DataLife Engine > პოლიტიკა > არჩევნებში დახარჯული ფული

არჩევნებში დახარჯული ფული


9 ივნისი 2010. : merabi
არჩევნებში დახარჯული ფული - ოფიციალური და არაოფიციალური ვერსიები
ოფიციალური ვერსიით, ყველაზე მეტი - 14 მილიონი ლარი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დახარჯა. მისი ხარჯები, ოფიციალური მონაცემებით, მინიმუმ 14-ჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასული "ქრისტიან-დემოკრატების" ხარჯებს (660 ათასამდე). "ალიანსის" ხარჯი 136 000 ლარია, "ეროვნული საბჭოს" 260 ათასი ლარი. თოფაძე-მრეწველებმა 900 000-მდე დახარჯეს.
არაოფიციალური მონაცემებით და ცალკეულ ექსპერტთა გათვლით "ნაციონალურ მოძრაობის" ხარჯი, სახელისუფლებო რესურსის გამოყენების გარეშე, 500 მლნ. დოლარია, ხოლო დანარჩენი ოპოზიციური პარტიების ერთად 350-400 ათას დოლარამდე. ესეც ლარის გაუფასურების და ხალხის ხარჯზე დანახარჯის ამოღების ერთ-ერთი მოტივია.
და მთავარი - "ბ&ფ"-ს ჟურნალისტების კითხვას - დაასახელეთ თქვენი პარტიის თუნდაც 3 ლეგალური დონორი და სპონსორი, ყველა პარტიამ, ყველა საარჩევნო სუბიექტმა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
ესეც თქვენი გამჭვირვალე საარჩევნო ფული და დემოკრატიული არჩევნები.