ნანახია: 840
2009 წლის 26 ივნისს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გაიმართება. აუქციონზე გამოტანილი იქნება 21 ობიექტი სენაკის, მცხეთის, ნინოწმინდის, ცაგერის, ჩხოროწყუს, ვანის, თიანეთის, ტყიბულის, ასპინძის, ხობის, გორის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, თეთრიწყაროს, ხონის, ყაზბეგის, გურჯაანისა და ლენტეხის რაიონებში.
|