ნანახია: 676
ავტორიტეტულმა "ნიუსვიკმა" 100 საუკეთესო ქვეყნის სია შეადგინა. საქართველო ამ სიაში ვერ მოხვდა.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, სიაში უკრაინა 49-ე ადგილზეა, რუსეთი 51-ე. ჩვენთვის ეს ამბავი მოულოდნელი არ არის, ჩვენი ბაქია ხელისუფლებისთვის კი ალბათ გასაკვირია. ჩვენ ხომ ნაყიდ რეიტინგებში ძირითადად მოწინავე პოზიციებზე ვართ, განსაკუთრებით იმ რეიტინგებში, რომელთა წარმომადგენლებსაც კახა ბენდუქიძე იცნობს, ხოლო ახლახანს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მკაცრი გაფრთხილება მისცა. თუმცა ჩვენს სახელოვან მთავრობას თავი იმით შეუძლია დაიმშვიდოს, რომ იმავე რეიტინგში ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ვერ მოხვდა. კავკასიის რეგიონიდან ამის ღირსად მხოლოდ Aზერბაიჯანი ჩათვალეს. რეიტინგს სათავეში ფინეთი, შვეიცარია და შვედეთი უდგანან. პირველ ათეულში არიან აგრეთვე ავსტრალია, ლუქსემბურგი, ნორვეგია, კანადა, ნიდერლანდები, იაპონია და დანია. ასეულს ბურკინა-ფასო, ნიგერია და კამერუნი ასრულებენ. ცხოვრების დონით პირველ ადგილზეა ავსტრალია, ყველაზე დინამიური ეკონომიკა აქვს სინგაპურს, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში იაპონია ლიდერობს, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82 წელია. პოლიტიკური მდგრადობის თვალსაზრისით ლიდერობენ განა, პოლონეთი, ავსტრალია გერმანია. მიაქციეთ ყურადღება - დემოკრატიული გერმანია, ავსტრალია, პოლონეთი და განვითარებადი დემოკრატიის განა არიან მიჩნეულნი პოლიტიკური მდგრადობის თვალსაზრისით ლიდერებად და არა საქართველოს ამჟამინდელი მეგობრები ბელარუსი ლუკაშენკოთი, ყაზახეთი ნაზარბაევით, ეგვიპტე ხოსნი მუბარაქით და გაერთიანებული საემიროები თავისი შეიხებით.
ბექა ციხისელი
|