ნანახია: 597
ბანკ HSBC-ის გენერალური დირექტორი მაიკლ გიოგეგანი (Michael Ggeoghegan) თავისი თანამდებობიდან წლის ბოლოსთვის გადადგება. მას, HSBC-ის საინვესტიციო ქვედანაყოფის უფროსი სტიუარტ გულივერი (Stuart Gulliver) შეცვლის.
ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის თანამდებობას, HSBS-ის საკრედიტო ორგანიზაციის ფინანსური დირექტორი დუგლას ფლინტი (Dougal Flint) დაიკავებს. ამ თანამდებობაზე კენჭს ასევე იყრიდა თავად გიოგეგანი და Goldman Sachs-ის ყოფილი ბანკირი ჯონ ტორნტონი (John thorton).
ბოლო კვირეებში, ბანკში პრეზიდენტის თანამდებობაზე სერიოზული ბრძოლა გაჩაღდა, რომელსაც სტივენ გრინი დატოვებს, და რომელიც ბრიტანეთის სამეფოში ვაჭრობის მინისტრად დაინიშნება. მაიკლ გიოგეგანი იმედოვნებდა, რომ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი გახდებოდა, მითუმეტეს, რომ როგორც წესი, ტრადიციულად ამ თანამდებობაზე მოქმედ გენერალურ დირექტორს ნიშნავდნენ.
თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბანკის აქციონერებსა და ტოპ-მენეჯერებს ამ თანამდებობაზე სხვისი ხილვა სურთ. კერძოდ კი, ტორნტონის კანდიდატურა იხილებოდა. მაშინ, გიოგეგანმა თანამდებობიდან გადადგომით დაიმუქრა, თუ მას ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არ დანიშნავდნენ.
ბანკი HSBC-ი ბრიტანეთის კუნძულებზე და მთლიანად ევროპაში უმსხვილეს ბანკად ითვლება. იგი 1865 წელს ჰონგ-კონგში დაფუძნდა. 2008-2009 წლებში, HSBC-იმ გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგები წარმატებით დაძლია, რომელიც სხვა მსხვილი ბანკებისთვის შთანთქმითა და განაციონალიზაციით დასრულდა. საკრედიტო ორგანიზაცია, პირველ რიგში აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ორიენტირდება. 2010 წელს, ბანკმა გენერალური დირექტორის ოფისი ჰონგ-კონგში გადაიტანა.
|