DataLife Engine > პოლიტიკა > სააკაშვილის გამოსვლა

სააკაშვილის გამოსვლა


30 იანვარი 2009. : tamuna
ენგურჰესი - რუსეთმა გათიშა მთელი ევროპა. რატომ არ სვამთ კითხვას - რატომ არ გათიშა საქართველო? უყვარვართ პუტინს? არავითარი აზრი არ აქვს გათიშვას, რადგან მაშინ როცა კორუფციაში იყო ჩართული მთელი ქვეყანა, ენერგო სისტემა, ყველაფერი შემოგვქონდა რუსეთიდან. რაც მოვაწესრიგეთ, რუსეთმა აკრძალა ღვინო.. ერთადერთი ექსპორტი გახდა ელექტროენერგია. თბილისის ელექტრო ხაზებიი ,,რაო ესის’’ განკარგულებაშია. მერე რა? ჩვენი არ არის? მთავარი პრობლემა შეიქმნება მაშინ, როცა საქართველოში გაითიშება დენი. როცა დაიწყებენ კოცონის დანთებას, საბურავების წვას და გზების გადაკეტვას, როგორც იყო 1992-1993 წლებში. რა საკუთრება დავთმეთ? რა ამბავი ატეხა ბაღაფშმა ჩემი ინტერესი არ გაითვალისწინესო. ჩვენი ელექტროსადგურია. მათი არ არის. ის, რომ უკანონოდ ზიან, არ შერჩებათ. ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ შემოსავალი და გვქონდეს დენი. Aახლა ოფიციალურად გავაფორმედ ხელშეკრულება და ვალდებულება შეეტენათ. ეს რომ არ იყოს, შარშან აფხაზებს მიქონდათ ენგურის მეოთხედი. Aამ ელექტროენერგია ყიდდა რუსეთში და იღებდა შავ ფულს. ხელშეკრულებით შევქმნით სამუშაო ადგილებს, ეკონომიკას.

ეკონომიკური კრიზისი - სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის გავლენა მინიმალურია. საქართველო არა მხოლოდ მტრის შეიარაღებული ძალების ალყაში, არამედ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ალყაშიც არის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია სამუშაო ადგილებთან, წარმოებული პროდუქციის ექსპორტთან, ასევე საბანკო კრედიტების გაცემასთან დაკავშირებით, საქართველოში მსოფლიო კრიზისის ნეგატიური გავლენა სხვა ქვეყნებთან შედარებით მაინც მინიმალურია. უახლოვეს მომავალში ქართული ბანკები 200 – 300 მილიონ დოლარს უცხოურ დახმარებას მიიღებენ. მყარია ქართული ვალუტაც და არ წარმოქმნილა საბიუჯეტო დავალიანება არც პენსიების და არც ხელფასების კუთხით. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. დღეს ეს არის სამუშაო ადგილების შენარჩუნება, გადარჩენა. მსოფლიო კრიზისის მაქსიმალურად თავიდან აცილება. ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარება, ეკონომიკის განვითარება, ყველაზე დაუცველების დაცვა და დახმარება. სახელმწიფოს ფუნქცია დღეს არის არა პოლიტიკური ინტრიგები, არამედ სახელმწიფოს ფუნქციაა, მათი მოქალაქეების დაცვა. მათთვის მინიმალური პირობების შექმნა და დაცვა. მართალია დაიკარგა სამუშაო ადგილები, მაგრამ პრობლემა მოგვარებადია. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან და უმუშევრობის დასაძლევად მილიარდი ჩავდეთ, რაც 50-70 ათასამდე ადამიანს დაასაქმებს.
ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება უკვე ფორმდება. თუმცა მთავარი არა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანა და გასაღება, არამედ ხარისხი იქნება. ჩვენი ნიშა უნდა იყოს მაღალი ხარისხი და ფასი.

საკრედიტო სისტემა - სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან საბანკო სექტორი არ დანგრეულა. საბანკო სექტორი მიიღებს ფინანსურ დახმარებას. 20 მილიონი თანხა გვაქვს ,,მცირე კრედიტისთვის’’. ჩვენი უმეეტესი ნაწილი წავა ,, მცირე კრედიტისთვის’’, რაც იმას მიშნავს, რომ გაზაფხულიდან ბანკები სესხის გაცემას დაიწყებენ.


პენსიები - ჩვენ გვჭირდება საპენსიო რეფორმა. სახელმწიფო პენსიის პარალელურად შემოღებული ინდა იქნას კერძო საპენსიო ფონდები იმ ადამიანებისათვის, რომელთაც დღეს თავისთვის საუკეთესო საპენსიო მომავლის უზრუნველყოფა შეუძლიათ. ჩვენ გვაქვს 100 $ საპენსიო პაკეტი. ჩვენი პროგრამა 50 თვიანია. ნაწილი შესრულდა და ეს პროცესი გაგრძელდება.


რუსთავის აზოტის ქარხანა - რუსთავის აზოტის ქარხნის ამუშავება იყო პირველი მიღწევა ეკონომიკაში. ვიმუშავეთ რომ ფული ჩადებულიყო. ვყოფილვარ აზოტში და გამხარებია მათი წარმატება. რუსთავის აზოტის ხარხნისგან სახელმწიფო 50 ათასს ტონა პროდუქციას შეისყიდის. სახელმწიფო დაეხმარება, როგორც აზოტის ქარხანას, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს. დაურიგებთ 50 კილოგრამ გვარჯილას. შემოვა ტრაქტორები, ზუსტად რა მარაგები უნდა შემოვიტანოთ არის ამის გამოცდილება. 10- ეული მილიონი იხარჯება ახალ ტრაქტორებზე. ჩვენი და იაპონიის მთავრობების ფულით. ფული იდება ირიგაციაში, გვარჯილაში, ტრაქტორებში, გლეხების დასაქმებაში, ინფრასტრუქტურაში. ერთ-ერთი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარებაში ფულის ჩადებაა, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის. Gგზების მშენებლობაზე 30-35 ათასი ადამიანი დასაქმდება.


მასწავლებელთა ხელფასი - მასწავლებელთა ხელფასის მომატება უკვე დაიწყო. 27 ლარით მოიმატა. შემოდგომაზეც 27 ლარით მოიმატებს. საშუალოდ ხელფასის მატება 60 ლარია. შარშან ავიდა 240 ლარამდე. შემოდგომაზე კი 320 ლარამდე ავა. ჩემი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე ყველა სკოლა იქნება ოპტიმიზებული.

დევნილების დასაქმება - წეროვანში ვაკეთებთ პროფესიული გადამზადების ცენტრებს, რათა მოვარგოთ ისინი თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს, თუნდაც კრიზისის პირობებში და ჩვენ ამას გავაკეთებთ.

აფხაზეთიდან დევნილები - გარევაჭრობით ირჩენდნენ თავს და რა უნდა ქნან?
პრივატიზაცია არ განხორციელდება მათ გარეშე. მაგალითად, ბათუმში 40 ათასამდე სასტუმრო კეთდება. ამას სჭირდება ხალხი, ვინც ამას გააკეთებს და ჩვენი დევნილები იმუშავებენ ვაჭრობაში, მშენებლობაში. ეს ხალხი არის მთავარი საგანძური. თავისუფალი ეკონომიკური ზონა აუცილებლად გაკეთდება ფოთში.

სოციალური მუშაკები - დაქირავებული სოციალური მუშაკები შედიოდნენ შარშან. საერთოდ არ აინტერესებდათ. ძროხა გყავს, ტელევიზორი გაქვს - შენ არ გეკუთვნის დახმარება. არადა შეიძლება შიმშილით კვდება. ჩვენ ეს სისტემა შევცვალეთ. ადგილობრივი სიფლის აზრს ვითვალისწინებთ. ყველამ ყველასი უკეთ იცის სოფელში.


ტენდერები - რა კეთდება იმისათვის, რომ გამოირიცხოს კორუფცია?
კორუფცია დავიყვანეთ ნოლამდე. მხოლოდ ნახევარი პროცენტი ამბობს, რომ კორუფციასთან შეხება ჰქონდა. რაღაც მაინც რომ არის ეს ფაქტია. საბაჟოზეც დაიძრა სიტუაცია. მესაზღვრეები ჩავანაცვლეთ პოლიციით . ქრთამის მიცემაზე იჭერენ. 500 ლარია ჯარიმა და იმედია, გადავაჩვევთ ქრთამის მიცემას. შესყიდვები იყო ზოგჯერ არასწორად გაკეთებული. ჩვენი ინტერესი არის, რომ ტენდერი იყოს ისე ჩატარებული, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დასაქმდეს. საჭიროა მეტი საჯაროობა . ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ღიად და საჯაროდ.