ნანახია: 761
ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი საქართველოში მდიდრებისთვის განკუთვნილ აპარტამენტებს ააშენებს. ტრამპის წარმომადგენელი მაიკლ კოენი ჯორჯიან ბიზნეს ვიკთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს იქნება მაღალი კომპლექსი, 200 აპარტამენტით, სპორტდარბაზებით, დაცვით და კონსიერჟის მომსახურებით. მისივე თქმით, საქართველოში ბევრი მილიონერია, თუმცა ისინი ისეთ შენობებში ცხოვრობენ, რომლებიც მათ შესაძლებლობას არ ასახავს. კოენის განმარტებით, ამ ეტაპზე ბაზრის შესწავლა მიმდინარეობს, რათა პროექტი თბილისში ან ბათუმში შეირჩეს. თუმცა, კოენი იმასაც აცხადებს, რომ ტრამპის მიერ პროექტის დამტკიცება არ ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად შედგება. საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი კი, მისი განმარტებით, იმის განსაზღვრა იყო, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ბაზარი ტრამპის აპარტამენტებისთვის. ტრამპის აპარტამენტები ყველასთვის განკუთვნილი არ არის, - აცხადებს მაიკლ კოენობი
|