ეკონომიკურად დანგრეულ მსოფლიოში საქართველო ოაზისი ვერ იქნება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : ეკონომიკურად დანგრეულ მსოფლიოში საქართველო ოაზისი ვერ იქნება
ნანახია: 588

დღეს სიტყვა კრიზისი ყველაზე ხშირად გამოყენებადი და პოპულარული სიტყვაა. მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს. ასე თუ ისე, ის ყველას შეეხო. ვიღაცას ხელფასი შეუმცირეს, ვიღაცა გაათავისუფლეს სამსახურიდან, ზოგს კი კრედიტი არ მისცეს. ფინანსური კრიზისის ნიშნები საქართველოშიც შეინიშნება, თანაც საკმაოდ მძაფრად.
მთავრობის წარმომადგენლებიდან ყველა აღიარებს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში რეცესიაა, მაგრამ არა კრიზისი. თუმცა ზუსტი ზღვარი რეცესიასა და კრიზისს შორის არავის დაუდგენია.
უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მინისტრთა კაბინეტის მუშაობის ექვსი თვის შედეგი შეაჯამა და განაცხადა: მსოფლიო ფინანსური კრიზისი რომ დაიწყო, ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ახლა ეკონომიკური აღმავლობის გზაზე ვართ, საბანკო სისტემა ამუშავდა, იაფი დაზღვევით 120 ათასი კაცი დაიზღვა, საზღვარგარეთ საბიუჯეტო დაფინანსებით 130 ახალგაზრდა გავუშვით, დაპირებულ კრედიტებსაც მივიღებთ და, მოკლედ, არაფერი გვიჭირსო.
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში აქტივობის ზრდას უკვე მეოთხე კვარტლიდან ელოდება. ამასთან მთავრობაში მიიჩნევენ, რომ საგარეო ვალის არსებული მაჩვენებელი არ არის დიდი და არც მომავალში მივა მაღალ ნიშნულამდე.
კი, როგორ არა, წინ მივფრინავთ! ეს ყველას სურვილია, მაგრამ ფაქტები ჯიუტია და სულ სხვას მეტყველებენ. ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი წამყვან ქვეყნებში ჯერ არ დაძლეულა, მხოლოდ სტაბილიზაციის რაღაც ნიშნები შეინიშნება და ამ დროს განსაკუთრებული ენთუზიაზმით საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სტაბილურობა დამყარდა და ეკონომიკური აღმავლობის გზაზე ვართ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ოპტიმისტური და გადამეტებულია. ჩვენ მთლიანად დასავლეთზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და რაკი იქ ჯერჯერობით პრობლემები დაძლეული არ არის, საქართველოზე ამის თქმა, მითუმეტეს არაადეკვატურია.
საქართველოში ეკონომიკური კრიზისი, ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო კრიზისი რომც არ განვითარებულიყო, მაინც დადგებოდა. საქმე ის გახლავთ, რომ ამის საფუძვლები საქართველოს ეკონომიკაში არსებობდა. გაბერილი საინვესტიციო ბუმი უძრავ ქონებაში, პრაქტიკულად, არანაირ პროდუქტს არ ქმნიდა ქვეყნის ეკონომიკაში. გაბერილი ინვესტიციები, ანუ გაბერილი საფინანსო ბუშტი, რომელსაც ეკონომიკური საფუძველი არ ჰქონდა _ გასკდა. უბრალოდ, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ეს პროცესები დააჩქარა.
ის ფაქტი, რომ რამდენიმე სამშენებლო კომპანია მიიღებს ფულს, არ ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა კრიზისიდან გამოვა. ამით რამდენიმე პრივილეგირებული ჯგუფი დაძლევს თავის პრობლემებს. სამუშაო ადგილები რომ იკარგება, ბიზნესაქტივობა მცირდება, ყველანაირი ბიზნესი უსახსროდაა დარჩენილი და საბანკო სექტორი ჯერ ეკონომიკის დაფინანსებას ნორმალურად ვერ ახერხებს, ეს ხელს უშლის კრიზისიდან გამოსვლას. ის, რომ მხოლოდ ხელისუფლება აქტიურობს და ინფრასტრუქტურაში დებს ყველა შემოსულ სახსრებს და პარალელურად ბიზნესის სტიმულირება არ ხდება _ არასწორია. ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდება, ეს დროებით შექმნილი სამუშაო ადგილები კი ისევ დაიკარგება და ხანგრძლივ პერსპექტივაში ძნელი აღსადგენი იქნება.
როგორ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ 2009 წელს საქართველოს ეკონომიკა კრიზისიდან, თუნდაც რეცესიიდან გამოდის და აღმავლობის გზაზეა, მაშინ როცა ჩვენი ეკონომიკა ოფიციალური მონაცემებით 4%-ით მცირდება, ამ წელლს, წინა წელთან შედარებით, მცირე ბიზნესის საწარმოები 30%-ით შემცირდა (ანუ გაკოტრდნენ), მთავრობას დაგეგმილი ბიუჯეტის შეცვლა მოუხდა, სადაც გადასახადებიდან შემოსავლების ნაწილში 500 მლნ.-იანი შემცირება მოხდა, ამასთან წლის დასაწყისში დაგეგმილი მშპ-ის 1,5%-იანი ზრდა 4%-ით შეიცვალა და საერთოდ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ კოტრდება ესა თუ ის ბიზნესი. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ყველა სამშენებლო კომპანიის 90%-ს შეწყვეტილი აქვს საქმიანობა და ბანკების თითქმის იმდენივე პროცენტი კრედიტებს ან არ გასცემს ან წარმოუდგენლად მაღალ პროცენტს და რთულ პირობებს სთავაზობს კლიენტებს.
ამასთან, იმპორტ-ექსპორტის ბალანსი კატასტროფულია, მაშინ როცა იმპორტი გაქვს 22%-ი და ექსპორტი 88%-ი. როდესაც სამეწარმეო სექტორი, ეკონომიკის რეალური სექტორი, პრაქტიკულად არ გვაქვს და დამატებითი ღირებულება ქვეყანაში პრაქტიკულად არ იქმნება. ამის გარდა, საგარეო ვალმა უკვე ბიუჯეტის ადეკვატურ ციფრს მიაღწია, რაც ქვეყანას დეფოლტის საფრთხის ქვეშ აყენებს. აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო ვალი 33%-ით არის გაზრდილი და პირველი სექტემბრის მდგომარეობით 5,228 მლრდ. ლარს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომერციული კრედიტები, ფაქტობრივად, აღარ გაიცემა.
ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც დღეისთვის საქართველოს ეკონომიკაში არსებობს. მიუხედავად დიდი სურვილისა, ფაქტი სახეზეა. რადგან დღეს ვარდნა გრძელდება და არ შეჩერებულა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ კრიზისი გრძელდება. თუ ვიღაცას უნდა, რომ ამას მაინცადამაინც რეცესია უწოდოს, დაე, უწოდოს, მაგრამ რეალობას ეს არ ცვლის.





ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48