DataLife Engine > პოლიტიკა > რუსეთი და აზერბაიჯანი გაზის ფასზე ვერ თანხმდებიან

რუსეთი და აზერბაიჯანი გაზის ფასზე ვერ თანხმდებიან


27 აგვისტო 2010. : merabi
აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ შეთანხმება 2011 წლისათვის ჯერ არ არის მიღწეული.

ამის შესახებ რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა აზრებიაჯანში იური შედრინმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, 2010 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანიდან რუსეთში 428,2 მლნ. კუბ. მეტრი გაზის ექსპორტი მოხდა, ხოლო არსებული შეთანხმებით, წლის ბოლომდე ექსპორტის მოცულობა 1 მლრდ. კუბ. მეტრს მიაღწევს.
"მომავალი წლისათვის შეთანხმება მიწოდების მოცულობის შესახებ ჯერ-ჯერობით მიღწეული არ არის, ვინაიდან მხარეები გაზის ფასზე ვერ შეთანხმდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ფასზე მოლაპარაკება შედგა, რუსეთი აზერბაიჯანისაგან მომავალ წელს 2 მლრდ. კუბ. მეტრ გაზს მიიღებს", - განაცხადა შედრინმა.
აზერბაიჯანიდან რუსეთში გაზის მიწოდება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო. გაზის ღირებულებაზე მხარეები ინფორმაციას არ ავრცელებენ.