DataLife Engine > პოლიტიკა > ინგა გრიგოლია პარლამენტარი ხდება

ინგა გრიგოლია პარლამენტარი ხდება


28 იანვარი 2010. : merabi
იგი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი ხდება, პოლიტიკაში მიდის და თბილისის ჩუღურეთის რაიონში იყრის კენჭს საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის მოსაპოვებლად. აქ არსებობს ვაკანსია. აქაურების რჩეული ლაშა ჟვანია პარლამენტიდან ეკონომიკის სამინისტროში, ხოლო იქიდან ბიზნესში აღმოჩნდა.
ინგა გრიგოლიას შანსები, გახდეს პარლამენტის წევრი, ბუნებრივია, მაღალია. საკითხავი მხოლოდ ერთია - მისცემენ მას პარლამენტის ტრიბუნიდან იმის თქმის საშუალებას, რაც ტელეეკრანიდან არ ათქმევინეს?
ვნახოთ. ფაქტი ისაა, რომ ინგა გრიგოლია პოლიტიკაში მიდის.

"ბ&ფ"