რას ნიშნავს ევროპული არჩევანი საქართველოსთვის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : რას ნიშნავს ევროპული არჩევანი საქართველოსთვის
ნანახია: 979

რას ნიშნავს ევროპული არჩევანი საქართველოსთვის

უკანასკნელ პერიოდში, რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებული მოვლენების შემდეგ, ევროპა, ისე როგორც არასდროს, განსაკუთერებით მონდომებულია, რომ რუსულ-ქართულ კონფლიქტში მედიატორის მანდატით ჩაერთოს. ყველასათვის ცნობილია, რომ აგვისტოს თვეში, კონფლიქტის დეესკალიცია საფრანგეთისა და ევროკავშირის ახლანდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის უშუალო ჩარევის შემდეგ მოხდა. უფრო მეტიც, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბერნარდ კუშნერის განცახდებით, აგვისტოში, რუსეთის ჯარების მხრიდან თბილისის ოკუპაცია გარდაუვალი იყო, რომ არა ევროპელ ლიდერთა დაჟინებული მოთხოვნა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინათ სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.
ერთი რამ ცხადია. საქართველოსთან მიმართებაში ევროპული ინტერესების ზრდაზე, აგვისტოს მოვლენებმა კატალიზატორივით იმოქმედა. ბოლო ხანებში, საქართველოს განსაკუთრებით ბევრი ევროპელი ლიდერი და საგარეო უწყების წარმომადგენელი ესტუმრა. ისინი ქვეყნის ტერიტორიულ მთლინობასა და სუვერენიტეტს ერთხმად Uუჭერენ მხარს. 1 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სამხედრო-სამშვიდობო მონიტორინგის ჯგუფები იმყოფებიან, რომლებიც საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გასვლას აკვირდებიან. პოლიტიკურ გარანტიებთან ერთად საქართველომ ევროპისგან ფინანსური მხარდაჭერაც მიიღო. რამდენიმეEდღის წინ, ბრიუსელში დონორთა კონფერენცია გამართა, საიდანაც საქართველომ 4,5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო. ევროპელთა მოთხოვნაა, რომ ეს თანხა საქართველოს ეკონომიკის რეამინირებას მოხმარდეს და მიზნობრივად გაიხარჯოს.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციაზე გამაღიზიანებლად იმოქმედა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიის, დასავლური ფასეულობების დამკვიდრებისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესებმა. აგრეთვე, საქართველოს როლის ზრდამ ენერგომატარებლების ევროპისთვის დამოუკიდებლად მიწოდებაში, ყველა ამ პროცესში რუსეთმა საფრთხე დაიანხა. საქართველოს მთავრობის აზრით, ეს ის მიზეზებია, რომელთა საფუძველზე, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციებით, რუსეთმა საქართველოსთან ომი აწარმოა. რუსეთის იმპერიალისტური იდეებიდან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეები, ალბათ, მათთვის რეალურია, მაგრამ ვინ დაიწყო ომი, ამ კითხვაზე პასუხს, დღეს, ევროპა აღარ ეძებეს. ევროკომისიამ რეზოლუცია შეიმუშავა, სადაც წერია, რომ საქართველომ დაიწყო ომი, რასაც შემდგომში რუსეთმა გადაჭარბებული სამხედრო აგრესიით უპასუხა.
მიუხედავად ყველაფრისა, ქართველი ექსპერტები და დიპლომატები მიიჩნევენ, რომ ევროპამ საქართველოსკენ კარგი თვალით გამოიხედა და ეს ის შანსია, რომელიც ქვეყანამ თავისთვის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს. ახლა მთავარია, როგორ უპასუხებს საქართველო ევროპის მზაობას, დაეხმაროს მას მძიმე კრიზისიდან გამოსვლაში.
საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ევროპის ასე აქტიურად ჩართულობასა და მის რეალურ პოზიციებზე "ბანკები და ფინანსები", ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრსა და დიპლომატს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. აქვე Gგთავაზობთ ახლად ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი მოძრაობა "ევროპული არჩევანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ხელმძღვანელის, გია ჟორჟოლიანის მოსაზრებას საქართველოში ევროპის გააქტიურებაზე.
სალომე ზურაბიშვილი, - "2003 წელს, როდესაც მე ელჩი ვიყავი, ევროპას ეს რეგიონი დიდად არ აინტერესებდა. 5 წელიწადში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, რადგან მათთან ახლო მეზობლობის სივრცეში შევედით. გაიზარდა მათი დაინტერსება ენერგეტიკაზე და სტაბილურეობაზე ამ რეგიონში. თუმცაღა, მათვის ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ საქართველოსა და სააკაშვილის და მისი მთავრობის მხარდაჭერა, ორი სხვადასხვა რამ არის. ომმა კატეგორიული გარადატეხა მოახდინა მათში. დღეს, აღარავინ კითხულობს იმას, თუ ვინ დაიწყო ომი. მათ აინტერესებთ, ის რაცინალური გათვლები, რის საფუძველზეც იმოქმედა საქართველოს პრეზიდენტმა აგვისტოში. ამაზე პასუხი ჩემთვისაც რთულია. ევროპაში, ზოგიერთებისთვის საქართველოს ბოლო დროინდელი ქმედებები აღქმულია, მინიმუმ, როგორც დამღუპველი შეცდომა და მაქსიმუმ, როგორც სამხედრო დანაშაული. სხვათაშორის, ევროპა საქართველოს ხელისუფლებასთან მეტად ფრთხილია. მათ არ სურთ, რაიმე სახით მონაწილეობა მიიღოს რუსეთის იმ დიდი სურვილის განხორციელებაში, რაც საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერ შეცვლას წამოადგენს. ევროპა საქართველოს უჭერს მხარს და არავინ ჩაითვალოს, რომ თუნდაც დონორთა კონფერენციიდან მიღებული კრედიტები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერაა, ან მისი რეჟიმის კონსოლიდაციას უნდა მოხმარდეს. ეს ის ფულია, რაც ევროპამ დევნილებს გამოუყო, რომ მათი გაუსაძლისი ცხოვრება ცოტათი მაინც გაუმჯობესდეს.
დღეს, საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის დამკვირვებლები იმყოფებიან. ევროპელები აქ არიან და სხვათაშორის, ამერიკაც არსად წასულა. არჩევნების შემდეგ, ალბათ, ის საქართველოსთან მიმართებაში მომავალ სამოქმედო გეგმას ჩამოაყალიბებს. აქვეა რუსეთიც. ამგვარად, კავკასიის ეს რეგიონი, ამ სამი ძალის ინტერესთა გადაკვეთის წერტილია. საქმე იმაშია, ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ, ვაქცევთ თუ არა საქართველოს მუდმივი დაპირისპირების პლაცდარმად. ასევე ბევრს საუბრობენ ევროპულ ინტერესებზე - საქართველო, როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული გზა ენერგორესურსების გატარებისა. ეს მართლაც ასეა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საქართველო იქნება მეტად სტაბილური და დემოკრატიული."

გია ჟორჟოლიანი, - "ბოლო პერიოდებიდან მოყოლებული ევროპის ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო ფართოა, ვიდრე ეს იყო ოდესმე. ძირითადი მოტივაცია გახლავთ ის, რომ საქართველო მისი მეზობელი ქვეყანაა. გარდა იმისა, რომ ევროპის მისწრაფებაა, მხარი დაუჭიროს დემოკრატიასა და თავისუფლებას, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მისთვის პრაგმატული მნიშვნელობაც გააჩნია. არის კიდევ ერთი ფაქტორი. შეიმჩნევა გარკვეული ცვლილებები მსოფლიო წამყვანი გეოპოლიტიკური აქტორების ჩამოყალიბებისა. შეერთებული შტატებისთვის, როგორც წამყვანი ჰეგემონისთვის, მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტაში ევროპის მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანია. რუსეთსაც ურთიერთობა ევროპასთან უფრო უადვილდება. ასეთ ვითარებაში, ევროპის მხირდან საქართველოს მიმართ გამოხატული ძლიერი მხარდაჭერა, სხვა არაფერია თუ არა, ის დიდი შანსი, რომლითაც ქვეყანა ევროპის დიდ სახლში ინტეგრირებას უფრო სწრაფად განახორციელებს.
გარდა ამისა, ევროპას ჩვენთვის ერთი უმნიშვნელოვანესი გამოცდილება აქვს. ეს არის უნარი მეომარ ქვეყნებს შორის შემდგომში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისა და მეტიც, ერთობის ჩამოყალიბებისა. ეს ის სტრატეგიაა, რომელსაც ძალუძს ყველა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოაგვარება. მე ვფიქრობ, ევროპა უფრო მეტად უნდა ჩაერთოს საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივ მშენებლობაში. მხედველობაში არ მაქვს მონიტორინგის საფუძველზე არჩევნებში, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით წარმოდგენა. ევროპელებმა, როგორც ჩვენი მშვიდობის გარანტორებმა, უნდა უზრუნველყონ, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესის წარმართვისათვის შესაბამისი მექანიზმების შექმნა და ხელშეწყობა. მაგალითად, გარკვეული ინიციატივის გამოჩენა, წარიმართოს დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მისცენ ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციები ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტის თაობაზე. მე მგონია, ევროპა უფრო მეტად უნდა ჩაერთოს ქვეყნის სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში."

მარიამ შონია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48