ნანახია: 445
აშშ–ისთვის ევროპული ბანკების კლიენტების მონაცემები ხელმისაწვდომი ხდება. ამას ე.წ. SWIFT–ის ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში იქნა მიღებული. დოკუმენტი ტერორიზმთან ბრძოლის ამერიკელ ექსპერტებს საშუალებას მისცემს, თვალი ადევნონ და გააანალიზონ ფულადი გადარიცხვები. შეთანხმების ვადა 5 წელია. ბანკების კლიენტების მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაეცემა ამერიკულ მხარეს, თუ ევროპელი ფულს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ რიცხავს. ამასთან, ინფორმაციის მიღებისთვის ამერიკულმა მხარემ უნდა დაასაბუთოს ამის აუცილებლობა. ევროპარლამენტმა აღნიშნული შეთანხმება მხოლოდ მეორე მცდელობით მიიღო. თებერვალში დეპუტატებმა დოკუმენტის მიღებაზე უარი იმ მოტივით თქვეს, რომ ის არ უზრუნველყოფს მოქალაქეების პირადი ცხოვრების დაცვას.
|