რა დაჯდა პრეზიდენტის სასახლის აშენება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : რა დაჯდა პრეზიდენტის სასახლის აშენება
ნანახია: 873

საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ასაშენებლად დახარჯული თანხის ოდენობა ყბადაღებულ თემად იქცა. საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვა სავარაუდო თანხებს ასახელებდნენ. ამ პრობლემის "გადასაჭრელად" გასულ კვირას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რაიონებიდან ჩამოყვანილ მოსწავლეებს ადგილზე, ხოლო ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობას ტელევიზიის საშუალებით "საიდუმლოებით" მოცული ავლაბრის რეზიდენცია დაათვალიერებინა და ამ მართლაც უზარმაზარი შენობის სტრუქტურაში გასარკვევად გიდობაც საკუთარ თავზე აიღო (სხვა საკითხია რამდენად კარგად). მასპინძლის თქმით, ავლაბარში წამოჭიმული შენობა რეზიდენცია კია არა პრეზიდენტის სასახლეა და იგი არამარტო მისი, არამედ ყველა ქართველის საკუთრებაა. (დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენც რომ გაგახსენდით).
ბავშვების გაოცებული სახეებით აღფრთოვანებულმა მიხეილ სააკაშვილმა ბავშვებს სასახლის ასაშენებლად გაწეული ხარჯების ოდენობაც გაუმხილა. მისი განცხადებით, ეს "სიამოვნება" საქართველოსთვის ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ გაწეული ხარჯების პროცენტის მეხუთედზე ნაკლებია და იგი მთელი ამ ხარჯების 0,17%-ია. B&F-მა ამ თანხის დადგენა უბრალო არითმეტიკული გამოთვლებით გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ ჩვენს ქვეყანას პრეზიდენტის სასახლე, პრეზიდენტისვე განცხადებით, 46,5 მილიონი ლარი დაჯდა. შეიძლება ეს თანხა სხვა ქვეყნებისთვის არც ისე დიდი იყოს პრეზიდენტის სასახლის ასაშენებლად, მაგრამ საქართველოსთვის, სადაც მოსახლეობის მესამედი ღარიბია და შიმშილობს, ასეთი მასშტაბების სასახლის აშენება და მასზე 46,5 მილიონი ლარის დახარჯვა, ნამდვილად დიდი ფუფუნებაა.
სააკაშვილმა მოსწავლეებს ეზოში დადგმული ახალი მონუმენტიც აჩვენა, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლების სამ შტოს განასახიერებს. ეს მონუმენტი მუდმივად ბრუნავს და უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ სოლიდურია. საინტერესოა, მისი შეძენა და ჩამოტანა სახელმწიფო ხარჯების რამდენი პროცენტი დაჯდა, ან ამ მონუმენტის 24 საათიანი ბრუნვა რა უჯდება ქართველ ხალხს.
პრეზიდენტმა არც საკუთარი კაბინეტი დატოვა საიდუმლოდ და მოსწავლეებს ისიც დაათვალიერებინა. ბოლოს კი ფიროსმანის ნახატის რეზიდენციაში გადატანის ამბავიც გაიხსენა: "მუზეუმის საცავში 147 ფიროსმანის ნამუშევარი ინახება, მაგრამ იქ ხალხი არ დადის, აქ უფრო მეტი ადამიანი მოდის, ვიდრე მუზეუმში. მინდოდა ამით ქართული ეროვნული კულტურა გამოფენილიყო, სადაც ბევრი ადამიანი ნახავს". ნეტავ სხვა ქვეყნებში პრეზიდენტებს თუ აქვთ თავიანთ კაბინეტებში რამდენიმე ასეულ ათასად ან მილიონად შეფასებული ნივთები, ან მუზეუმებიდან თუ გამოაქვთ ნივთები და კაბინეტებში კიდებენ საკუთარი სიამოვნებისთვის. ძალიან მეეჭვება. ერთი რამ შეიძლება ითქვას: ის, რომ საქართველოში პრეზიდენტის კაბინეტში უფრო მეტი ადამიანი დადის, ვიდრე ეროვნულ მუზეუმში, ეს ქართველი ხალხის უბედურებაა და არა პრეზიდენტის ფუფუნების საფუძველი და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რაც კი ღირებული გაგვაჩნია, წავიღოთ და პრეზიდენტის კაბინეტში დავუდოთ ბინა.

შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48