მეთოდები, რომლითაც მთავრობა მოწინააღმდეგეებს ებრძვის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : მეთოდები, რომლითაც მთავრობა მოწინააღმდეგეებს ებრძვის
ნანახია: 613

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, თბილისის საგადასახადო ინსპექციამ ქონების გადასახადი დააკისრა. საქმე ეხება წყნეთის აგარაკს, რომელიც ბურჯანაძეს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე 2008 წლის მაისში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადაეცა. აგარაკის ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა და სახლის ფასი 12 მილიონი ლარით განსაზღვრა. ქალბატონ ნინოს ამ თანხის 20%-ის გადახდა მოუწევს.
ნინო ბურჯანაძე დაკისრებულ გადასახადს არ ცნობს. მან თბილისის საქალაქო სასამართლოს საგადასახადო კანონმდებლობით დაკისრებული ქონების გადასახადის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ბურჯანაძის საქმის განხილვა უკვე შედგა და პროცესი 17 ივლისს განახლდება, რის შედეგადაც სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს.
ბურჯანაძეს ქონებრივი დეკლარაცია 2009 წლის 1 აპრილამდე უნდა წარედგინა, მაგრამ მისი ადვოკატის განცხადებით, ობიექტური მიზეზების გამო, ეს პროცესი დაგვიანდა და ქალბატონი ნინო მზადაა დაგვიანებისთვის გადაიხადოს ჯარიმა - 200 ლარის ოდენობით.
აგარაკის ღირებულება, რომელიც ექსპერტიზამ 12 მილიონი ლარით განსაზღვრა, მნიშვნელოვნად აღემატება ქალბატონი ნინო ბურჯანაძის მიერ მითითებულ ღირებულებას. უცნობია, თუ რა მეთოდებითა და ხერხებით დაადგინა საგადასახადო კომისიამ აგარაკის საბაზრო ღირებულება, მაშინ როცა საქართველოში არ არსებობს საბაზრო ღირებულების გამოთვლის წესი. ღირებულება, რომელიც წარმოადგინა ექსერტიზამ, არ ეყრდნობა არანაირ მონაცემებს, კომისიის წევრებს არ უსარგებლიათ არანაირი ინფორმაციითა და მეთოდებით. გამოდის, რომ მათ უბრალოდ ნახეს და შეაფასეს. ექსპერტიზის ფორმალური დადგენილება, ყოველგვარი შემოწმებისა და განხილვის გარეშე გაიზიარა საგადასახადო კომისიამ, მაშინ როცა საგადასახადო კოდექსის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს, რომ საგადასახადო ორგანომ უნდა წარმოადგინოს ობიექტური კრიტერიუმები, რომელთა გამოყენებითაც დაადგინა ქონების საბაზრო ღირებულება. ამ შემთხვევაში კი ამას ადგილი არ ჰქონია. გამოდის, რომ საგადასახადო კომისიას იგივე წარმატებით შეეძლო აგარაკის ღირებულება 12 კი არა, 15 მილიონით განესაზღვრა, თუ ამას არც დაასაბუთებდა.
გარდა ამისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლში ვკითხულობთ: "საქმის გარემოების იდენტურობის შემთხვევაში, დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება". ანუ, ადმინისტრაციულ ორგანოს (ამ შემთხვევაში საგადასახადო კომისიას), არ აქვს უფლება მსგავს სიტუაციაში მყოფი პირთა საქმეები განსხვავებულად განიხილოს. შემთხვევები კი, როცა ამა თუU იმ თანამდებობის პირს სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სახის უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცა, საქართველოში არაერთგზის დაფიქსირებულა. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, არცთუ დიდი ხნის წინ, საცხოვრებელი ბინები ბათუმში, გრიბოედოვის, რუსთაველისა და ერას ქუჩაზე, სიმბოლურ ფასად - 100 ლარად გადაეცათ. ეს ფაქტი თავისთავად ცუდი არაა, რადგან სახელმწიფო თავის მოსამართლეებზე უნდა ზრუნავდეს, მაგრამ მაშინ უნდა წარმოდგენილი იქნეს მეთოდები, რომლითაც იხელმძღვანელეს ამ პირების ქონების შეფასებისას და დაგვარწმუნონ, რომ იგი იმ მეთოდების იდენტურია, რომლითაც ბურჯანაძის ქონება იქნა შეფასებული. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, მსგავსი შემთხვევა კი მრავალი.
ნინო ბურჯანაძის ადვოკატი გოჩა სვანიძე აცხადებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო არასწორად იქცევა. მან ფინანსთა სამინისტროს განმარტებისთვისაც მიმართა და მოსთხოვა, რომ მათთვის წარმოედგინა ანალოგიურ შემთხვევებზე დარიცხული გადასახადების ოდენობა. იგი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ვერც ერთ შემთხვევას ვერ ნახავს, რომ კანონის ასეთი განმარტება, როგორიც ნინო ბურჯანაძის მიმართ გამოიყენეს, ვინმეს მიმართ ყოფილიყო გამოყენებული: "ვიცი, რომ ეს პროცესი ნინო ბურჯანაძის მიმართ შემთხვევით არ მიმდინარეობს. მე იურისტი ვარ და პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ, მაგრამ როცა გარკვეულ ვარაუდებსა და გათვლებზეა საუბარი, უფლება მაქვს და გამოვიყენებ კიდეც ამ უფლებას, რომ ჩემი ვარაუდი გამოვთქვა. ვინაიდან აქ მე ვერანაირ მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას ვერ ვხედავ. ცხადია, რომ გადაწყვეტილება ბურჯანაძის მიმართ, მიღებული იქნა პოლიტიკური მოტივაციით და იგი განაპირობა ქალბატონი ნინოს პოლიტიკურმა საქმიანობამ. ეს არის ხერხი, რითიც დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს მოწინააღმდეგეებს გაუსწორდეს",- აცხადებს გოჩა სვანიძე.
იმ შემთხვევაში, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო უარყოფით განაჩენს გამოიტანს, ბატონი გოჩას თქმით, საქმეს გაგრძელება მოჰყვება, რადგან არც მას და არც ქალბატონ ნინოს არ სურთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც ასეა ამოვარდნილი სამართლებრივი ჩარჩოებიდან. აქედან გამომდინარე, განაჩენი შემდგომ ინსტანციებში გასაჩივრდება.

თაკო მათეშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48