"ვინც დაეუფლება კავკასიას, იბატონებს მთელს მსოფლიოში" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : "ვინც დაეუფლება კავკასიას, იბატონებს მთელს მსოფლიოში"
ნანახია: 934

"როცა ეკონომიკა კატასტროფის პირასაა, მთავრობა სირაქლემას პოზას ირჩევს"

ინტერვიუ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან

დოსიე: ეკონომისტი, ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და ჟურნალისტი; სხვადასხვა დროს მუშაობდა თსუ, კავკასიის ხალხთა ისტორიის მასწავლებლად, სახელმწიფო მეთაურის აპარატის სახელმწიფო მრჩევლად, სახელმწიფო კანცელარიის მთავარ სახელმწიფო მრჩევლად, სოციალური სფეროს რეფორმების განყოფილების უფროსად, საქართველოს გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელ მდივნად, იყო გაზეთებისა და ტელეპროგრამების - "ეპოქა", "გულანი", "ბანკები და ფინანსები", "საქმე" (I არხი), "საქმე და ეკონომიკა", "იბერვიზიის" "დაიჯესტ-მონიტორის" "TBC-სტუდიო" კონსულტანტი, რედაქტორი ან გამომცემელი. ამჟამად მუშაობს NGO სექტორში.

- ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებთ კავკასიაში შექმნილ მდგომარეობას?

- როგორც იქნა, კავკასიამ მიიქცია სათანადო ყურადღება. ეს რაც უფრო სწრაფად მოხდებოდა, მით უკეთესი. მთავარმა მოთამაშეებმა გაიცნობიერეს, რომ ვინც დაეუფლება კავკასიას, იბატონებს მთელს მსოფლიოში. ეს გამონათქვამი ჭეშმარიტებაა და არ წარმოადგენს იოტისოდენა გადაჭარბებასაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ეკუთვნის კაცს, რომლის ციტირებაც ახლა მოდაში არ არის. კავკასიას მრავალი წელია ჰპირდებიან, რომ მოხედავენ. შევარდნაძის დროს, ექსპერტთა ერთ ნაწილში გავრცელებული იყო სახელისუფლო კულუარებიდან მომავალი ხმები, რომ აგერ, დაალაგებენ ბალკანეთს და მოგვხედავენ, დამშვიდდება ახლო აღმოსავლეთი და ჩვენი ჯერიც მოვა, ერაყის და "ალ-ყაიდას" პრობლემა გადაიჭრება და ჩვენი რიგიც მოვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ იქნა და არ დადგა ეს დრო. ამასობაში კავკასია ტრანსნაციონალური მაგისტრალების ალაგად აქცია დასავლეთმა და მათი ხელდასმით ბებერმა კომუნისტმა მგლებმა - ალიევმა და შევარდნაძემ. თუმცა, კონფლიქტების გადაჭრას არ დაადგა საშველი. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ამდაგვარ ვითარებაში იქცევიან ისე, როგორც უნდა მოიქცნენ - იარაღდებიან და არმიებს აძლიერებენ. სომხეთს ძირითადად რუსეთი ეხმარება, საქართველოს და აზერბაიჯანს - დასავლეთი. ჩეხოვისა არ იყოს, თუ პირველ მოქმედებაში კედელზე თოფი ჰკიდია, მესამეში ის უეჭველად გაისვრის. და დაიწყო კონფლიქტების შეიარაღებული გზით მოგვარება, რადგან მშვიდობიანმა გზამ, უწინარეს ყოვლისა, საქართველოს და აზერბაიჯანს იმედები გაუცრუა. დანარჩენი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალებია: ვინ დაიწყო ომი, ვინ გაისროლა პირველმა, ვინ იქნება შემდეგი და ა. შ.

- ვითარების ესკალაციაში ექსპერტთა უმეტესობა რუსეთს ადანაშაულებს. რამდენად მართებულია ასეთი მიდგომა?

- რა თქმა უნდა, ეს ასეა. ახალი მსოფლიო წესრიგისა და ახალი გეოპოლიტიკური კონიუნქტურის თანახმად, რუსეთი უნდა გავიდეს კავკასიიდან. ელცინის დროს ეს პროცესი ფაქტობრივად დაიწყო, მაგრამ ნავთობდოლარებით მოძლიერებულმა რუსეთმა ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინა, რომ თუ ის გავა კავკასიიდან, ასევე ერთ მშვენიერ დღეს დასავლეთი სულ იოლად დაშლის რუსეთს, ხოლო შესაბამისი ნების შემთხვევაში, გააძევებს მას ცენტრალური აზიიდან. რუსეთმა ძალისმიერი გზით ჩაახშო ჩეჩენთა ამბოხი, დროებით დაარეგულირა სიტუაცია ჩრდილოეთ კავკასიაში და კავკასიონს გადმოღმა პოზიციების გამყარებაზე დაიწყო ზრუნვა. ახლა, რომ დავიწყოთ საუბარი ტაქტიკაზე, ტექნოლოგიებზე და ასე შემდეგ, შორს წავალთ. ერთ რამეს გავუსვამ ხაზს - ვითარების დრამატიზმს ტრაგიზმამდე მივყავართ იმის გამო, რომ ძნელია, პრაქტიკულად შეუძლებელია დასავლეთის, უწინარეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ინტერესების დაბალანსება კავკასიაში. ასეთი ვითარება, რომ რუსული ბაზები იქნება გალში, გუდაუთაში, ოჩამჩირეში, ჯავაში და ნატოს ბაზები იქნება ფოთში, სენაკში, ახალციხეში, ყაზბეგში, ლაგოდეხში ან სხვაგან ძნელი წარმოსადგენია. ნატოსთვის თურქეთი არასაკმარისი კომპენსაციაა, რუსეთისთვის სომხეთი კი სუსტი რგოლი რუსეთ-სომხეთ-ირანის ჯაჭვში. ამიტომ, ეს გაურკვევლობა უახლოეს მომავალში ვითარების დესტაბილიზაციას რეალურს ხდის. აქ ჩვენს პრეზიდენტს ალტერნატივები არ აქვს, ბუში-მაკკეინი ჩიხში არიან, ობამა ყველაფერს ნულიდან დაიწყებს, თუ დაწყების საშუალება მიეცა. ამიტომ პოლიტიკოსები შექმნილი ვითარების ტყვეები არიან და გამოსავალი ვერ უპოვნიათ.

- თქვენ ერთობ მძიმე სურათი დახატეთ. მაშინ იქნებ პროგნოზიც გააკეთოთ.

- არ მიყვარს პროგნოზების კეთება. მე ნათელმხილველი არა ვარ და ვერ გეტყვით, როგორ განვითარდება მოვლენები. მე, უბრალოდ, მიგანიშნებთ რამდენიმე ტენდენციაზე. ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის რუსეთის მიერ ფაქტობრივი ოკუპაციის შემდეგ, ვითარება უკიდურესად გამწვავდა ინგუშეთში, დაღესტანსა და საერთოდ ჩრდილოეთ კავკასიაში. სერიოზულია დესტაბილიზაციის ნიშნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. დიალოგი არ არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის. ისინი შუამავლების მეშვეობით ლაპარაკობენ. ფაქტობრივად არ შესრულდა სარკოზი-მედვედევის შეთანხმება. დავთმეთ კოდორი და ახალგორი. პარალელურად იწყება სომხებისა და თურქეთის დიალოგი და ეჭვქვეშ დგება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა. ერევანში ჩასული მედვედევი სარქისიანს და ალიევს მოსკოვში იწვევს ყარაბაღზე სალაპარაკოდ. სადღაა საქართველო? რაა საქართველო? ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ეს ამერიკელების პრობლემაა. მიუხედავად იმისა, შეუთანხმა სააკაშვილმა ამერიკელებს თუ არა, რომ აპირებდა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ცხინვალის რეგიონში, აქ განვითარებული მოვლენები ამერიკული საგარეო პოლიტიკური კურსის სერიოზული ჩავარდნაა კავკასიასა და მთელ აღმოსავლეთში. ახლა, ობამა იქნება იანვრიდან თეთრ სახლში თუ მაკკეინი, თუ რუსები საქართველოდან არ გავლენ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, სერიოზულად შეილახება ამერიკის რეპუტაცია კავკასიაში და მთელ აღმოსავლეთში. ამერიკელები იოლი დილემის წინაშე არ დგანან. რუსეთშიც და ამერიკაშიც ყარაბაღის დამოუკიდებლობას სერიოზული მომხრეები ჰყავს. ამიტომ 4,5 მილიარდიანი დახმარება ზღვაში წვეთია იმ პრობლემასთან შედარებით, რომლის გადაწყვეტაც ამერიკის ახალ ადმინისტრაციას მოუხდება.

- თქვენი საუბრიდან გამომდინარეობს, რომ საქართველო ვითარების პასირევანში ჩასული მედვედევი სარქისიანს და ალიევს მოსკოვში იწვევს ყარაბაღზე სალაპარაკოდ. ლოეთ კავკასიაში. ში. სენაკში, ახალციხეში,ური დამკვირვებელია, მისი მთავრობა უსუსური სტატისტი.

- ეს ჩემი საუბრიდან კი არ გამომდინარეობს, ეს რეალურად ასეა. ომმა ფაქტობრივად დაანგრია ქვეყნის ეკონომიკა, სერიოზული კრიზისის წინაშე დააყენა საბანკო სექტორი და სამშენებლო ინდუსტრია. ანტიკრიზისული ღონისძიებების გასატარებლად უცხოურ დახმარებებს ველით, არადა, მოქმედება მყისიერია საჭირო. მართალია, ჩვენ მსოფლიო საფინანსო სისტემაში ღრმად არ ვართ ინტეგრირებული და ამ კრიზისის შედეგები ჩვენამდე მოგვიანებით და სუსტად მოაღწევს, მაგრამ მაინც მოაღწევს. მაგრამ მთავარი ეს როდია, მთავარია, რომ მთავრობას არ აქვს სამოქმედო გეგმა. სამშენებლო კომპანიები იღებდნენ სესხს ბანკებიდან, აშენებდნენ სახლებს, მერე მოქალაქე იღებდა სესხს ბანკიდან და ყიდულობდა ბინას. ახლა ეს მოჯადოებული წრე დარღვეულია. ბანკები აღარ გასცემენ კრედიტებს, ან გასცემენ ძვირ კრედიტს, ხელისუფლებისგან "გაპარსული" ბიზნესი კლავს სარეკლამო ბაზარს, შეინიშნება დასაქმებულთა გათავისუფლების ზრდის ტენდენცია.

დღევანდელის მსგავს ვითარებაში მთავრობას ოპერატიული და გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმა მოეთხოვება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი რესურსები, როგორც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის ან სხვა ქვეყნების მთავრობებს, შევისყიდოთ წილები კრიზისის პირას მყოფ კომპანიებში, მაგრამ ჩვენს სამშენებლო სექტორს და საბანკო სფეროს სჭირდება სწრაფი და ეფექტური დახმარება, რათა სერიოზული კრიზისი და ასიათასობით ახალი უმუშევრის გაჩენა თავიდან იქნას აცილებული. ბევრ ცნობილ და წარმატებულ კომპანიაში, კონკრეტულად ამჯერად არ დავასახელებ, ანტირეკლამა რომ არ გამომივიდეს, საკმაოდ ბევრი თანამშრომელი გაათავისუფლეს, მუშაკთა უმეტესობას ხელფასი გაუნახევრეს, ხუთდღიანი სამუშაო დღიდან 6 დღიანზე გადაიყვანეს. ჩვენ არ გვაქვს მკაფიო ორიენტირები, არც მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და არც ინფლაციასთან დაკავშირებით. ოფიციალური სტატისტიკის 10.5%-ის ინფლაცია აშკარად აღემატება რეალობას და სინამდვილეს. ამ მხრივ, ხელისუფლების პირველმა პირებმაც კი არ იციან, ყველაფრის კოორდინატორად ისევ სავალუტო ფონდის წარმომადგენელი - რობერტ კრისტიანსენი მოგვევლინა, რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინ ბენდუქიძემ სავალუტო ფონდთან ერთად ფაქტობრივად სარბიელიდან გააძევა. კიდევ სხვა ოპერაა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, რომ არაფერი ვთქვათ პენსიების დაპირებულ მოცულობით გაზრდაზე, იქ არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. ხოლო ომგადახდილ და ფაქტობრივად ისევ საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ბიუჯეტში თავდაცვაზე ხარჯების შემცირება, რა ფოკუსია, ამას ვერც ნიკა გილაური და ვერც ლადო გურგენიძე ვერ გიპასუხებენ. ეს, რაღაც, მიღმურია, მეტაფიზიკური აზროვნების შედეგია.

- რა არის გამოსავალი, რა ნაბიჯების გადადგმას მიიჩნევდით აუცილებლად?

- მე რომ ხელისუფლების მრჩეველი ვიყო, დაუყოვნებლივ, 2-3 კვირაში გადავაყენებდი მთავრობას და ქვეყანას შევთავაზებდი ქმედუნარიან კაბინეტს, სადაც პასუხისმგებელი კონკრეტულ საკითხებზე იქნებოდა, როგორც მთლიანად კაბინეტი, ისე კონკრეტული მინისტრი. ოდესმე ხომ უნდა ეღირსოს საქართველოს კაბინეტური სისტემა, სადაც პრემიერი იქნება ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელი და არა პრეზიდენტი, რომელსაც მთელი სახელმწიფოს სვე-ბედი აბარია. ეს, უწინარეს ყოვლისა. არ შეიძლება ერთ კაბინეტში იყოს ამდენი გამოუცდელი და არაკომპეტენტური ხელმძღვანელი. არ შეიძლება მშენებლობის საკითხებს შინაგან საქმეთა მინისტრი კურირებდეს, არა იმიტომ, რომ თავს ვერ გაართმევს, უბრალოდ, მას იმდენი პირდაპირი მოვალეობები აქვს, რომ ამისთვის არ უნდა ეცალოს. მთავრობის შეცვლა პლუს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინსტიტუტების გაძლიერება. მხედველობაში მაქვს კონტროლის პალატა, ეროვნული ბანკი, ფინანსური მეგარეგულატორი, ანტიმონოპოლიური სამსახური. ყველა ეს ინსტიტუტი კახა ბენდუქიძემ თავისი ნეოლიბერტარიანული ფანტაზიების გამო დაანგრია და ქართული სიმდიდრეები ოფშორში დარეგისტრირებულ რუსულ კაპიტალს გადასცა. მსოფლიოში კი ალბათ, ხედავთ, რაც ხდება.

- რა ხდება?

- რა ხდება და რასაც ბოლო 30 წელი ქადაგებდნენ დასავლური მოდური სკოლების ეკონომიკური ასები, სულ საწინააღმდეგო ხდება. სახელმწიფოები ყიდულობენ კომპანიების წილებს, არ არის გამორიცხული ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების მნიშვნელოვანი ზრდა. ალან გრინსპენი ამ დღეებში ლამის ჯვარს აცვეს კონგრესში, კაცი, რომლის მოსაზრებასაც უკრიტიკოდ იღებდნენ წლების განმავლობაში, ლამისაა, დღევანდელი კრიზისის ერთ-ერთ დამნაშავედ გამოაცხადონ, ხოლო საფონდო ბაზარი ეკონომიკური კრიზისის მთავარ დეტონატორად.

ასე რომ, ბევრი რამ იცვლება, ჩემო კარგო.

- და ეს არის თქვენი პროგნოზი სადღეისოდ.

- ეს, ყველაფერი ამის გათვალისწინება და ჩვენი დაფლული განძის ამოქმედება - დემოკრატიული ინსტიტუტების ამუშავება, თავისუფალი მედია, არასამთავრობო სექტორის ხელისუფლების მარწუხებისგან გათავისუფლება, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, გაუყალბებელი არჩევნები, ბიზნესზე ზეწოლის მოხსნა, საკუთრების უფლების დაცვა. თუ მთავრობა ამას შეძლებს, ვერც რუსული აგრესია გვიზამს ვერაფერს, ვერც მსოფლიო საფინანსო კრიზისი და ვერც სეპარატისტების მზაკვრობები. ჩვენ ისეთ სამეზობლოში ვცხოვრობთ და ისე ვჭირდებით ყველა მეზობელს, პლუს ამერიკას და ევროპას, რომ ტერიტორიულ მთლიანობასაც აღგვიდგენენ, იაფ ნავთობსაც და გაზსაც მოგვცემენ, ტურიზმსაც აგვიყვავებენ და თვალისჩინივითაც გაგვიფრთხილდებიან. ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები გამართულად იმუშავებენ, თუ არა და, ყოველ 5-10 წელიწადში ერთხელ გვექნება რევოლუცია და დავიდარაბა, ერთ კლანს შეცვლის მეორე, მეორეს მესამე, ამასობაში ჩვენი მეზობლები ერთმანეთთან მორიგდებიან და საქართველო გახდება გეოპოლიტიკური ჩიხი, თანაც კარგა ხნით.

გმადლობთ!

ესაუბრა ზურაბ კუკულაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48