ინტერვიუ ვაჟა ბერიძესთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : ინტერვიუ ვაჟა ბერიძესთან
ნანახია: 962

"ხელისუფლება შეცდომების დაშვებისგან უნდა დავიცვათ"

"ბურჯანაძის გამოსვლას 9 აპრილის მიტინგზე უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება დასავლეთისთვის, ვიდრე იქ 100 000 კაცით მეტის მისვლას. ის, ხომ ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეა. ამიტომ გახდა დისკრედიტაციის კამპანიის მთავარი სამიზნე".

ინტერვიუ ვაჟა ბერიძესთან

- ბატონო ვაჟა, რას ელით 9 აპრილის აქციიდან? რამდენად მასშტაბური იქნება იგი?
- არა მგონია, აქცია უფრო მასშტაბური იყოს, ვიდრე ზოგიერთი ადრინდელი. ამჯერად ოპოზიცია დაქსაქსულია და არა აქვს არგუმენტირებული ვერსია ხელისუფლების მიერ აფიშირებულ 2 ფაქტორზე – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის უარყოფით შედეგებთან ბრძოლა და რუსული ინტერესები. თუმცა, აქცია შეიძლება არც გაიმართოს და ყველაფერი მანამდე გაირკვეს.
- რას გულისხმობთ ყველაფრის გარკვევაში?
- სიტუაციის განმუხტვას. ორივე მხარე რატომღაც დაძაბულია. ორივე მხარეს ხელს აძლევს ექსცესები და დაძაბულობის ესკალაცია. ასეთ ვითარებაში განა შეიძლება მოსახდენი არ მოხდეს?
- რით არის ეს გამოწვეული? ნუთუ ხელისუფლება იმდენად სუსტია, რომ აღარ შეუძლია პროცესების მართვა?
- არა. ხელისუფლება უწინდებურად ძლიერია. მის აქტივში სახელმწიფო აპარატი, ძალოვანი უწყებები, პარლამენტზე სრული კონტროლი, ფაქტობრივად მთელი ელექტრონული მედია, ფინანსური ბერკეტებია. ამ ფაქტორების იგნორირება, ან მათი მნიშვნელობის დაკნინება ცუდ სამსახურს გაუწევს საზოგადოებას, მაგრამ მაკვირვებს ის არადამაჯერებლობა და ისტერია, რომელიც დროდადრო მოჩანს ხელისუფლების მხარეს. შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს იმით, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია და დასავლეთი ძველებურად ენერგიულად და მკაფიოდ არ აფიქსირებს სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერას. მაგრამ ეს ჩვენი სახელმწიფოს ახალგაზრდა მამებისთვის გასაგები უნდა იყოს. ჯერ დასავლეთს საქართველოსთვის არ სცალია. ამერიკის ადმინისტრაციაც კონკრეტული საგარეო პოლიტიკური მიდგომების ჩამოყალიბების ეტაპზეა, უფრო ახლო აღმოსავლეთი, ირანი, ავღანეთი და რუსეთი აინტერესებთ. ერაყიც კი თითქოს მიივიწყეს. ამიტომ, ვფიქრობ, მღელვარების საბაბი არ უნდა ჰქონდეთ ჩვენს ხელისუფალთ. ხოლო თუ ამერიკამ, დასავლეთმა და რუსეთმა გადაწყვიტეს, რომ ამჟამინდელი მმართველი ძალა საქართველოში უნდა შეიცვალოს, წინ ცვლილებებს რა დაუდგება? საქართველო უზბეკეთივით ვერ ითამაშებს – ხან ამერიკა, ხან რუსეთი, ვერც ერთ სატუსაღოდ გადააქცევ. ეს მე-19 საუკუნეში რუსებმა ვერ შეძლეს, XX საუკუნეში კომუნისტებმა და "კაგებემ", ეს არც აზერბაიჯანია და არც სომხეთი. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ამ ორი ერისადმი მინდა შევნიშნო, რომ ერთი იმიტომ ითმენს ავტორიტარიზმს, რომ მუსლიმური ფუნდამენტალიზმის აღორძინება აიცილოს თავიდან, ხოლო მეორე, რადგან "დიდი სომხეთისკენ" მიმავალ გზაზე წარმოუდგენელი ნაბიჯი გადადგა – მთიანი ყარაბაღი წაართვა აზერბაიჯანს. საქართველო ამადაც არ მოითმენს ავტოკრატიას. ისტორიულადაც, როცა კავკასიის იმპერია ვიყავით და დიდების ზენიტში, თამარს ისანში კარავი დაუდგეს, ხელისუფლების გაყოფა შესთავაზეს და ლამის "თავისუფლების დიდი ქარტია" მიაღებინეს, ხოლო თამარი აიძულეს დარბაზის უფლებები გაეფართოებინა. ეს XII-XIII საუკუნეებში იყო.
- რატომ სჭირდება მაშინ ხელისუფლების დრაკონული ზომების მიღება ოპოზიციის მიმართ, თუ იგი ძლიერია და რეალური ხიფათი არ ემუქრება?
- ძლიერები შეცდომებს უფრო ხშირად უშვებენ, ძალის იმედი აქვთ. ძალით კი უფრო იოლად და მალე შეიძლება პრობლემების გადაჭრა. სხვა შემთხვევაში ერთ დღეს ბურჯანაძის პარტიის 9 წევრს, თუ 12-ს არ დააპატიმრებდნენ. ერთხანს მიკვირდა, მაგრამ ამ კამპანიის ინტენსივობამ დამაფიქრა, თითქოს ყველაფერი გარკვეულია თუ საზოგადოებამ იაქტიურა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები რეალური გახდა, საპრეზიდენტო კანდიდატი არსებობს. იგი ირაკლი ალასანიაა, მას ამერიკელებიც იცნობენ და ენდობიან, არც, ვფიქრობ, რუსები გაიგიჟებენ თავს. მაშინ ბურჯანაძე რატომღაა სამიზნე და არა ალასანია. ხმები იმის თაობაზე, რომ ამით ბურჯანაძეს დევნილის და წამებულის იმიჯს უქმნიან, რათა ხალხის თვალში ავტორიტეტი აუმაღლონ, ბრიყვების მიერ მონაჩმახი მგონია. არადა, გია თორთლაძემ ინგა გრიგოლიასთან ნახევარსაათიანი პრეზენტაცია მოაწყო კომპრომატების აფრიალებით ღია ეთერში და მას მერე მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების ეთერი თუ გაზეთების ჰედლაინები მხოლოდ ბურჯანაძეს ურტყამენ. ე. ი. ყველაზე მეტად მისი ეშინიათ. უცებ წარმოვიდგინე მთავრობის სასახლის წინა მოედანი, უამრავი ხალხი, CNN-ის, BBC-ის, FOX NEWS-ის კამერები და ტრიბუნაზეა ნინო ბურჯანაძე – ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედი და ექს-პარლამენტის თავმჯდომარე, ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ყველაფერი ცხადი გახდა.
ეს დასასრულის დასაწყისი იქნება. ამიტომ ნინო ბურჯანაძე არ უნდა მივიდეს 9 აპრილის აქციაზე. ჩემი აზრით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ასე მოხდეს, ან თუ ბურჯანაძე იქ მაინც მივა, პროვოკატორებმა მას უსტვინონ.
- რამდენად გონივრულია კრიზისისა და რუსეთთან გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვა?
- პოლიტიკური პროცესის შეჩერება დაუშვებელია. არ შეიძლება სახელმწიფო იყოს დემოკრატიული და იმართებოდეს ავტორიტარული მეთოდებით. ფორმისა და შინაარსის კონფლიქტი ყოველთვის კატასტროფით მთავრდება. ამიტომ სხვადასხვა ფორმით პოზიციის, თუ გნებავთ პროტესტის გამოხატვა დემოკრატიულ ქვეყანაში ნორმა უნდა იყოს.
რაც შეეხება რუსეთს, ის საერთოდ არ უნდა იყოს ჩვენი შიდაპოლიტიკური ცხოვრების ფაქტორი. ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებს. ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს. რუსეთი კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი მეზობელი. ჩვენც ისრაელივით უნდა მივეჩვიოთ სრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრების პირობებში გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის და დაკარგული ტერიტორიების არსებობის მიუხედავად. თუ არა, გამოსავალი დიქტატურა, რომ იყოს, ამას ებრაელები დიდი ხანია გააკეთებდნენ და დემოკრატიაზე ხელს აიღებდნენ.
- რა ზეგავლენას მოახდენს აქციები ეკონომიკაზე?
- თუ იქნება პროვოკაციები ერთი ან მეორე მხრიდან, თუ იქნება ძალადობა, რა თქმა უნდა, იმას რასაც ჩვენთან ეკონომიკა ჰქვია და არც არის ხშირად ეკონომიკა, მძიმე დღეები ელის. თუ პროცესი კანონიერების ფარგლებში წარიმართება, ეკონომიკას არავითარი საფრთხე არ დაემუქრება.
- და მაინც, რა არის საჭირო მოვლენათა გონივრული და მშვიდობიანი განვითარებისთვის?
- პირველ რიგში, აქცია უნდა იყოს მშვიდი და მშვიდობიანი. ხელისუფლებამ არ უნდა გამოიყენოს ძალა, რეზინის ტყვიები და აკრძალული საშუალებები, აწარმოოს მუდმივი დიალოგი აქციის ხელმძღვანელებთან. ოპოზიციამ არ უნდა გამოიჩინოს უპასუხისმგებლობა, რასაც ის დღემდე იჩენს და შექმნას აქციის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო კომიტეტი, რომელშიც აქციაში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იქნება გაერთიანებული, აგრეთვე ყველა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ლიდერი, რათა მიღებულ გადაწყვეტილებებს ყველა დაემორჩილოს და გამორიცხოს მომიტინგეთა პროვოცირება ექსტრემისტული ან შეგზავნილი ჯგუფების მიერ. აქციის ორგანიზატორებმა ამასაც უნდა მიაქციონ ყურადღება. ისე, შეგზავნილების და მარიონეტების თემა დღეს უაღრესად აქტიურია ქართულ პოლიტიკაში.
ასეა თუ ისე, საბოლოო სიტყვას მაინც ხალხი იტყვის. დროა, ხალხი დაბრუნდეს პოლიტიკაში. ამისთვის კი აქციები, დემონსტრაციები და რევოლუციები სულაც არ არის საჭირო. არც რეიტინგების გაყალბება. მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ეყოფა ძალა, ნებისყოფა და მხნეობა საიმისოდ, რომ პროცესები დაარეგულიროს. ხოლო ის, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, მეასე ხარისხოვანი საკითხია.
უბრალოდ, ამის გააზრებაა საჭირო.
გმადლობთ.

ესაუბრა გოგა აბრამიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48