რით ჯობია ზაალ აბაზაძე პეტრე კანკავას » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : რით ჯობია ზაალ აბაზაძე პეტრე კანკავას
ნანახია: 1034

გასულ კვირას ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საზოგადოებას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი უფროსი ზაალ აბაზაძე წარუდგინა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ბრძანების თანახმად, 29 ოქტომბერს დაინიშნა. გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას ტურიზმის დეპარტამენტის ახალდანიშნული თავმჯდომარის შესახებ: ზაალ აბაზაძე 1979 წლის 10 დეკემბერს დაიბადა, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ლონდონის ფრენცის კინგის სკოლა და ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ეკავა კომპანია Georgian Events-ის ადმინისტრაციული დირექტორის პოსტი. მისი შრომითი ბიოგრაფია ასეთია: 1997-1999 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის სტაჟიორი გახლდათ, 1999-2003 წლებში მუშაობდა გიდად კულტურულ და სათავგადასავლო ტურებზე, 2002 წელს იყო გაზეთ ჭასჰინგტონ თიმეს-ის საერთაშორისო პროექტების დირექტორის ასისტენტი საქართველოს შესახებ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოხსენებებზე. 2006-2007 წლებში კომპანია Georgian Events-ის პროექტის მენეჯერი, ხოლო 2007-2009 წლებში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Georgian Events-ის ადმინისტრაციული დირექტორის ადგილი ეკავა. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
გთავაზობთ ინტერვიუს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალ თავმჯდომარესთან.
- ბატონო ზაალ, პირველ რიგში გილოცავთ ახალ თანამდებობაზე დანიშვნას და გისურვებთ წარმატებებს. საინტერესოა, რა ბედი ეწევა თქვენი წინამორბედის ხელმძღვანელობის დროს დაწყებულ პროექტებს, გაგრძელდება ეს პროექტები, თუ თქვენ აპირებთ მათში ცვლილებების შეტანას?
- ჩვენი ძირითადი მიზანია, არ გავჩერდეთ და გავაგრძელოთ დაწყებული პროექტები, რომლებშიც იგულისხმება რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებსაც მსვლელობა უკვე მიცემული აქვს. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძირითადი მიზანია, რომ საქმე არ გაფუჭდეს. შეძლებისდაგვარად, რაც ჩვენზეა დამოკიდებული აბსოლიტურად ყველაფერს გავაკეთებთ, მიუხედავად დროის სიმცირისა და რიგი პრობლემებისა. მთავარია, არც ერთი პროექტი არ ჩაგვივარდეს, მათ შორის, როგორც წინა ხელმძღვანელის დროს დაწყებული, ასევე ჩვენს მიერ ინიცირებული.
- იგეგმება თუ არა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში კადრების შემცირება ან ცვლილება და გაგაჩნიათ თუ არა რაიმე კონკრეტული პროგრამა საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის?
- ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ყოველი თანამშრომლისთვის სამუშაო ადგილის შენარჩუნებაა და აქედან გამომდინარე, შიდა კადრებს შეცვლა ან შემცირება არ ემუქრებათ. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ დეპარტმანეტში საკმაოდ მოტივირებული და მობილიზებული კოლექტივი დამხვდა, რომლის წევრებიც პროფესიონალურად უდგებიან თავიანთ საქმეს. ის რამდენიმე დღე, რაც ახალ თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობ კოლექტივთან, რათა ისეთი მიზანმიმართული სტრუქტურა ჩამოყალიბდეს, რომელიც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
თუმცა, თანამშრომლების სწორი გადახარისხება, უხეშად რომ ვთქვათ, სამართლიანად და მხოლოდ და მხოლოდ საქმის მიმდინარეობიდან გამომდინარე მოხდება. მზად ვარ ვითანამშრომლო ტურიზმის სფეროს ექსპერტებთან, რომლებსაც წლების განმავლობაში შეხება აქვთ ამ სფეროსთან და გავითვალისწინოთ მათი იდეები.
ძალიან ბევრი იდეა არსებობს, თუ როგორ შეიძლება ქვეყანაში ტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. პირადად მე მომხრე ვარ, რომ გაიმართოს ღია დისკუსიები, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს მონაწილეობას. ვითანამშრომლებთ თუნდაც კერძო სექტორთან, რათა ამით დავანგრიოთ ის სტერეოტიპი, რომ არსებობს გადაულახავი ბარიერი კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის.
ასევე, დაგეგმილია შიდა ტურიზმის სოციალური კვლევა. აუცილებელია, რომ ძალიან მოკლე დროში გამოიკითხოს ქართული საზოგადოება, თუ რა მოთხოვნილებები გააჩნიათ, რომელი სეზონის ტურისტული მოგზაურობები, კურორტები იზიდავთ, რა პრობლემები აწუხებთ, რათა ეს ყველაფერი ტურიზმის დეპარტამენტის მიერ დარეგულირდეს. რაც შეეხება ზამთრის სეზონთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, ჩვენ საკმაოდ ბევრ ღონისძიებას ვგეგმავთ და ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოება მალე შეიტყობს.
- ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აფერხებს საქართველოში ტურისტული ბიზნესის განვითარებას და ტურისტების რაოდენობის ზრდას, არის სასტუმროების საკმაოდ მაღალი ფასები, რასაც მათი მფლობელები მაღალი გადასახადებით ხსნიან. იგეგმება თუ არა ამ მხრივ რაიმე ღონისძიებების გატარება?
- სასტუმროების ფასების რეგულაცია ფაქიზი თემაა, მას ზოგადად ბაზარი არეგულირებს და კერძო სექტორი, ვისაც ის ეკუთვნის. ბოლოსდაბოლოს, დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და კომუნიზმის კვალი აღარ უნდა ჩანდეს. ასევე საჭიროა იმ სტანდარტების გათვალისწინება, რომელიც აუცილებელია უცხოელი ტურისტების მოსაზიდად. მინდა გითხრათ, რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. მართალია, ფასები საკმაოდ მაღალია, მაგრამ ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ ყველაფერს ცეცხლის ფასი უკიდია. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ზამთრის კურორტების გუდაურისა და ბაკურიანის მომსახურების ფასები. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს 2 კურორტი სხვადასხვა სეგმენტზეა გათვლილი. გუდაურში უფრო განვითარებულია სპორტსკოლები, ტრასები. ეს ყველაფერი ბაკურიანშიც არის, მაგრამ იგი უფრო პატარა სოფელია, სადაც უმეტესად კერძო სახლებია, რომლებიც ქირავდება, ფასები კი განსხვავებულია. ამას, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბაზარი არეგულირებს. ისეთი პრობლემების ქონა, როგორიცაა ცხელი წყალი, გათბობა და ა.შ. თვითონ სასტუმროს მფლობელებზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ტურიზმის დეპარტამენტიც უნდა ჩაერიოს, ან იაქტიუროს, რომ ვიღაცა დააინტერესოს და იზრუნოს ამ პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ დიდი ვალდებულება და პასუხისმგებლობა მაინც მოსახლეობას ეკისრება, რადგან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ აქ არის პერსპექტივა, რითაც შეიძლება ძალიან დიდი შემოსავლების მიღება. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ რაც უფრო უკეთესი პირობებია, მით მეტია მოთხოვნა და შესაბამისად, დამსვენებელიც. ყველაფერი ჯაჭვივით ერთმანეთზეა გადაბმული, ამიტომ ბევრი ხალხის აზრი და დახმარება გვჭირდება, თუ როგორ შეიძლება გამოსავლის პოვნა. არ გვინდა დაპირება, რომ ყველანაირი ინფრასტრუქტურული პრობლემა გადაიჭრება, მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყოს, ამას მარტო ვერ გავაკეთებთ. ერთი სიტყვით, ტურიზმის დეპარტამენტის კარი ყველასთვის ღიაა.
ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ბაზრების სწორად შერჩევა. მაგალითად, ისლანდიის ბაზარზე მუშაობა გაუმართლებელია, რადგან ჯერ მარტო მგზავრობა, ძალიან ძვირი ჯდება, რის გამოც იქაურ ტურისტს არ უღირს საქართველოში ჩამოსვლა. ამიტომ, მეზობელი ქვეყნებიდან უნდა დავიწყოთ ბაზის გაფართოება.

ესაუბრა ანი გუმბერიძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48