ეკონომიკური პოლიტიკის თეორიის ევროპული ხედვა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : ეკონომიკური პოლიტიკის თეორიის ევროპული ხედვა
ნანახია: 1556

ეკონომიკური პოლიტიკის თეორიის ევროპული ხედვა
ნოდარ ხადური
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი


პრობლემები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაშია, ხშირ შემთხვევაში, სუბიექტური ფაქტორებითაა გამოწვეული, რომელთაგან გადაწყვეტილებების მიმღებთა არაპროფესიონალიზმი, მიღებული გადაწყვეტილებების არათანმიმდევრულობა, მათი შესრულების დაბალი დონე ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.
რასაკვირველია, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად უმაღლესი განათლების ზოგადად, და ეკონომიკური განათლების სისტემაში, კონკრეტულად, არსებული პრობლემები კვალიფიცირებული კადრების მომზადების სფეროში არასახარბიელო მდგომარეობის ერთ-ერთი სერიოზული გამომწვევი მიზეზია.
ცხადია, განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გადაწყვეტა სცილდება ერთი კონკრეტული ამოცანის გადაჭრას, თუმცა კარგი სახელმძღვანელოების არსებობა უკვე სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით.
სამწუხაროდ, ქართულ ენაზე არ ვართ განებივრებული კარგი სახელმძღვანელოებით. ამდენად ნებისმიერი "გამონათება" ამ სფეროში მისასალმებელია, მით უმეტეს, თუ საქმე ეკონომიკური პოლიტიკის თეორიას შეეხება. რადგან, მიუხედავად ამ სფეროში პრაქტიკაში არსებული საკმაოდ სერიოზული გამოცდილებისა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თეორიაში სისტემატიზებული სახელმძღვანელოების აშკარა დეფიციტია.
ამ თვალსაზრისით უდაოდ კარგი საქმე გაკეთდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როდესაც გამოიცა სახელმძღვანელო ეკონომიკურ პოლიტიკაში, რომლის ავტორებიც ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ სრული პროფესორი, რევაზ გველესიანი და ეკონომიკის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი ირინა გოგორიშვილი არიან.
სახელმძღვანელო აგებულია ევროპული გამოცდილების მიხედვით, და მასში გადმოცემულია ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ეკონომიკური პოლიტიკის თეორია, ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა, კონკურენციის პოლიტიკა, საფინანსო პოლიტიკა, ფულადი პოლიტიკა და შემოსავლების განაწილება და სოციალური პოლიტიკა. თითოეულ თავში განხილულია შესაბამისი პოლიტიკის მიზნები, სტრატეგიები, ინსტრუმენტები, პრობლემები და მოქმედების არეალი.
თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ რეალობას, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირება დაეყრდნოს იმ გამოცდილებას, რომელიც უკვე დაგროვდა ევროპულ სახელმწიფოებში. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სახელმძღვანელო სწორედ ევროპული, უპირატესად კი გერმანული გამოცდილების გათვალისწინებიითა შედგენილი. მაგალითები, რომლებიც სახელმძღვანელოშია მოყვანილი, სტუდენტებს სწორედ გერმანიის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების თავისებურებების ჭრილში განიხილავს, რაც სახელმძღვანელოს თავისებურ ხიბლს მატებს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ეკონომიკური პოლიტიკის ისეთ მნიშვნელოვან მდგენელებზე, როგორებიცაა საფინანსო და ფულადი პოლიტიკა. სახელმძღვანელოში განხილულია ბიუჯეტი, მისი ინდიკატორები, შემოსავლებისა და ხარჯების თავისებურებები, საგადასახადო სისტემის თავისებურებანი, სახელმწიფო ვალი. განხილულია როგორ თეორიული, ისე პრაქტიკული საკითხები. თუმცა, ალბათ, უმჯობესი იქნებოდა სახელმძღვანელოში ქართული მაგალითებიც ყოფილიყო, რათა სტუდენტებს ადგილობრივი და ევროპული საბიუჯეტო სისტემის შედარების საშუალება ჰქონოდათ.
ანალოგიური ვითარებაა ფულადი პოლიტიკის ნაწილში. სახელმძღვანელოს ეს ნაწილი აგებულია ევროპის ფულის ბაზრების ანალიზზე, განხილულია კაპიტალისა და სავალუტო ბაზრები, საერთაშორისო საპროცენტო პარიტეტი. საინტერესოა პროცენტის სტრუქტურაზე გამახვილებული ყურადღება. მით უფრო საინტერესოა ეს თემა მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, როდესაც სწორედ პროცენტი იქცა ბევრ სიტუაციაში მდგომარეობის შესწავლის ერთ-ერთ სერიოზულ ინდიკატორად.
ინფლაციის თეორიები, რომელიც სახელმძღვანელოშია მოყვანილი, ასევე საინტერესო განსჯის საფუძველს აძლევს სტუდენტებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ე.წ. "ინფლაციური ტარგეტირების" განხორციელება, კარგია, რომ სახელმძღვანელოში მასაც შესაბამისი ადგილი უკავია.
ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ სახელმძღვანელოს სტრუქტურიდან გამომდინარე, ხშირად არის წინა პლანზე წამოწეული მიზანთა იერარქია, რამეთუ ეკონომიკური პოლიტიკის მიზნები, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთსაწინააღმდეგოა, და სწორედ მათი იერარქიის განსაზღვრაში მდგომარეობის ეკონომიკური პოლიტიკის არსი.
ამასთან მისასალმებელია ის გარემოებაც, რომ სახელმძღვანელოში მინიმუმამდეა დაყვანილი სხვა დისციპლინების შესწავლის სფეროს დუბლირება. ის სფეროებიც კი, რომლებიც წმინდა მაკროეკონომიკურია, იმდაგვარადაა გადმოცემული, რომ პარალელიზმი რეალურად არის აცილებული.
ამასთან, კარგი იყო სახელმძღვანელოში მოყვანილი ეკონომიკური პოლიტიკის ტერმინები საქართველოში, თუნდაც შესაბამის საკანონმდებლო აქტებში, დამკვიდრებული ტერმინებით ყოფილიყო წარმოდგენილი და როგორც ზემოთ აღინიშნა, უფრო ბევრი ყოფილიყო საქართველოს მაგალითები, მით უფრო, რომ ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებაში არსებული როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მაგალითებით ჩვენი ქვეყნის უკანასკნელი ორი ათეული წლის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება მდიდარია.
მიუხედავად ამ შენიშვნებისა, სახელმძღვანელოს გამოცემით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ერთად არის თავმოყრილი და სტუდენტთათვის გაადვილებულია ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების მნიშვნელოვან ასპექტებზე არსებული მოსაზრებები, სისტემატიზებულია ეკონომიკური პოლიტიკის ცალკეული მიმართულების შესახებ არსებული თეორიები, რაც დაინტერესებულ სტუდენტებს გაუღვივებს დამატებითი მასალების, მათ შორის საქართველოს შესახებ არსებული ინფორმაციის მოპოვების სურვილს.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48