DataLife Engine > პოლიტიკა > ეკონომიკის მინისტრს ახალიმოადგილე ჰყავს

ეკონომიკის მინისტრს ახალიმოადგილე ჰყავს


26 სექტემბერი 2009. : merabi
საქართველოს პრემიერ-მინისტრის №295 ბრძანების თანახმად, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილედ გიორგი კარბელაშვილი დაინიშნა.
კარბელაშვილს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი დღემდე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
2008 წლის 31 ივლისიდან 2008 წლის 9 დეკემბრამდე კი, მას ერთხელ უკვე ეკავა ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა.
კარბელაშვილი კურირებას გაუწევს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს, ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტს, ტრანსპორტის დეპარტამენტს და სსიპ ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას.