დაუმთავრებელ ძველს მორიგი ახალი პროგრამა ჩაენაცვლება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : დაუმთავრებელ ძველს მორიგი ახალი პროგრამა ჩაენაცვლება
ნანახია: 724

"მთავრობას კონკრეტული დოკუმენტი და დეტალურად გაწერილი გეგმა არ შემოუთავაზებია. ბოლოს და ბოლოს ან გვაჩვენონ ეს გეგმა, ან ის მაინც გვითხრან, რა წერია იქ", _ ასე აფასებდნენ ექსპერტები ივნისის ბოლოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტს ანუ ანტიკრიზისულ გეგმას, ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც მთავრობა ირწმუნებოდა, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არსებობს, პარალელურად კი ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობას იწყებდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ფინანსური პაკეტის მიზნებად ეკონომიკის სტიმულირებას, საბანკო სექტორის აქტივობის ზრდის ხალშეწყობას, სამშენებლო სფეროს მხარდაჭერას და ეკონომიკის რწმენის ზრდას ასახელებდა. ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის ძირითადი ადრესატი საბანკო და სამშენებლო სექტორი იყო.
ხუთპუნქტიანი გეგმის პირველი პუნქტი სამშენებლო სექტორს ეხებოდა, მეორეში საუბარი იყო ბანკების რეგულირების ნორმების შემსუბუქებაზე. მესამე პუნქტის მიხედვით ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან აფორმებს ხელშეკრულებას და მათ გაცვლითი კურსის რისკს უმცირებს. მეოთხეში - 260 მლნ. ლარის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებაა. მეხუთე პუნქტის მიხედვით კი მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს საბანკო სექტორისთვის დამატებითი საკრედიტო რესურსის გამოყოფას სთხოვს. მთლიანობაში ამ პაკეტით, მთავრობა 900 მილიონი დოლარის რესურსის დარჩენას ვარაუდობდა.
ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევდა, რომ მთავრობა "ეკონომიკური სტიმულირების პაკეტით" საკუთარ ბიზნესს დააფინანსებდა, რადგან კარგად არის ცნობილი, რომ სამშენებლო და საბანკო სექტორში ხელისუფლების ფარული წილები მასშტაბურად არის წარმოდგენილი.
დასავლური საფინანსო ინსტიტუტებისა და ქართველი ექსპერტების პესიმისტური პროგნოზების მიუხედავად, ნიკა გილაური შემოდგომაზე ეკონომიკური აქტივობის მეორე ტალღას ელოდებოდა.
გილაურის განმარტებით, სტიმულირების გეგმის ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე მყისიერი არ იქნებოდა და აცხადებდა, _ "ზოგიერთი ღონისძიება შედგეს მომავალი წლის პირველ კვარტალში გამოიღებს, ნაწილი – 2-3 თვის განმავლობაში." მაგრამ აი, გავიდა დაპირებული 2-3 თვე და როგორც ექსპერტები აცხადებენ, რა შედეგებზეა საუბარი, როდესაც ასეთი დოკუმენტი თვალითაც არავის უნახავს, მათ შორის მთავრობაშიც.
მთავრობა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და დაუმთავრებელ ძველს უკვე მორიგი ახალი პროგრამა ჩაენაცვლება, ძველ შედეგებზე საფიქრელად კი უკვე აღარავის ეცლება.
მთავრობამ ძველი გეგმაც არ იკმარა და ამჯერად თვით პრეზიდენტის მონაწილეობით ახალი სტიმულირების გეგმაზე მსჯელობას შეუდგა. ეს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტმა "რედისონის" სასტუმროს გახსნაზე გაახმოვანა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი მონაწილეობით სტიმულირების ახალი სტრატეგია მუშავდება, რომელიც მთავრობის ერთიანმა გუნდმა უნდა განახორციელოს.
ექსპერტები ამ გეგმასაც ეჭვის თვალით უყურებენ და აცხადებენ: "მთავრობა ეკონომიკის სტიმულირების გეგმაზე საუბრობს, მაგრამ არაფერს აკონკრეტებს.… არავითარი სტიმულირების გეგმა შემუშავებული არ არის და ეს ყველაფერი სპონტანური აზროვნების შედეგია."
თუმცა, მათი ეჭვის მიუხედავად, პრეზიდენტს ახალი სტიმულირების გეგმის შესახებ სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ მთავრობა მასზე მუშაობას შესაშური ოპერატიულობით შეუდგა და უკვე პირველ შედეგებს შემოდგომაზე შეგვპირდა.
განსაკუთრებული სისწრაფით ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები გამოირჩეოდნენ და პრეზიდენტის სიტყვიდან რამდენიმე წუთში მათ ახალ პროგრამაზე მუშაობა გააჩაღეს. როგორც აცხადებენ, ამ გეგმაზე მუშაობა უკვე რამდენიმე საკონსულტაციო ჯგუფთან მიმდინარეობს. ეკონომიკის მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, მუშაობა ამ ეტაპზე ორი მიმართულებით ხორციელდება.
პირველ რიგში, ქართული კომპანიების მენეჯმენტის წარმომადგენლებისა და ექსპერტებისგან შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო და, ასევე, უცხოური საკონსულტაციო საბჭო. ეკონომიკური განვითარების გეგმაც სწორედ აღნიშნულ საბჭოებთან კონსულტაციის შედეგად ჩამოყალიბდება. პოლოლიკაშვილის განცხადებით, დაგეგმილია როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გეგმის შემუშავებაც, რომლის დეტალებიც, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.
მინისტრის აზრით, ეკონომიკის განვითარების გეგმა კრიზისის შემდგომ პერიოდზე იქნება გათვლილი და ამ გეგმას ქართველი მენეჯერების და უცხოელი კონსულტანტებისგან შემდგარი ჯგუფი მოამზადებს.
ახალ სტრატეგიაზე უფრო ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ფინანსთა მინისტრს კახა ბაინდურაშვილს. მართალია, ეკონომიკის ახალი მინისტრის მსგავსად ისიც დაეწაფა ახალ ინიციატივას, მაგრამ ბაინდურაშვილი ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გარკვეული და მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა აქვს.
ფინანსთა მინისტრის აზრით, ახალი პროგრამა ქართული ეკონომიკის განვითარებას დამატებით ბიძგს მისცემს. ის ამტკიცებს, რომ აღნიშნული გეგმა გაცილებით ფართომასშტაბიანია, ვიდრე ეკონომიკის სტიმულირების ხუთპუნქტიანი გეგმა.
ვერაფერს იტყვი, საოცარი ოპტიმისტურობით გამოირჩევა ჩვენი მთავრობა და დიდ გეგმებსაც აწყობს ახალ სტიმულირების პაკეტთან დაკავშირებით, თუმცა ვერავინ მოთვლის ეს მერამდენე ანტიკრიზისული პროგრამა თუ ეკონომიკური სტიმულირების გეგმაა, მაგრამ პრეზიდენტი ითხოვს, მთავრობა ასრულებს, შედეგი კი, როგორც ყოველთვის, არსად ჩანს.
ექსპერტთა უმრავლესობა მთავრობის განცხადებებს, ანტიკრიზისული და ეკონომიკის სტიმულირების გეგმების შესახებ, ბავშვურ თამაშს უწოდებს და მთავრობის მორიგ პიარ-აქციად თვლიან.
"მე, სამწუხაროდ, ასეთ პროგრამებს არ ვიცნობ. ის, რაც ითქვა, ეს მხოლოდ პიარის თვალსაზრისით იყო, თორემ კონკრეტული პროგრამა, დაწერილი, დასაბუთებული მე არ მაქვს ნანახი", – განაცხადა ექსპერტმა ნოდარ ხადურმა.
საინტერესოა კიდევ რამდენი ეკონომიკური სტიმულირების გეგმა აქვს მთავრობას მარაგში და შედეგებს ვინ ამბობს, საერთოდ ვნახავთ კი ოდესმე მსგავს დოკუმენტს საკუთარი თვალით?


ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48