მსოფლიო რუსული ხორბლის გარეშე დარჩა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უცხოური პრესა : მსოფლიო რუსული ხორბლის გარეშე დარჩა
ნანახია: 661

მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდის ტენდენციას ძლიერი იმპულსი შესძინა რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებამ, დროებით შეაჩეროს ხორბლის ექსპორტი. ამასთან, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ერთიან საბაჟო კავშირში გაერთიანებულ ყაზახეთსა და ბელორუსიასაც მოუწოდა, მიბაძონ მის მაგალითს და შეაჩერონ ხორბლის საზღვარგარეთ გატანა. საინტერესოა, რა გავლენას იქონიებს ხორბლის ექსპორტიორთა სამეულში შემავალი ქვეყნის ამგვარი გადაწყვეტილება პურის ფასზე როგორც საქართველოში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში.
რუსეთის მთავრობის ნომერ 599-ე დადგენილებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან სოფლის მეურნეობის ზოგიერთი ნაწარმის გატანის დროებითი აკრძალვის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ხელი 5 აგვისტოს მოაწერა. დადგენილების მიხედვით, შეზღუდვა ძალაში 15 აგვისტოდან შევა და 31 დეკემბრამდე გასტანს.
ანომალიურად მაღალი ტემპერატურისა და გვალვის გამო, მიზანშეწონილად მიმაჩნია მარცვლეულის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვის დაწესება. დიახ, საკმარისი რეზერვი გვაქვს 9,5 მილიონი ტონა ხორბლის სახით, მაგრამ არ უნდა დავუშვათ სურსათის ფასის ზრდა შიდა ბაზარზე. ასევე უნდა შევქმნათ მომავალი წლის რეზერვი. როგორც ხალხი ამბობს, მარაგი ჯიბეს არ დაამძიმებს. - რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ტელევიზიით გაკეთებულ ამ განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა ბაზარი. გაზეთ ფაინენშელ ტაიმსის ცნობით, ჩიკაგოში ხორბლის ფასმა დღის განმავლობაში შესაძლებლის მაქსიმუმს მიაღწია და ორი წლის წინანდელ რეკორდულ მაჩვენებელს - ერთ ბუშელში 7,85 დოლარს - გაუტოლდა. 6,6 პროცენტით გაიზარდა ევროპული ხორბლის ფასი პარიზში.
ფასებთან ერთად მნიშვნელოვანია ხორბლის მარაგი. გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ირწმუნებიან, რომ მსოფლიოს ხორბლის დეფიციტი არ ემუქრება. ამ აზრს იზიარებს მაკქუაიერ ბანკის ანალიტიკოსი ალექსანდ ბოსი, რომელსაც სააგენტო ბლუმბერგი ესაუბრა.
ალექსანდ ბოსი: ის, რასაც ახლა ვხედავთ ხორბლის ბაზარზე, ამინდით გამოწვეული პანიკაა. ვფიქრობ, წელს რუსული ხორბლის ბაზარზე მიწოდება 20 პროცენტით შემცირდება. ამასთან, ტენდენცია მომავალ წელსაც შენარჩუნდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეალურად ხორბლის მარაგი აღარაა. ბაზარს სჩვევია რეალურ სურათთან აცდენა და ვიდრე ისეთი განცდა გაგრძელდება, რომ ბაზარი კარგავს მომარაგების მნიშვნელოვან წყაროს, ფასიც მაღალი იქნება. ამ შეზღუდვით, რუსეთის შიდა ბაზარზე ხორბლის პროდუქტებზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც გაიზრდება. რეალურ შეშფოთებას ზოგადად ის უფრო იწვევს, რომ რუსეთში გაჭირდება ზამთარში ხორბლის დათესვა და ეს შეშფოთებაც ბაზარზე არსებულ ვითარებას ამყარებს.
ექსპერტთა თქმით, ბაზარზე არსებულ ვითარებას ყველაზე მეტად უამინდობით გამოწვეული პრობლემები ამძიმებს. თითქმის უკლებლივ ყველა ხორბლის მწარმოებელ ქვეყანაში ნავარაუდევზე დაბალ მოსავალს ელიან. მსოფლიოს მასშტაბით მარცვლეულის მოსავლის პროგნოზი 25 მილიონი ტონით შემცირდა და 651 მილიონი ტონა შეადგინა. სპეციალისტები შიშობენ, რომ რუსეთში გვალვის გაგრძელების შემთხვევაში, ვერ მოხერხდება სახნავ-სათესი სამუშაოების სათანადოდ ჩატარება, რაც, თავის მხრივ, 2011-2012 წლებში სერიოზულ პრობლემას შეუქმნის მსოფლიო ბაზრის ხორბლით მომარაგებას.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48