ნანახია: 639
როგორც ცნობილია, მსოფლიო ბანკში საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგებისა და აგვისტოს ომისგან გამოწვეული ზიანის აღმოსაფხვრელად შეიქმნა. მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს განცხადებით, მათ მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2009-2012 წლებში საქართველოსთვის 740-900 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე. ბანკის განცხადებით, ახალი სტრატეგია ინვესტირებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, მთელ რიგ რეფორმებს ჯანდაცვის სფეროში და ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს შექმნაში ითვალისწინებს. 10 სექტემბერს მსოფლიო ბანკმა ასევე 147 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა, რომელიცAაღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქციას უნდა მოხმარდეს.Eიგი არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია, რომელიც საქართველოს ძირითადი სატრანსპორტო დერეფნის რეაბილიტაციას ისახავს მიზნად. სამხრეთ კავკასიაში, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის ასად ალამის განცხადებით ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი საქართველოსთან პარტნიორობის ახალი სტრატეგიის ,,მთავარი ელემენტია~. საქართველომ მსოფლიო ბანკისგან 46 პროექტის განსახორციელებლად 1.2 მილიარდამდე აშშ დოლარის ოდენობის სესხი მიიღო. 1995 წელს კი საქართველო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წევრი და აქციონერია. მათ უკვე 449 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოყვეს 30 პროექტის დასაფინანსებლად. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ამჟამად საქართველოში უკვე 11 პროექტში ჩაიდო ინვესტიცია. ეს ეხება ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის, გზებისMმშენებლობის საკითხებს. ასევე მუნიციპალური განვითარების სფეროს და იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის პროგრამას. ამ ეტაპზე საქართველოს ვალი მსოფლიო ბანკის მიმართ 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ქეთი სიხუაშვილი
.
|