DataLife Engine > პოლიტიკა > საწარმოთა მართვის სააგნეტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

საწარმოთა მართვის სააგნეტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს


26 სექტემბერი 2009. : merabi
საწარმოთა მართვის სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს – ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე ამ თანამდებობაზე 2009 წლის 9 სექტემბრიდან ავთანდილ შერმადინი დაინიშნა.

2009 წლის თებერვლიდან იგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.
ავთანდილ შერმადინი 1975 წლის 16 დეკემბერს თბილისში დაიბადა.
1992 წელს დაამთავრა თბილისის 171 საშუალო სკოლა, 1997 წელს კი ეკონომიკურ ურთიერთობათა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის საგარეო ეკონომიკის ფაკულტეტი.
2003 წელს დაამთავრა თსუ იურიდიული ფაკულტეტი.
1994 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა უწყებებში, მათ შორის შემოსავლებისა და ფინანსთა სამინისტროებში.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.