ნანახია: 722
პოლიტიკური პარტია "მომავალი საქართველოს" ოფისში, პარტიის ლიდერმა გიორგი ლაღიძემ კომპანია "ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ლაღიძემ გაზეთ "ბანკები და ფინანსებთან" განაცხადა: "პირველ ივნისს ჩვენმა პარტიამ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას, რათა პროკურატურას "ყაზტრანსგაზის" საქმიანობა შეესწავლა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კომპანია ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევს და სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის. მის მიერ კანონონდარღვევებთან დაკავშირებით Uუამრავი ინფორმაცია არსებობს. მე ვითხოვდი პროკურატურისგან კომპანიის საქმიანობა კომპლექსურად შეესწავლათ და ამ ყველაფერზე კანონის შესაბამისი რეაგირება მომხდარიყო. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ საკითხის შესწავლა დაიწყო. გუშინ ამის შესახებ წერილი მივიღე. მთავარი პროკურატურა, საგამომძიებლო ნაწილის უფროსს ჯონი მაჭავარიანს ავალებს, რომ ეს საქმე შეისწავლოს. მე იმედს ვიტოვებ, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და ამ კომპანიის წარმომადგენლებს შესაბამისი პასუხი მოეთხოვებათ. ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა. ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ამ საკითხს ბოლომდე მივყვებით~. გიორგი ღვალაძემ ასევე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა არ იქნება ობიექტური, პოლიტიკური პარტია `მომავალი საქართველო~ მათ გადაწყვეტილებას ყველა ინსტაციაში… გაასაჩივრებს.
ანი გუმბერიძე
|