონდათ შანსი აერიდებინათ ეკონომიკური კრიზისი. თავის დროზე შესაფერისი ზომების არმიღებაში ის განსაკუთრებით ცენტრალურ ბანკს ადანაშაულებს. "კონგრესი ამჟამად განიხილავს მნიშვნელოვან ფისკალურ გეგმას, რომლის დაკანონების შემთხვევაში, ამერიკის ეკონომიკა სასიკეთო ცვლილებებს იხილავს", - ამბობს ბერნანკი. "თუმცა უარყოფითია ის ფაქტი, რომ უმსხვილესმა ფირმებმა, რომელთა რჩენაც ახლა მთავრობას აქვს თავის თავზე აღებული, საკმაოდ დიდი საფრთხე შეუქმნეს შეერთებული შტატების ეკონომიკას კრიზისის დროს", - მიიჩნევს ბერნანკი. ბატონი ბერნანკი თავის საუბარში ამერიკის სავაჭრო ბაზარზე იმპორტის კლებასაც შეეხო, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 2008 წლის ნოემბრის თვეში ყველაზე დაბალი იყო. კომერციული დეპარტამენტის განცხადებით, სავაჭრო ბაზარმა იმავე წლის ოქტომბრის თვიდან 28,7%-დან 40,4 ბილიონ დოლარამდე (რაც 27,7 ბილიონ ევროს უდრის) იკლო, ხოლო იმ ამერიკელების რიცხვი, რომლებმაც გასულ წელს სამუშაო ადგილები დაკარგეს, რეკორდულ მაჩვენებლებს უდრიდა (ყველაზე მაღალი დეკემბრის თვეში, რაც 7,2%-ს შეადგენდა). მსგავსი სტატისტიკა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს თუ შეინიშნებოდა. რაც შეეხება იმ ამერიკელებს, რომელთაც გაუმართლათ და სამუშაო ადგილები შეინარჩუნეს, სამუშაო საათები შეუმცირდათ. ამერიკელმა ხალხმა 11 თვის განმავლობაში 1.87 მილიონი სამუშაო ადგილი დაკარგა და უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც ამ დროისათვის 6.7 %-ს შეადგენს, 2009 წლისათვის სათანადო იმედებს ვერ იძლევა, თუმცა ობამას განცხადებით, სწრაფი მოქმედების ეფექტურ გეგმას ჯერ კიდევ შეუძლია მსოფლიო ეკონომიკის ხსნა. ბერნანკი ასევე თვლის, რომ კერძო სექტორებზე კონტროლის გაუმჯობესებამ შესაძლებელია დადებითი შედეგები გამოიღოს. ის ასევე ფიქრობს, რომ მოლაპარაკებების წარმოება საერთაშორისო დონეზე აუცილებელია პრობლემის გადასაწყვეტად. მისი აზრით, მნიშვნელოვანია მსოფლიოს ქვეყნებმა ერთად თანამშრომლობის ნიადაგზე, ერთობლივად შეიმუშავონ სამუშაო გეგმა, რადგან ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ ამერიკას არ ეხება და ამით მხოლოდ ის არ ზარალდება.
ნინო კავკასიძე
|