გაზეთ "ბანკები და ფინანსების" სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრი IPL.
გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ქ. თბილისში 5-6 ივნისს. გამოიკითხა 400 რესპონდენტი
1. რომელ პოლიტიკოსს ენდობით ყველაზე მეტად?
პოლიტიკოსები და პარტიები (გაერთიანებები) კითხვარში მოცემული იყო ანბანური რიგით. გაჩეჩილაძე ლევან _____________ 47 _____________ 11,8%
სანიკიძე გუბაზ _______________ 42 ____________- 10,5%
ალასანია ირაკლი ______________ 37 _____________ 9,2%
ნათელაშვილი შალვა ___________ 32 _____________ 8,0%
სააკაშვილი მიხეილ ____________ 29 _____________- 7,2%
გამყრელიძე დავით _____________ 28 ______________ 7,0%
ბურჯანაძე ნინო ______________ 21 ______________ 5,2%
ძიძიგური ზვიად ______________ 21 ______________ 5,2%
შარტავა კახა ________________ 19 ______________ 4,7%
ზურაბიშვილი სალომე __________ 17 ______________ 4,3%
ოქრუაშვილი ირაკლი ___________ 14 ______________ 3,5%
თარგამაძე გიორგი _____________ 12 ______________ 3.0%
დავითაშვილი კობა ____________ 11 ______________ 2,7%
უსუფაშვილი დავით ____________ 9 _______________ 2,2%
უგულავა გიგი _______________ 7 _______________ 1,7%
გამსახურდია კონსტანტინე ______- 7 _______________ 1,7%
ბერძენიშვილი დავით ___________ 6 _______________ 1,5%
მაისაშვილი გია _____________ 5 _______________ 1,2%
ნოღაიდელი ზურაბ _____________ 4 _______________ 1,0%
თორთლაძე გია ________________ 2 _______________ 0,5%
დავით ბაქრაძე ________________ 1 _______________0,2%
არცერთი ________________ 27 _______________ 6,7%
2. დღეს რომ საპარლამენტო არჩევნების დღე იყოს, რომელ პარტიას (გაერთიანებას) მისცემდით ხმას.გაერთიანებული ოპოზიცია (ლევან გაჩეჩილაძე, გია გაჩეჩილაძე) _______ 54 ________ 13,6%
ეროვნული ფორუმი (კახა შარტავა, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი მელაშვილი) _________ 48 ______ 12,1%
ალასანიას პოლიტიკური გუნდი (ირაკლი ალასანია) _____ 37 _______ 9,3%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (მიხეილ სააკაშვილი) _____ 32 _____ 8,1%
ლეიბორისტული პარტია (შალვა ნათელაშვილი) ________ 29 ________ 7,3%
დემოკრატიული ფრონტი-ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) ___ 26-__________ 6,7%
ახალი მემარჯვენეები (დავით გამყრელიძე, დავით საგანელიძე, ფიქრია ჩიხრაძე, მანანა ნაჭყებია) ___ 24 __ 6,0
საქართველოს გზა (სალომე ზურაბიშვილი) __________ 20 _________ 5,0%
კონსერვატიული პარტია (ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა) _______ 19 _____ 4,8%
ქრისტიან-დემოკრატიული პარტია (გიორგი თარგამაძე) _______ 14______ 3,7%
მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის (ირაკლი ოქრუაშვილი, ეკა ბესელია) ________ 14 _________ 3,7%
ხალხის პარტია (კობა დავითაშვილი) ___________ 12 __________ 3,0%
რესპუბლიკური პარტია (დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, ლევან ბერძენიშვილი, დავით ბერძენიშვილი) _____ 12 _____ 3,0%
მომავლის პარტია (გია მაისაშვილი) __________ 8 ________ 2,0%
თავისუფლება (კონსტანტინე გამსახურდია, სანდრო ბრეგაძე) ____ 8 ___ 2,0%
სამართლიანობის პარტია (ზურაბ ნოღაიდელი) _________ 6 ________ 1,5%
ქალთა პარტია (გუგული მაღრაძე) ________ 5 ________ 1,2%
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ბაჩუკი ქარდავა) ________ 4 ________ 1%
ტრადიციონალისტთა კავშირი (აკაკი ასათიანი) _________ 4 ________ 1%
ქართული დასი (ჯონდი ბარათურია) _________ 1 _________ 0,2%
არცერთი _________ 14_________ 4,5%
3. მხარს უჭერთ თუ არა რეფერენდუმის ჩატარებას საკითხზე, - უნდა დაინიშნოს თუ არა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები?ა. დიახ ________ 307 ______ 52,4%
ბ. არა _________ 63 ______ 15,9%
გ. მიჭირს პასუხის გაცემა _______ 26 ________ 6,5%
4. მხარს უჭერდით თუ არა 9 აპრილის - 26 მაისის საპროტესტო აქციებს?ა. დიახ _________ 187 ________ 47%
ბ. არა _________ 134 _________ 34%
გ. არ მაქვს პასუხი ________ 71 _________ 18%
5. უნდა გაგრძელდეს თუ არა ქუჩის აქციები და შენობების, მაგისტრალების პიკეტირება?ა. უნდა გაგრძელდეს ________ 164 ________ 41%
ბ. უნდა შეწყდეს _________ 137 _________ 35%
გ. უნდა შეწყდეს ხელისუფლებასთან გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში _______ 78 _______ 19%
დ. უნდა შეწყდეს გარკვეული დროით ________ 12 ________ 3%
6. მხარს უჭერთ თუ არა საპროტესტო აქციების ორგანოზატორებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა დასხდომას მოლაპარაკების მაგიდასთან?ა. მხარს ვუჭერ უპირობო მოლაპარაკებებს ________ 74 ________ 18%
ბ. მხარს ვუჭერ შედეგზე ორიენტირებულ მოლაპარაკებებს ___ 149 ____ 39%
გ. მხარს ვუჭერ, თუ ის გაიმართება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე _______ 112 _______ 28%
დ. არ ვუჭერ მხარს ________ 36 ________ 9%
ე. არ მაქვს აზრი ________ 17 ________ 4%
7. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საჭიროა ოპოზიციის ერთიანობა?ა. დიახ ________ 314 _________ 81%
ბ. არა ________ 42 _________ 10%
გ. არ მაქვს პასუხი ________ 37 ________ 9%
8. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ოპოზიციას უნდა ჰყავდეს ერთი გამოკვეთილი ლიდერი?ა. დიახ _______ 263 ________ 69%
ბ. არა _______ 82 _______ 23%
გ. არ მაქვს პასუხი _______ 32 ________ 8%
9. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ოპოზიცია (ე.წ. რადიკალური) გაიხლიჩა?ა. დიახ ________ 246 ________ 63%
ბ. არა ________ 97 ________ 24%
გ. არ მაქვს პასუხი ________ 48 ________ 12%
10. თვლით თუ არა, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კრედიტების ვერგადამხდელთა დავალიანების ბანკებიდან საკუთარ თავზე აღების და გადავადების შესახებ?ა. დიახ ________ 231 ________ 58%
ბ. არა ________ 94 ________ 24%
გ. არ მაქვს პასუხი _______ 67 ________ 17%
11. მხარს უჭერთ თუ არა ბიზნესის და მეწარმეობის ხელშესაწყობად ფინანსური ამნისტიის გატარებას?ა. მხარს ვუჭერ ________ 308 _______ 78%
ბ. არ ვუჭერ მხარს _______ 37 _______ 9%
გ. არ მაქვს აზრი ________ 46 _______ 12%
12. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე და აგვისტოს ომამდე) თქვენი და თქვენი ოჯახის შემოსავლები და ეკონომიური მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?ა. გაუმჯობესდა _______ 84 _______ 21%
ბ. გაუარესდა ______ 226 _______ 59%
გ მიჭირს პასუხის გაცემა _______ 77 _______ 20%
რეიტინგების მაგია
დიდი ხანია აღარ ქვეყნდება პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების რეიტინგები. ფაქტობრივად "ვარდების რევოლუციამ" მოუღო ბოლო სოციოლოგიური კვლევების საჯაროობასა და გამჭვირვალობას. სოციოლოგიური კვლევების ქართული კომპანიები, მათი უმეტესობა ხელისუფლებასთან ფარულ ალიანსში, მათი დაკვეთების შესრულებასა და შედეგების გაყალბებაში მრავალგზის იქნა შემჩნეული. მათმა უმეტესობამ საზოგადოების ნდობა დაკარგა, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის მომსახურე და მოკავშირე კომპანიების ნაწილს, თუმცა მათდამი ნდობა უკიდურესად დაბალი იყო. თვით "გელაპიც" კი, როგორც გაირკვა, ქართულ ჯგუფებს უკვეთავდა კვლევას.
ასეთ ვითარებაში ვაკუუმის შევსება საზოგადოებრივი აზრის, საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილება ქართულმა მედიამ იკისრა. ერთხანს, ტელეკომპანიები ინტერაქტივებსაც კი ატარებდნენ. გამოხდა ხანი და სახელმწიფოს გამგებლობაში გადასული საერთოეროვნული ტელეკომპანიების ეთერიდან დებატებიც გაქრა და ინტერაქტივებიც.
მაშინ ბეჭდვითმა მედიამ თქვა თავისი სიტყვა. "კვირის პალიტრა", "რეზონანსი", "ბანკები და ფინანსები" სისტემატურად აქვეყნებდნენ გამოკითხვების შედეგებს. მათ მიერ გამოყენებული მეთოდიკები, რა თქმა უნდა, გულისხმობს დასაშვები ცდომილების გარკვეულ ხარისხს, თუმცა, ძირითადად სწორად ასახავს საზოგადოების განწყობას და ვითარებას.
"ბლუმბერგ"-"გრინბერგის" სკანდალური და ნაკლებად სარწმუნო გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ "გრინბერგი" პრეზიდენტის მომსახურე კომპანიაა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა ყურადღება "გამოკითხვა. გე"-ს რეიტინგებს მიაპყრეს. წამსვე გაჩნდა ხელისუფლების მომხრეთა სკეპსისი: ამ საიტზე მხოლოდ ოპოზიციის მომხრეები შედიანო.
"ბანკები და ფინანსებმა" და მასთან არსებულმა სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა IPL-მა გამოკითხვის ჩატარება გადაწყვიტა, რათა, გარკვეულწილად, გადაემოწმებინა და საზოგადოებისთვის საშუალება მიეცა შეედარებინა "გრინბერგი"-ს, `კვირის პალიტრი"-ს და "გამოკითხვა.გე"-ს შედეგების მართებულობა.
გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ქალაქ თბილისში, 5-6 ივნისს. გამოიკითხა 400 რესპოდენტი.
თქვენ საშუალება გეძლევათ შეუდაროთ ამ გამოკითხვის შედეგები სხვა გამოკითხვის რეზულტატებს.
დასკვნები თავად გააკეთეთ.
ერთს შევნიშნავ მხოლოდ - ყველა პოლიტიკოსს ნდობის საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს: 11,48%-დან ქვევით. მათ შორის ყველაზე გამორჩეულებსაც კი მოქალაქეთა 7-დან 11,8%-მდე ენდობა. აქციების ფონზე დაიწია ირაკლი ალასანიას, კახა შარტავას, გუბაზ სანიკიძის, მიხეილ სააკაშვილის და თვით ლევან გაჩეჩილაძის რეიტინგმაც კი. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოიმატა შალვა ნათელაშვილის, დავით გამყრელიძის, ნინო ბურჯანაძის, ზვიად ძიძიგურისა და სალომე ზურაბიშვილის რეიტინგმა.
მნიშვნელოვნად იკლო გიორგი თარგამაძის პოპულარობამ. დაეცა გია მაისაშვილის და გია თორთლაძის რეიტინგიც.
პარტიების რეიტინგიც დაეცა. საგრძნობლად - ეროვნული ფორუმის, შესამჩნევად - გაერთიანებული ოპოზიციის, მნიშვნელოვნად - ალასანიას პოლიტიკური გუნდის, ცოტათი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის. ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდება "დემოკრატიული ფრონტი - ერთიანი საქართველოს"(ნინო ბურჯანაძე) რეიტინგი, ისევე, როგორც "საქართველოს გზის" და `კონსერვატიული პარტიის". პოზიციებს თანდათან იბრუნებს ლეიბორისტული პარტია. აქტიურობის მიუხედავად, უღიმღამოა თავად ზურაბ ნოღაიდელისა და მისი სამართლიანობის პარტიის მაჩვენებლები.
გამოკითხულთა ნახევარზე მეტი მხარს უჭერს რეფერენდუმის ჩატარებას საკითხზე - უნდა დაინიშნოს თუ არა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, 35% ქუჩის საპროტესტო აქციების შეწყვეტის მომხრეა, 81% ოპოზიციის ერთიანობის, 69% მიიჩნევს, რომ ოპოზიციას უნდა ჰყავდეს ერთი გამოკვეთილი ლიდერი.
ხალხი მოითხოვს კრედიტების ვერგადამხდელთა დავალიანების გადავადებას და ბანკების წინაშე პასუხისმგებლობის სახელმწიფოს მიერ თავის თავზე აღებას (58%). ბიზნესის მხარდასაჭერად 78% ფინანსურ ამნისტიას უჭერს მხარს. დამაფიქრებელია პასუხი კითხვაზე: ბოლო 5 წლის განმავლობაში (მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე და აგვისტოს ომამდე) თქვენი და თქვენი ოჯახის შემოსავლები და ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა.
გამოკითხულთა მხოლოდ 21% მიიჩნევს, რომ გაუმჯობესდა, 59%-ის მდგომარეობა ბოლო 5 წელიწადში გაუარესდა.
გაეცანით ამ გამოკითხვის მონაცემებს და შეადარეთ ისინი სხვა გამოკითხვის შედეგებს. გარწმუნებთ, რომ გამოკითხვა ჯგუფმა კეთილსინდისიერად ჩაატარა, მონაცემები წარმოდგენილია სათანადო და ასეთ შემთხვევაში დასაშვები კორექტივების გარეშე, მოცემული მეთოდიკისთვის დამახასიათებელი ცდომილების ფარგლებში.
ვაჟა ბერიძე