"გაიტანეთ ბენდუქიძე" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : "გაიტანეთ ბენდუქიძე"
ნანახია: 885

"გაიტანეთ ბენდუქიძე"

ლარის კურსის ძალადობრივი ნახტომი ქვევით, ერთადერთი ეკონომიკური ცვლილება არ აღმოჩნდა ქვეყანაში. ამას თან დაერთო ახალი სამინისტროს ჩამოყალიბების სამთავრობო ინიციატივა; გაზის ტარიფის გრძელვადიანი სტაბილურობის თაობაზე მოლაპარაკებები მეზობელ აზერბაიჯანთან,; ასევე, სტატისტიკის "სამთავრობო მარწუხებიდან" გამოხსნის შესახებ საუბრები ახალი პრემიერის მხრიდან. ამ და სხვა თემებზე, ბოლო პერიოდის ეკონომიკური მდგომარეობისა და ინიციატივების შესახებ "ბანკები და ფინანსების" მკითხველს აზრს უზიარებს ეკონომიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.
ბატონო სოსო, მორიგი სამთავრობო ინიციატივის მიხედვით მალე გვექნება ახალი სამინისტრო, - რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ეკონომიკის სამინისტროს ფუნქციები ეკვეცება, რეალურად რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ ცვლილებებმა, როგორ ფიქრობთ, ეს მორიგი, ოდნავ მოდერნიზებული სამთავრობო კარუსელია და მეტი არაფერი, თუ?..
სამწუხაროდ, ძალიან მწირი იყო დასაბუთება ამ შინაარსის სტრუქტურის ამგვარი მოდელით შექმნის აუცილებლობის თაობაზე. ომგადახდილ ქვეყანაში ასე დაწყვილება ორი ისეთი პრობლემის, როგორიცაა რეგიონალური განვითარება და ინფრასტრუქტურა, ვფიქრობ, არ არის რეალობის ადეკვატური აღქმა. საუბარი იმაზე, რომ ინფრასტრუქტურა მხოლოდ რეგიონებშია აღსადგენი, არ მგონია სერიოზული. ზედაპირზევე დევს მიზნისა და რეალობის შეუსაბამობა. ეს რას ნიშნავს? ჯანმრთელობის დაცვას არ აქვს პრობლემები რეგიონებში?! ან განათლება მარტო რუსთაველის პროსპექტის პრობლემაა?! ნებისმიერი სხვა დარგობრივი ქმედება იგნორირებული უნდა იყოს რეგიონის განვითარების პროცესში?! ეს არის დარგობრივი და ტერიტორიული მართვის ელემენტების, სრულიად დაუსაბუთებელი აღრევა და ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება ამ სამინისტროს დებულება. თუ ვინმეს სურდა რაიმე ტიპის გამოთავისუფლებული ფორმა სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურის მართვისათვის, ასეთი არა ერთი მოდელი არსებობდა წინა წლებში, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ვინმემ გააანალიზა წარსულის გამოცდილება, მაგრამ რეგიონალური განვითარების, მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე მიბმა, ერთ სათაურში, ნიშნავს, რომ რეგიონალური განვითარება სხვა დარგების მიმართ იქნება გერის როლში. რეგიონალური განვითარება ეს არის ხელისუფლების კომპლექსური ამოცანა და მისი დაქუცმაცება ცალკეული დარგების მიბმით, არ მგონია, რომელიმე ქვეყნის პრაქტიკაში იქნეს მოძიებული.
ექსპერტების მხრიდან მრავალწლიანი დაუღალავი შეგონების შემდეგ, სტატისტიკის დეპარტამენტის დამოუკიდებლობაზე, როგორც იქნა საუბარი ხელისუფლებაშიც დაიწყო. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია თუ არა ობიექტური სტატისტიკის მიღება?
თუ გავითვალისწინებთ, ზოგადად ტერმინ ,"დამოუკიდებლის" მიმართ განწყობას ხელისუფლების მხრიდან, ცხადია, არც ერთ სტრუქტურას არ ექნება რეალური დამოუკიდებლობის პერსპექტივა. გვახსოვს რა ხარისხის დამოუკიდებლობას ფლობდნენ ისეთი სტრუქტურებიც კი, რომლებსაც სახელწოდებაშიც კი ჰქონდათ სიტყვა ,"დამოუკიდებელი". სტატისტიკა საკუთარ დამოუკიდებლობას მიაღწევს მაშინ, როდესაც ქვეყანაში იქნება საბაზრო ეკონომიკა და არა ,"ველური ბენდუნომიკა", რომლის პირობებშიც ვცხოვრობთ დღეს. თუ ვინმეს სურს, რომ სტატისტიკა იყოს დამოუკიდებელი და ეკონომიკური ცხოვრება უკეთესობისკენ მობრუნებული, მაშინ, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებას უნდა ვთხოვოთ და მოვთხოვოთ, "გაიტანოს ბენდუქიძე". ამის შემდეგ კი სტატისტიკის ობიექტურობის აუცილებელ და პრაქტიკულად, ერთადერთ პირობად დარჩება იმ ადამიანთა შინაგანი თავისუფლების მაღალი ხარისხი, ვინც იმუშავებენ სტატისტიკის დეპარტამენტში.
ინფლაციის თემა კიდევ უფრო გააქტიურდა ლარის კურსის ვარდნის შემდეგ. შეაფასეთ ეროვნული ბანკის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება. ეროვნულ ბანკში ფასების ზრდის ეკონომიკურ საფუძველს ვერ ხედავენ და ფასების დაწევას პროგნოზირებენ. თქვენი აზრით, რამდენად რეალისტურია ამგვარი პროგნოზი?
ვურჩიოთ, იქნებ ლელა კაკულიასთან გაიარონ კონსულტაციები, ვიდრე რაიმეს გამოაცხადებენ. დასაბუთებულ პროგნოზებს იშვიათად ვისმენთ ხელისუფლების წრეებთან ასოცირებული ადამიანებისგან. როდესაც ბატონი ბენდუქიძე ბრძანებს, რომ არ მოხდება ფასების ზრდა ეროვნული ვალუტის ნახტომისებული ვარდნის პირობებში, და თან მშვენივრად იცის, რომ უდიდესი ნაწილი პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვებისა იმპორტული წარმოშობისაა, აქ ეკონომიკურ თეორიებზე საუბარს აზრი არა აქვს. აქაც ისეა საქმე, - უნდა უნდა დავუბრუნდეთ მოთხოვნას: ,"გაიტანეთ ბენდუქიძე"! ეროვნული ბანკი ამ ნაბიჯის გადადგმას მის გარეშე ვერ გაბედავდა. ბენდუქიძემ მიაღწია სრულიად უუნარო ეროვნული ბანკის ჩამოყალიბებას და მისი დამოუკიდებლობის ხარისხის დევალვაციას.
გულისტკივილით, ირონიით, ხშირად კი სიბრაზითაც ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ როცა ლარი მყარდებოდა, ფასები არ იკლებდა. თუმცა, როგორც კი ლარი გაუფასურდა დოლართან მიმართებაში ფასებმა ლამის ერთ საათში მოიმატა. თქვენი აზრით, არიან თუ არა ქართულ ბაზარზე მონოპოლისტები, რომლებიც ბაზარზე ფასებს საკუთარი ინტერესების მიხედვით აწესებენ?
ბატონ ბენდუქიძეს რომ ჰკითხოთ, არავითარი მონოპოლია არ არსებობს ჩვენს ბაზარზე. როგორც ჩანს, ის "ვერ ერკვევა" თუნდაც მხოლოდ ფარმაცევტული ბიზნესის ქართულ თავისებურებებში და თვლის, რომ იმ გაუგონარ უმსგავსობას, რაც დღეს ეკონომიკურ ცხოვრებაშია, ჰქვია ,"ლიბერალური ეკონომიკა". მოდით. ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას ლიბერალიზმს და პასუხი ვაგოთ ყველამ იმაზე, რა შედეგსაც ვაღწევთ ეკონომიკურ ცხოვრებაში. მაშინ, როდესაც რეალური ეკონომიკა, ისევე როგორც ზოგადად დემოკრატია, პოლიტიკის ტყვეობაშია, ასეთ ვითარებაში ეკონომიკური კატეგორიებით საუბარი შეუძლებელია.
გასულ კვირაში ოფიციალურად გაფორმდა აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდების თაობაზე ხელშეკრულება, რის შემდეგაც გაცხადდა, რომ ფასები 5 წლის მანძილზე არ გაიზრდება. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ საკითხი საბოლოოდ ჯერ არ გადაწყვეტილა. რა ხდება, რა ინფორმაცია ფლობთ, ვისთვის იზრდება ფასები და ვისთვის არა?
ამ პრობლემაზეც, ჩემი აზრით, არასაკმარისი მაგრამ უმთავრესი რეცეპტია ისევ და ისევ _ "გაიტანეთ ბენდუქიძე"!!! გვარწმუნებენ, 5 წლის განმავლობაში ფასები არ გაიზრდებაო. ვთქვათ დავიჯერეთ, მაგრამ საწყის ფასზე რატომ დუმს ყველა?! მაშინ, როდესაც მსოფლიოში ენერგომატარებლების გაიაფების პერმანენტული პროცესი მიმდინარეობს და როგორც სავარაუდოა, იგი კიდევ წელიწადზე მეტხანს გასტანს, ნიშნავს კი წარმატებას, რომ არ იცვლება ფასები? ჩემი აზრით, ასეთი განცხადება არის დროებითი და არც მისი ვადა იცის ვინმემ, გარდა ერთი კაცისა, რომელიც როცა უნდა მაშინ გამოაცხადებს ფასის შეცვლის ნებისმიერ მიზეზს. აქვე შეგახსენებთ, რომ "ბენდუნომიკის" კიდევ ერთი ურყევი პრინციპია _ "სადაური წესია და აქაური წესიაო"!



თათია არაბიძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48