მსოფლიო ეკონომიკა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უცხოური პრესა : მსოფლიო ეკონომიკა
ნანახია: 574

BP-მ მექსიკის ყურეში მომხდარი ავარიის ლიკვიდაციისთვის უკვე სამ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა

ბრიტანული ნავთობმომპოვებელი კომპანიის British Petrolium-ის (BP) ხარჯები მექსიკის ყურეში მომხდარი ავარიის ლიკვიდაციაზე იზრდება და იზრდება. ამ საქმისთვის დახარჯულმა თანხამ უკვე სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, - განაცხადეს კომპანიაში.
მთლიანობაში კომპანიამ 3,12 მილიარდი დოლარი დაკარგა, რომლის ხარჯებშიც შედის: ავარიული ჭაბურღილიდან გაჟონვის შეკეთება, ჩაღვრილი ნავთობის ამოტუმბვა, დახრილი ჭაბურღილების ბურღვა, ასევე, სანაპირო შტატებისთვის სპეციალური გრანტები, გადასახადები სასამართლო საჩივრებით და აშშ-ს ფედერალური სამმართველოს ავარიის ხარჯების კომპენსაციები.
დღესდღეობით, BP-ს მისამართით სასამართლოში 95 ათასი საჩივარი შევიდა. აქედან ფულადი გადასახადით კომპანიამ 47 ათასი სარჩელი დააკმაყოფილა, რაც 147 მილიონი დოლარი დაუჯდა.
გაჟონვის ჰერმეტიზაციის ორი სისტემა წყლის ქვეშ, ავარიულ ჭაბურღილთან აგრძელებენ მუშაობას, რომლებიც ჩაღვრილ ნავთობსა და გაზს აგროვებენ და შემდეგ ზედაპირზე, სპეციალურ გემებში ტუმბავენ. ეს სისტემები დღე-ღამეში საშუალოდ 20-25 ათასს ბარელ ნავთობს აგროვებენ.
უახლესი მონაცემებით, დაზიანებული ჭაბურღილიდან გამოჟონილი უტილიზირებული ნავთობის საერთო მოცულობა დაახლოებით 585 ათასს ბარელს შეადგენს.
ნავთობკატასტროფა აშშ-ს სანაპიროებზე 2010 წლის 20 აპრილს მოხდა, როდესაც Deepwater Horizon-ის ბაქანზე მეთანი აფეთქდა, რომელსაც BP-ი მართავდა. ორი დღის შემდეგ ბაქანი ჩაიძირა და 1,5 კილომეტრის სიღრმეზე, დაზიანებული ჭაბურღილიდან ნავთობმა იწყო გაჟონვა.
ავარიის განმავლობაში მექსიკის ყურის წყლებში რამდენიმე მილიონი ლიტრა ნავთობი ჩაიღვარა, რაც უკვე აღიარებულ იქნა აშშ-ს ისტორიაში ყველაზე უმსხვილეს ნავთობკატასტროფად. საუკეთესო შემთხვევაში, დაზიანებული ჭაბურღილის შეკეთება ზაფხულის ბოლოსთვის მოხერხდება.
მექსიკის ყურის ავარიამ BP-ის იმიჯსა და ფინანსურ მდგომარეობას დიდი დარტყმა მიაყენა. ავარიის ლიკვიდაციისთვის, ფაქტიური დანახარჯების გარდა, BP-იმ წინა თვეში, შემდგომში გასაწევი ხარჯებისა და გადასახადებისთვის სპეციალურ ანგარიშზე 20 მილიარდი დოლარი დაარეზერვა.
ანალიტიკოსების შეფასებით, დაჯამებულმა ხარჯებმა შეიძლება 60 მილიარდი დოლარი შეადგინოს. Deepwater-ის ავარიიდან მოყოლებული, BP-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 50%-ზე მეტით დაეცა. პრესაში საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა BP-ი, მისმა კონკურენტმა კომპანიებმა ჩაიგდონ ხელში და უფრო მეტიც, საუბარია კონცერნის გარდაუვალ გაკოტრებაზე. სულ ახლახანს ბრიტანულმა პრესამ განაცხადა, რომ BP-იმ სტრატეგიული ინვესტორების ძებნა დაიწყო, რომლებიც კომპანიას საშუალებას მისცემენ დამოუკიდებლობა პირობითად შეინარჩუნონ.

მოამზადა დიმა ლელაძემ


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48