ნანახია: 732
11 ფრანგული ბანკი, მათ შორის ბაზრის ისეთი ცნობილი მონაწილეები, როგორებიცაა:BNP Paribas-ი, Sosiete Ggenerale, Group Credit Agricole და BPCE ადგილობრივი ანტიმონოპოლისტების მიერ 384,9 მილიონი ევროთი იქნენ დაჯარიმებული.
ანტიმონოპოლისტების მონაცემებით, ფინანსურმა ორგანიზაციებმა ერთმანეთს შეუთანხმეს კომისიები, რომლებსაც ისინი საბანკო ჩეკების დასამუშავებლად იღებდნენ. ამ 11 ბანკიდან ყველაზე ბევრი BPCE-მ (90,9 მილიონი ევრო) და Credit Agricole-მ (82,9 მილიონი ევრო) უნდა გადაიხადონ.
ანტიმონოპოლისტებმა დაითვალეს, რომ შეთქმულების შედეგად, კლიენტების დანაკარგებმა 220 მილიონი ევრო შეადგინა. ეს გამოიწვია იმან, რომ ბანკებმა, ჩეკების ელექტრონულ დამუშავებაზე გადასვლის დროს ერთი და იგივე ტარიფი, 4,3 ევროცენტი დაადგინეს. ეს 2002 წელს მოხდა. 2007 წელს ტარიფი განულდა, აღნიშნავს სააგენტო France-Presse-ი.
5 ბანკისთვის ჯარიმამ, კლიენტების დანაკარგს დამატებული 10%-ი შეადგინა, ხოლო დანარჩენი 6 ბანკისთვის - კლიენტების დანაკარგს დამატებული 20%-ი. ისინი ასე მკაცრად იმიტომ დაისაჯენ, რომ კარტელის შექმნაში 2000 წელსაც იყვნენ ბრალდებულნი.
|