| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| უცხოური პრესა : ბუნებრივმა კატაკლიზმებმა Lloyd's-ი შარშან 516-მილიონიან ზარალზე გაიყვანა |
სადაზღვევო კომპანიამ Lloyd's of London 2011 წელს 516 მლნ ფუნტის ზარალი მიიღო, ხოლო 2010 წელს კომპანიის მოგებამ 2,2 მლრდ ფუნტი შეადგინა.Reuters-ის ინფორმაციით, ზარალის ძირითადი მიზეზი გასულ წელს ბუნებრივი კატაკლიზმების დროს, მათ შორის იაპონიის მიწისძვრისა და ტაილანდის წყალდიდობისას, კომპანიის მიერ ანაზღაურებული ზარალები გახდა.
|
| |
| უცხოური პრესა : როგორ მივითვისოთ არჩევნების შედეგები |
არჩევნების გამყალბებლები სულ უფრო გაქნილები ხდებიან, მაგრამ უფრო დიდი წუხილის საბაბი ბინძური პოლიტიკა ხდება. ეს ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიისთვის კიდევ ერთი მშვენიერი დღე იყო. 2011 წლის 24 ივლისს, მუსიკისა და დაფდაფების ფონზე, განსვენებულმა კიმ ჩენ ირმა დიდ ბრბოში გაიკვლია გზა, რათა ქვეყნის ადგილობრივ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. ისევე როგორც ყველა დანარჩენმა, მანაც ხმა მმართველ პარტიას მისცა. პარტიის 28, 116 კანდიდატიდან ყველამ გაიმარჯვა არჩევნებში, რომელშიც მოსახლეობის 99,97 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა და რომელშიც ამ კანდიდატებს კონკურენტები არ ჰყავდათ.
|
| |
| უცხოური პრესა : როგორ უნდა გაყალბდეს არჩევნები |
არჩევნების გაყალბების მოკლე გზამკვლევი ძალიან დაკავებული დესპოტებისთვის გამოკითხვის ერთადერთი შედეგი, რომელსაც საბოლოო ჯამში ითვალისწინებენ, არჩევენების დღეს დგება. თუმცა, არჩევნების გამოცდილი გამყალბებლებისთვის, ეს დამღუპველი რჩევაა. საარჩევნო დღეს უკვე ძალიან გვიანია. თუკი გადაწყვეტილი გაქვთ ოპონენტი ამომრჩევლები გატყიპოთ, საარჩევნო ყუთების ბიულეტინებით გამოტენოთ და შედეგები შეაკოწიწოთ, ამისთვის ვიღაც სადღაც აუცილებლად გიჩივლებთ. უცხოელი აბეზარი დამკვირვებლები გაგაკრიტიკებენ, მასები განრისხდებიან და თქვენი რეპუტაცია შეილახება.
|
| |
| უცხოური პრესა : გერმანული Die Zeit ბიძინა ივანიშვილით ინტერესდება |
ოლიგარქი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გააკეთე სიკეთე და ამაზე ნუ ილაპარაკებ: დღემდე ბიძინა ივანიშვილი საიდუმლოდ მოქმედებდა. მაგრამ ახლა მას საქართველოს პირველი პირობა სურს და მას დევნიან.
|
| |
| უცხოური პრესა : პოლ კრუგმანი: "ევროს შემოღება საშინელი შეცდომა იყო" |
ევროპულ ცენტრალურ ბანკს (ეცბ) მოუწევს უართი თქვას თავის პოლიტიკაში ფასების სტაბილურობის თეზისის შენარჩუნებაზე და აქტიურად მოახდინოს მთავრობების ფინანსირება, - დარწმუნებულია ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ კრუგმანი. Handelsblatt–თან ინტერვიუში ეკონომისტმა განაცხადა, რომ ეცბ-მ უნდა იყიდოს იტალიის იმდენი სახელმწიფო ობლიგაცია, რამდენიც ევროს გადასარჩენად იქნება საჭირო.
|
| |
| უცხოური პრესა : გაიზიარებს თუ არა ევროპა სსრკ-ს ბედს? |
 მათ, ვინც 1980-იან წლებში ყურადღებით აკვირდებოდა საბჭოთა იმპერიის ჯერ დაცემას, შემდეგ კი დაშლას, არ შეიძლება გარკვეული გასაოცარი პარალელები არ გაავლონ ევროკავშირში შექმნილ დღევანდელ სიტუაციასთან. მსგავსი განცხადება შეიძლება ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მით უფრო, რომ საბჭოთა იმპერიის დასასრული აღქმული იყო, როგორც გათავისუფლება, იმ განცდისგან განსხვავებით, რაც ჩვენი კავშირის დანგრევას შეიძლება მოჰყვეს.
|
| |
| უცხოური პრესა : „სუპერ მარიო მონტი“, იტალიის ახალი პრემიერი, საფინანსო კრიზისს შეერკინება |
 ვალებით გამოწვეულ იტალიის საფინანსო კრიზისს ორშაბათიდან შეერკინა ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ტექნოკრატიული მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს. მასზეა ახლა მთელი იმედები არა მარტო იტალიისა, არამედ ევროზონისაც, რომლის ვალუტას - ევროს - ღრმად დაცემა ემუქრება.
|
| |
| უცხოური პრესა : "ევროპის ეკონომიკურ მმართველობას კრიზისმა გზა გაუხსნა" |
გერჰარდ შრიოდერი - გერმანიის ყოფილი კანცლერისაბერძნეთის პრემიერის იორგოს პაპანდრეუს პოლიტიკა ევროპელ ლიდერებში სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას იწვევს, ისინი შიშობენ, რომ ევროზონის დაყოფა მოხდება. ამასთან დაკავშირებით გერმანიის ექს-კანცლერი, სოციალ-დემოკრატი გერჰარდ შრიოდერი საბერძნეთის პრემიერის ქმედებებს საკმაოდ ლოგიკურად მიიჩნევს და დარწმუნებულია ბერძნების პოლიტიკის წარმატებაში. Handelsblatt–თან ინტერვიუში ბ-მა შრიოდერმა განაცხადა, რომ ევროპის ეკონომიკური მმართველობის შექმნის იდეის მომხრეა.
|
| |
| უცხოური პრესა : ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, საბაზისო განაკვეთების შემცირება დაიწყო |
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ახალი თავმჯდომარის მარიო დრაგის თაოსნობით, საბაზისო განაკვეთების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო
|
| |
| უცხოური პრესა : აშშ-ს სენატმა ბარაკ ობამას უმუშევრობასთან ბრძოლის გეგმა დაბლოკა |
 ამერიკის პარლამენტის ზედა პალატამ დაბლოკა პრეზიდენტ ბარაკ ობამას გეგმა, 447 მილიარდ დოლარზე, რომელიც დამატებით მილიონი სამუშაო ადგილის შესაქმნელად უნდა გამოყოფილიყო. სახელმწიფოს მმართველმა რესპუბლიკელები საბოტაჟში დაადანაშაულა და დაპირდა, რომ კონგრესის საშუალებით მაინც გაიტანდა ამ გეგმას. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ამ მარცხის შემდეგ, ეს გეგმა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვერ შეძლებს უმუშევრობის დონის შემცირებას 9.1%-ით.
|
| |
| უცხოური პრესა : ირანი მზადაა „გაზპრომი" ჩაანაცვლოს |
 ირანი მზად არის თურქეთში გაზის ექსპორტი გაზარდოს. ამის გადაწყვეტილება ირანულმა მხარემ მას შემდეგ მიიღო, რაც თურქულმა კომპნიამ BOTAS-ი, მაღალი ფასის გამო რუსულ „გაზპრომთან" თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
|
| |
| უცხოური პრესა : „არაბული გაზაფხული“ 55 მილიარდი დოლარი დაჯდა |
 საერთაშორისო სავალუტო ფონდმა „არაბული გაზაფხულის“ მიერ რეგიონისთვის მიყენებული ზარალი დაითვალა. აღმოჩნდა, რომ ქვეყნებმა, სადაც ყველაზე სერიოზული სახალხო მღელვარებები მიმდინარეობდა, მთლიანობაში 55 მილიარდი დოლარი დაკარგეს
|
| |
| უცხოური პრესა : გაერთიანებული სამეფოს გზით სვლა შეცდომაა |
 ზოგჯერ ამბობენ, რომ ცუდი ამბავი სამ ნაწილად მოდის. ეს ზუსტად შეესაბამება გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე არსებულ სიტუაციას ზაფხულის განმავლობაში. გვიან ივლისში აშშ-ს ბიუჯეტის დეფიციტის კრიზისმა იფეთქა, რომელსაც აგვისტოს დასაწყისში ამერიკის საკრედიტო რეიტინგის შემცირება მოჰყვა შ&P-ს მიერ. ამან კვლავ გაამძაფრა ფინანსური ბაზრების მღელვარება მაღალ დეფიციტთან და ევროზონაში ვალებთან დაკავშირებით.
|
| |
| უცხოური პრესა : ნაღდ ფულზე მოთხოვნასთან ერთად ოქროც ძვირდება |
 ინვესტორები ცდილობენ შეინარჩუნონ ნაღდი ფული იმ ტერიტორიებზე, რომელბზეც მათ უწევთ მოღვაწეობა, რადგან ვერ მიაღწიეს წარმატებას ევროზონაში არსებული კრიზისის დაძლევაში, რაც მთელი მსოფლიოს ეკონომიკას ემუქრება. მუდმივ ცვალებადობაში ამერიკულმა ფიუჩერსებმა და ევროპულმა ბირჟებმა უკვე განიცადეს მძიმე და ნაადრევი დანაკარგები და უარესობისკენ მიემართებიან. ნიუ იორკში S&P 500 ინდექსი 5 პუნქტით ანუ 0,4 პროცენტით გაიზარდა. FTSE Eუროფირსტ 300 ინდექსი, რომელიც ჯერ 3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო შემდეგ 1.3 პროცენტით შემცირდა, ახლა 1.4 პროცენტზე მეტად გაიზარდა.
|
| |
| უცხოური პრესა : შრედერი ევროპის შეერთებული შტატების შექმნის ინიციატივით გამოვიდა |
 გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი ფიქრობს, რომ ევროკავშირისთვის აუცილებელია ერთიანი ფისკალური, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა და გამოდის ინიციატივით ,შეიქმნას "ეშშ”, ანუ ევროპის შტატები.
|
| |
| უცხოური პრესა : forbes ფეისბუკს უპირისპირდება |
კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფმა ექსპერიმენტების შედეგად დაადასტურა, რომ ნებისმიერი ადამიანის შესახებ ინფორმაციის მოპოვება მისი სურათების და სოციალურ ქსელში არსებული პროფილის მეშვეობითაა შესაძლებელი. ჯგუფმა რამდენიმე სტუდენტს 35 ევროს ვებ-კამერით სურათები გადაუღო და „გუგლის“ პროგრამის დახმარებით, რამდენიმე წუთში მათი ვინაობა განსაზღვრა, ასევე დაადგინა მათი დაზღვევის პირველი 5 ციფრი. 
|
| |
| უცხოური პრესა : News Corp-ი 4 დღეში 7 მილიარდით გაიაფდა |
 ავსტრალიელი მილიარდერის, რუპერტ მერდოკის მედიაიმპერიამ, კორპორაციის შემდგომი ბედის გამო შეშფოთებული ინვესტორების მიზეზით 4 დღეში, საბაზრო ღირებულების 7 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა. ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა, საიდუმლო მოსმენების გამო ატეხილმა სკანდალმა მერდოკის იმპერია მთლიანად შეარყიოს. Nეწს ჩორპ -ის ხელმძღვანელობა თიმეს-ის, შუნდაყ თიმეს-ის და შუნ-ის, ასევე Nეწს Iნტერნატიონალ -ის გაყიდვის საკითხს უკვე იხილავს.
|
| |
| უცხოური პრესა : ფუფუნების საგნებზე მოთხოვნამ რეკორდულ დონეს მიაღწია |
2010 წელს იმ კომპანიების საქონელბრუნვამ, რომლებიც ფუფუნების საგნებზე არიან ორიენტირებულნი, ახალ რეკორდს მიაღწია და 172 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 8%–ით აჭარბებს. მონაცემებს Bain & Company აქვეყნებს და დასძენს, რომ ასეთ ზრდას ხელი ჩინეთში, ბრაზილიასა და რუსეთში დაწყებულმა ეკონომიკურმა ბუმმა შეიწყო.
|
| |
| უცხოური პრესა : 2020 წლამდე ოლიმპიადების ტრანსლაციის უფლება NBC-ის 4 მილიარდი დოლარი დაუჯდა |
 კომპანია Comacast-მა, რომელიც მიდიაჰოლდინგ NBC Universal-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელია, 2014-2020 წლებში ოლიმპიადების ჩვენების უფლების მოსაპოვებლად კონკურსში გაიმარჯვა. The New York Times-ის ცნობით, კომპანიას ამ უფლების სანაცვლოდ 4.38 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწია.
|
| |
| უცხოური პრესა : „თბილისი ფლანგავს ფულს სახელმწიფო იდეოლოგიის პროპაგანდაზე“ |
 ”აგვისტოს 5 დღე” 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შესახებ გადაღებული მეორე ფილმია. პირველი, - Olympus Inferno მოვლენების რუსებისეული ვერსია იყო. ამ ფილმის შესახებ ბევრი და იწერა და კიდევ უფრო ბევრი ითქვა, რომელიღაც ქართველმა პოლიტიკოსმა ისიც კი განაცხადა, ვისაც ეს ფილმი არ მოსწონს, ის ქვეყნის მოღალატეაო. მსგავსი ისტერიკა, გასაგებია, მაშინ როდესაც ფილმი აშკარად გამოხატული სახელმწიფო პროპაგანდაა. ზუსტად ამ ტემას გაუსვა ხაზი ფრანგული გამოცემა AFP-ს მიმომხილველმა მეთიუ ქონლიმ, რომელიც აგვისტოს მოვლენების, ფილმადქცეულ რუსულ და ქართულ ვერსიებს ორი ქყევნის პაექრტობად განიხილავს და ამბობს, რომ ეს არის პაექრობა სარეკლამო კამპანიაში.
|
| |
| უცხოური პრესა : იულია ტიმოშენკო დააკავეს |
 იულია ტიმოშენკოს ბლოკმა საკუთარ საიტზე განათავსა განცხადება, რომელშიც იუწყება, რომ პეჩორის რაიონულმა სასამართლომ `ბატკივშჩინის~ ლიდერის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.
|
| |
| უცხოური პრესა : ობამას, სარკოზის და კამერონს კადაფის ჩამოგდება სურდათ |
 ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ დასავლურ კოალიციას არა უშუალოდ ლიბიის მოქალაქეების დაცვა, არამედ მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობა სურდა. ამ მოსაზრების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი ამ დღეებში დაიდო კიდეც.
|
| |
| უცხოური პრესა : აზერბაიჯანი იარაღის ექსპორტს იწყებს |
აზერბაიჯანი, რომელსაც ენერგორესურსების ექსპორტიდან დიდი შემოსავლები აქვს, ისრაელური კონსტრუქციის მზვერავი-თვითმფრინავების წარმოების დაწყებას გეგმავს. ადგილობრივი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ჩანაფიქრი ასახავს ბაქოს მისწრაფებას გახდეს შეიარაღების მსხვილი ექსპორტიორი სამხრეთ-კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო-აღმოსავლეთში.
|
| |
| უცხოური პრესა : ამერიკის ხისტი ეკონომიკა დოლარს გაამყარებს |
 აშშ-ს საერთაშორისო რესურსების ამოწურვამ, 2011 წლის დასაწყისში დოლარის პოზიციის დასუსტება გამოიწვია. ამ დასკვნამდე მივიდნენ "გლობალიზაციისა და სოციალური ინსტიტუტის ეკონომიკური ცენტრის~ მეცნიერები. ევროკავშირი, რუსეთი და სხვა ქვეყნები, ავლენენ ირიბ (სავალუტო) გავლენას ამერიკაზე, რათა ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის კორექტირება მოახდინონ. არაბული ქვეყნების რევოლუციებმა გვიჩვენა, რომ პერიფერია ვერ უძლებს ფასების ზრდას, რაც გამოწვეულია დოლარის ემისიით. ამერიკამ დაიწყო ხისტი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რაც სავარაუდოდ დაეხმარება დოლარის სტაბილიზაციას, მაგრამ კრიზისის ზეწოლა, ამერიკის მოსახლეობაზე გაიზრდება.
|
| |
| უცხოური პრესა : Forbes: მოსკოვი მილიარდერების რიცხვით ლიდერობს |
მსოფლიოს მდიდარი ადამიანების ყოველწლიურ რეიტინგში, რომელიც ტრადიციულად ჟურნალ Forbes-ში გამოქვეყნდა, მოსკოვმა პირველი ადგილი დაიკავა მასში მცხოვრები მილიარდერების რიცხვის მიხედვით. გამოცემის თანახმად, რუსეთის დედაქალაქში 79 მილიარდელი ცხოვრობს, მეორე ადგილზეა ნიუ-იორკია - 58 მილიარდელით. მსოფლიოში სულ 1209 მილიარდერი ცხოვრობს, წინა წელთან შედარებით რუსეთსა და ბრაზილიაში მილიარდერების რიცხვი ორი მესამედით გაიზარდა. რუსეთში ამ რიცხვმა 101, ხოლო ბრაზილიაში - 30 შეადგინა.
|
| |
| უცხოური პრესა : ყველაზე გავლენიანი მაფია მსოფლიო მასშტაბით |
ალბანური მაფია ალბანური მაფია შედგება კრიმინალური დაჯგუფებებისაგან რომლებიც არსებობენ ძირითადად ალბანეთში. ეს მაფია განსაკუთრებით აქტიურია აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებში. ამბობენ, რომ ალბანურმა მაფიამ საერთაშორისო საფეხურებს მიაღწია 1980_ იან წლებში, თუმცა ალბანეთში ჯგუფურ დანაშაულებათა ბანდები ადრიან XV- ე საუკუნეში ჩამოყალიბდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში ისინი ეწევიან პროსტიტუციის ბიზნესს და ნარკოტიკებით ვაჭრობას, ალბანური მაფია ცნობილია მათი დაუნდობლობით.
|
| |
| უცხოური პრესა : ყველაზე სახიფათო ქვეყნები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ |
სამოგზაუროდ აპირებთ წასვლას? Discovery-ს მიერ შემოთავაზებული 10 "საინტერესო" ქვეყანა:
|
| |
| უცხოური პრესა : Women rule the world |
ბოლო წლებში, პოლიტიკაში ქალთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. გაიცანით, ქალბატონები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში პირველი პირები არიან
|
| |
| უცხოური პრესა : ინფლაციური ზეწოლა დაბალშემოსავლიანი ფენებისთვის გაცილებით მძიმეა |
 მოგეხსენებათ, ინფლაცია ზოგადად ეკონომიკისთვის ნეგატიური მოვლენაა. გარდა იმისა, რომ ფასების დონის ზრდა უკვე უარყოფითი ფაქტია, ინფლაციის აღმოფხვრა გარკვეულ დათმობებზე წასვლას საჭიროებს. ანუ, როგორც წესი, ერთის მხრივ, ცენტრალური ბანკი და, მეორეს მხრივ, მთავრობა დგება დილემის წ ინაშე, რადგან ინფლაციის მოსათოკად მათ უწევთ სხვა
|
| |
| უცხოური პრესა : აშშ უზარმაზარი საგარეო ვალის გაიაფებას ცდილობს |
აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ექსპერტებისაგან მიიღო რჩევა, რომ გამოუშვას 100 წლის დაფარვის ვადის მქონე ობლიგაციები. ვარაუდობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის სესხის გაიაფებას, რომელიც 14.3 ტრილიონ დოლარს აღწევს.
|
| |
|
|
|
|