ნანახია: 691
სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ბაკურ კვეზერელი თავის უკრაინელ კოლეგას, ტრანსპორტის მინისტრსა და ოდესის გუბერნატორს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ორ ქვეყანას შორის ციტრუსის გადაზიდვის საკითხზე თანამშრომლობა იყო. ახალ წლამდე, უკრაინაში, 40 ათასი ტონა ციტრუსის სწრაფი და ორგანიზებული გადაზიდვა უნდა განხორციელდეს. სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოსა და უკრაინის ოფიციალური პირები, საბორნე გადაზიდვების აწყობასა და გადაზიდვების ტარიფებზე შეთანხმდნენ. “შეთანხმებას მივაღწიეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებიც შეხვედრების დროს განვიხილეთ. წელს უკრაინის ბაზარზე, ციტრუსის დიდი ნაწილი გავა. პარალელურად, მოლაპარაკებებს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ბელორუსთანაც ვაწარმოებთ”, _ განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა.
|