ბუნებრივი აირის ნაკადების რისკებს მომხმარებელი გადაიხდის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უცხოური პრესა : ბუნებრივი აირის ნაკადების რისკებს მომხმარებელი გადაიხდის
ნანახია: 460

მიუხედავად მსოფლიო ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასების ვარდნისა, რუსეთი უარს არ ამბობს ძვირადღირებული გაზგაყვანილობების მშენებლობაზე, რომელთა საერთო ფასი დღესდღეობით უკვე 20 მილიარდ ევროს აჭარბებს. შაბათს, როგორც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, მოსკოვი უარს არ იტყვის `სამხრეთის ნაკადის~ პროექტზე. ამავდროულად ირანმა განაცხადა, რომ მზადაა საერთოდ შეწყვიტოს ბუნებრივი აირის ექსპორტი და ბაზარზე ფასების გაზრდას დაელოდოს. ექსპერტთა მოსაზრებები სხვადასხვაგვარია: ზოგი თვლის, რომ ფასების ვარდნას თუ გავითვალისწინებთ, გაზგაყვანილობების პროექტის რისკები რუსი გადასახადის გადამხდელების ჯიბეს დაარტყამს, ხოლო სხვა ექსპერტები თვლიან, რომ `გაზპრომს~ ტრანზიტული ქვეყნების ჯერ კიდევ არსებული რისკების გათვალისწინებით, ახალი ნაკადების შენება მაინც მოუწევს.
"ჩვენ ვამჯობინებთ, ბუნებრივი აირის მიწისქვეშა საცავებში ჩატუმბვას ან მის გადამუშავებას, ვიდრე დაბალი ფასებით ექსპორტირებას", - განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა მასუდ მირკაზემიმ ოთხშაბათს, თეირანში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მე-15 საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას. ამასთან დაკავშირებით ექსპერტები გვახსენებენ, რომ შარშან ბუნებრივ აირზე მსოფლიო ფასები 26%-ით დაეცა, ხოლო იმავდროულად ნავთობის ფასი 4,2%-ით გაიზარდა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ავსტრიაში ყოფნისას განაცხადა, რომ "სამხრეთის ნაკადი" ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება და მისი მშენებლობა 2015 წლის დეკემბერში დასრულდება. ამის შემდეგ, "გაზპრომის" ხელმძღვანელს ალექსეი მილერს ისღა დარჩენოდა დაედასტურებინა ეს სიტყვები და აეხსნა, რომ პროექტის შესაძლო ფასის დასახელება ტექნიკურ-ეკონომიკური დამტკიცების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, შარშან კრიზისის გამო შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ამ პროექტის ფასი ადრე განცხადებული 8,6 მილიარდ ევროზე დაბალი იქნებოდა. "ახლა შეიძლება ითქვას, რომ პროექტის ფასი ან მეტი ან ნაკლები იქნება", - განაცხადა მილერმა, რომლის სიტყვებიდან გამომდინარეც, პროექტის საბოლოო ფასი მსოფლიო კონიუქტურაზეა დამოკიდებული. ამასთან, მილერმა დაამატა, რომ "სამხრეთის ნაკადი" სავსებით რეალიზებადი და ეკონომიკურად ეფექტურია. "გაზპრომი" ეკონომიკურად ეფექტურ პროექტში მონაწილეობს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მნიშვნელოვნად დიდ ნაწილში ჩავდებთ ინვესტიციებს", - ამბობს მილერი.
"ნეზავისიმაია გაზეტას" გამოკითხულ ექსპერტთა აზრები გაიყარა. მათი ნაწილი დარწმუნებულია იმაში, რომ რუსეთი თავის თავს საფრთხეში იგდებს, რადგან აგრძელებს პროექტებს, რომელთა ღირებულება ჯერ კიდევ არ დადგენილა. დღესდღეობით მათი საერთო მოცულობის ფასი 20 მილიარდ ევროს აჭარბებს და უცნობია, მშენებლობის პროცესში, თუ რა თანხას მიაღწევს.
"ირანის განცხადება ნაკლებადსავარაუდოა, რომ სერიოზული იყოს, რადგან ეს ყველაფერი მხოლოდ ფაქტის განცხადებაა. უფრო ზუსტად - ირანი თავისი მოპოვებული აირის მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის შიგნით მოიხმარს, ხოლო დანარჩენი 10 მილიარდი კუბამეტრი, რომელიც თურქეთსა და სხვა ქვეყნებში გადის, ბაზარზე ამინდს ვერ ქმნის, - თვლის კონსალტინგური კომპანიის RusEnergy-ის პარტნიორი, მიხაილ კრუტიხინი. – რა თქმა უნდა, სპოტური ფასების ზემოქმედების გამო, სხვა უმსხვილესი მწარმოებლები, ალჟირი, რუსეთი და ნორვეგიაც კი სერიოზულად იტანჯებიან. ამასთან, სპოტური ბაზრის ზემოქმედება, სადაც გაზი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე "გაზპრომის" მიერ გაფორმებულ გრძელვადიან კონტრაქტებში, უახლოეს პერსპექტივაში, მხოლოდ ზრდას დაიწყებს".
მისი აზრით, გაზგაყვანილობების პროექტი ამ მდგომარეობაში წინასწარვე კომერციულად არარენტაბელურია, - "როგორც არ უნდა იყოს, ის ფაქტი, რომ "სამხრეთის ნაკადი" - არც თუ ისე კომერციული პროექტია, ადრე ამას თვით "გაზპრომიც" აღიარებდა, ხოლო საყვედური, რომელიც პუტინმა NBUCO-ს მისამართით გამოთქვა, რომ პროექტს არც ერთი კონტრაქტი არ გააჩნია, სავსებით შესაძლებელია რუსეთის სამხრეთის პროექტსაც ეხებოდეს. უფრო მეტიც, "ჩრდილოეთის ნაკადი", რომლის მშენებლობაც სულ ცოტა ხნის წინ დიდი ზარზეიმით დაიწყეს, ნაკლებსავარაუდოა, რომ სატრაბახო პროექტი იყოს. ნამდვილი კონტრაქტი მას მხოლოდ ერთი აქვს - მილიარდი კუბამეტრი აირის ოდენობით, დანარჩენი მხოლოდ გეგმებია.
კომპანია "გალიონ კაპიტალის" ანალიტიკური განყოფილების უფროსი ალექსანდრე რაზუვაევი თვლის, რომ პროექტების გაგრძელება ღირს. "ვარაუდობენ, რომ მას შემდეგ, რაც ევროპა რეცესიიდან საბოლოოდ გამოვა, ევროპაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა გაიზრდება. - ამ კუთხით, რუსული აირის გადაზიდვების საშუალებების გაფართოვება მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. მართალია, დღეს უკრაინის პრეზიდენტი რუსეთთან სათანამშრომლოდაა განწყობილი, მაგრამ ვინ იცის, იქნებ იანუკოვიჩი დიდი ხნით არ იყოს პრეზიდენტი და მის ადგილზე მოსულმა სხვა პრეზიდენტმა რუსეთთან საპირისპირო პოლიტიკა გაატაროს, მათ შორის ბუნებრივ აირთან მიმართებაშიც? ამიტომაც სატრანზიტო რისკების დაწევის საკითხი დღის მთავარ თემად რჩება, და სტრატეგიულად მოაზროვნე "გაზპრომს" ამის იგნორირება არ შეუძლია.
თუმცა, როგორც კრუტიხინი თვლის, ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე პროექტი ძალიან საშიში სარისკო წამოწყებაა. "უზარმაზარი სახსრების ჩაყრა, რომლის ერთი ნაწილის კრედიტების სახით აღება მოუწევს, ხოლო მეორე ნაწილის – ბიუჯეტიდან აღება, რადგანაც "გაზპრომი" ნახევრად სახელმწიფო კომპანიაა. მაშასადამე, ამ რისკიანი წამოწყების შედეგების გადახდა, რუს გადასახადების გადამხდელებს მოუწევთ".
რაც შეეხება იმას, რომ "სამხრეთულ ნაკადს" სამართლებრივი დაბრკოლებები არ გააჩნია, ეს სიცრუეა, - ამბობს კუტრიხინი. "შეგახსენებთ, რომ თურქეთმა თავის ეკონომიკურ შავიზღვისპირა ზონაში მილის გაყვანის უფლება რუსეთს დღემდე არ მისცა, - გვახსენებს ის. - და თვით პუტინმაც აღიარა, რომ ასეთ უფლებას ნოემბრამდე ვერ მიიღებენ".


მოამზადა დიმიტრი ლელაძემ


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48