რას შეეწირა ლაშა ჟვანია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : რას შეეწირა ლაშა ჟვანია
ნანახია: 702

საქართველოში მინისტრები ყოველ სამ თვეში ერთხელ იცვლებიან და გადადგომის თუ მოხსნის მიზეზებსაც ერთმანეთზე უცნაურს ასახლებენ. ზოგს სასწრაფო მკურნალობა დასჭირდება ხოლმე, ზოგი მინისტრად დანიშვნის შემდეგ ხვდება, რომ საზღვარგარეთ უნდა წავიდეს სწავლის გასაგრძელებლად, ზოგი კი დანიშვნიდან 1 წლის შემდეგ ამოწურავს ხოლმე საკუთარ რესურსებს მინისტრის თანამდებობაზე.
ანალოგიურად, უცნაურად მოხსნეს ეკონომიკური განვითარების წინა მინისტრი ლაშა ჟვანია, რომელმაც სულაც კახეთში მოსახლეობასთან შესახვედრად მიმავალმა გზაში გაიგო, რომ მინისტრი აღარ იყო და ისიც იძულებული იყო უკან მობრუნებულიყო. დაბრუნებულმა ჟვანიამ სასწრაფოდ პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც ქართველ ხალხს ამცნო თუ რა "უნიჭო" პრემიერია გილაური და როგორი ერთგულია თავად პრეზიდენტ სააკაშვილისა.
დაპირისპირება ჟვანიას მინისტრად დანიშვნის დღიდანვე დაიწყო, როდესაც მან ბენდუქიძის და მისი გუნდის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა და მისგან გამიჯვნა მოინდომა. უკვე მაშინ დაუშვა შეცდომა ლაშა ჟვანიამ, როცა ვერ გათვალა, თუ ვის უპირისპირდებოდა. ბენდუქიძე ხომ ქართული ეკონომიკური პოლიტიკის იდეოლოგი და საქართველოს არაოფიციალური პრემიერ-მინისტრია. ჟვანიამ კი მუშაობის დაწყებისთანავე ეკონომიკის სამინისტროში ბენდუქიძის ეკონომიკური გუნდის წევრები სამსახურიდან გაანთავისუფლა და ბურუსით მოსილი პრივატიზაციის პროცესი შეაჩერა. მან ამით, მანამდე არსებული ეკონომიკის ყველა მინისტრისგან განსხვავებით, ბენდუქიძის ჩრდილიდან გამოყვანა მოინდომა, რითაც ფაქტიურად ბეწვის ხიდზე სიარული დაიწყო. მაშინვე ცნობილი იყო, რომ იგი, ადრე თუ გვიან, სწორედ ბენდუქიძესთან დაპირისპირებას შეეწირებოდა.
ბენდუქიძე არ შეეგუა მისი მიმდევრების ეკონომიკის სამინისტროდან გაშვებას და რაც არ უნდა საოცარი იყოს, გათავისუფლებული თამარ კოვზირიძე და ვახტანგ ლეჟავა პრემიერ-მინისტრ გილაურს ეკონომიკურ მრჩევლებად დაუნიშნა. უკვე აქ გამოჩნდა, რომ დაპირისპირება, ადრე თუ გვიან, უფრო მწვავე ფორმებს მიიღებდა.
ამ დაპირისპირებაში გადამწყვეტი და ჟვანიასთვის საბედისწერო, მოხსნამდე ერთი თვით ადრე მის მიერ გაკეთებული განცხადება აღმოჩნდა, სადაც ის აცხადებდა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებელი იყო ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა. ამასთან, ყოფილი მინისტრის აზრით, 2010 წლიდან "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" კანონის ის ორი მუხლი უნდა შესულიყო ძალაში, რომელიც ავალდებულებდა ყველა საშუალო და მსხვილ სურსათის მწარმოებელ საწარმოს, რომ დაენერგათ სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა, იგივე "HACCP", რაც თავის მხრივ, აუცილებელ პირობას წარმოადგენს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გასაფორმებლად და მის ბაზარზე პროდუქციის შესაღწევად. რაც შეეხება ანტიმონოპოლიურ სამსახურს, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებისთვის ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა და მისი რეალური ფუნქციონირება ევროკავშირის მოთხოვნაა. ეს კი ბოლო წვეთი აღმოჩნდა ბატონი ბენდუქიძისთვის, რომელიც უკვე 5 წელია საქართველოში ლიბერალურ ეკონომიკას აშენებს და მისთვის ყოველგვარი მარეგულირებლები ყოვლად მიუღებელია, მათ შორის ანტიმონოპოლიური სამსახურიც, რომელიც თავის დროზე სწორედ მისი გადაწყვეტილებით გაუქმდა.
მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ჟვანია მოხსნეს, თანაც ისე, რომ მას ამის შესახებ არც კი შეატყობინეს.
ფაქტი ერთია, ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას ერთი ადამიანი განაგებს და მის აზრს დღეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე თუნდაც მოქმედი პრემიერის.
ასე რომ, ვინც არ უნდა იყოს ეკონომიკის მინისტრი, ან ბენდუქიძის მოსაზრებები უნდა გაიზიაროს, ანდა მას ასევე მოულოდნელად თვითმფრინავში ან ავტომობილში მყოფს მოხსნიან თანამდებობიდან და მერე ამტკიცოს, თუ რამდენად ერთგულია პრეზიდენტის და როგორი უნიჭოა პრემიერ-მინისტრი.
რაც შეეხება ეკონომიკის ახალ მინისტრს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, მან კარგად გაითვალისწინა მისი წინამორბედის გამოცდილება და შესაბამისად, წყნარად მიყვება ლიბერალიზაციის იმ ახალ ტალღას, რომლის დაწყების შესახებ პრეზიდენტმა სულ ორიოდე დღის წინ გვამცნო.

შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48