ნანახია: 480
მიმდინარე წლის იანვარ-ვნისში აზერბაიჯანულ ეკონომიკაში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თურქული კომპანიების ინვესტიციები 3,3-ერ შემცირდა. ამ მონაცემს აზერბაიჯანის სტატისტიკის კომიტეტი აქვეყნებს. ქვეყნის ეკონომიკური ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელის მაგომედ ტალიბლის განცხადებით, თურქი ინვესტორების წასვლა პოლიტიკური არასტაბილურობის, ეკონომიკური კანონმდებლობის არასრულყოფილების და აზერბაიჯანის სამართლებრივ სისტემაში არსებული განუკითხაობის შედეგია. თურქ ინვესტორებს მეწარმეობის განვითარებისთვის ნორმალური გარემოს არარსებობა აფერხებთ. ეკონომიკის ყველა სფერო ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა. საბიუჯეტო შემოსავლების 75%-ს ნავთობი უზრუნველყოფს, 25%- კი კერძო სექტორი, რომელიც ძირითადად მაღალი თანამდებობების პირების მიერ კონტროლდება, ამბობს ექსპერტი. ამჟამად თურქი ინვესტორები კაპიტალს ძირითადად შუა აზიასა და რუსეთში დებენ.
|