ახალ პრემიერს ჯერ არავინ იცნობს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : ახალ პრემიერს ჯერ არავინ იცნობს
ნანახია: 893

ახალ პრემიერს ჯერ არავინ იცნობს

პრეზიდენტმა თურქეთში საქართველოს ელჩი გეგა (გრიგოლ) მგალობლიშვილი პრემიერობის კანდიდატად დაასახელა. საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის მთავრობის მომავალი მეთაური პირველად ტელევიზორში პრემიერად წარდგენის დროს იხილა. მის შესახებ არათუ მოქალაქეებმა, ექსპერტებმაც კი ბევრი არაფერი იციან. მხოლოდ ის, რომ გეგა მგალობლიშვილი 1972 წელს დაიბადა და თურქეთში ელჩად დანიშვნამდე 2004 წელს ორი წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მის იმ დამსახურებას, რომ მგალობლიშვილმა ხელი შეუწყო საქართველოში თურქული ინვესტიციების მოზიდვას, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 90-იან წლებში ტრადიციული მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობებს 2004-2008 წლებში რაიმე განსაკუთრებული დინამიზმი არ შეუძენია. ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია კითხვები - რა კრიტერიუმების საფუძველზე იქნა შერჩეული მგალობლიშვილის კანდიდატურა, ვინ შესთავაზა პრეზიდენტს პრემიერად მისი დანიშვნის იდეა, მოზიდული ინვესტიციების გარდა, რა ღირსებების გამო უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ მგალობლიშვილი წარმატებით გაართმევს თავს მთავრობის მეთაურის ურთულეს მოვალეობებს, იგი ხომ არც ნაცადი პოლიტიკური ფიგურაა და არც გამოცდილი მენეჯერი.

ყოფილ პრემიერს, ლადო გურგენიძეს ახალი ფინანსური კომისიის თავმჯდომარეობას უპირებენ, რომლის ფუნქციაც, როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ფინანსური კრიზისის კონტროლი და საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილიზაცია იქნება. მაშინ, რაღა იქნება მთავრობის ფუნქცია? ლადო პაპავა გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის არსებობის პირობებში, კიდევ რა სახის ფინანსების მაკონტროლებელი ორგანოს შექმნაზეა საუბარი.

ჯერჯერობით, უპასუხოდ არის დარჩენილი კითხვა იმის თაობაზეც, თუ რატომ წავიდა მთავრობის მეთაურის პოსტიდან ლადო გურგენიძე, რომელსაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, უთანხმოებები ჰქონდა პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვასთან, ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით ლადო გურგენიძემ გაყიდა აქციების თავისი წილი "საქართველოს ბანკში" და იგი იქ დაბრუნებას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არ აპირებს.

პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება არაორდინალური და მოულოდნელია იმდენადაც, რომ ახალი მთავრობის მეთაური მისი გუნდიდან არ არის. მას არჩევანი დიდი არ ჰქონდა, მაგრამ შემთხვევითი ფიგურების მეშვეობით უმაღლეს დონეზე ექსპერიმენტების ჩატარება კარგის მომასწავებელი არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ ვრცელდებოდა ხმები პრემიერ-მინისტრად თბილისის მერის გიგი უგულავას და გაეროში ჩვენი წარმომადგენლის - ირაკლი ალასანიას დანიშვნის შესახებ. როგორც ამბობენ, ამ უკანასკნელმა თავად განაცხადა უარი შეთავაზებულ წინადადებაზე.

მაშ, ასე - საქართველოს ახალი, საზოგადოებისთვის ფაქტობრივად უცნობი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. სავარაუდოა, რომ ცვლილებები მოხდება მთავრობაშიც. ახლა ერთადერთი რამ დარჩა საინტერესო - საკვანძო და ურთულეს სამინისტროებს ვის ჩააბარებს მიხეილ სააკაშვილი, ასევე უცნობ პერსონებს თუ გამოცდილ პროფესიონალებს. ამასაც, როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში შევიტყობთ.

ლევან ჩრდილელი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48